არაბი ვიზიტორების სომხეთით დაინტერესება იზრდება

khaleej times-ის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში, სომხეთში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა გაიზარდა. მონაცემები აჩვენებს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქეები სომხეთში ჩასულ ვიზიტორებს შორის მეხუთე ადგილზე არიან. „ემირატის მაცხოვრებლებს იზიდავთ თავგადასავალი და სიმშვიდე, რომელსაც სომხეთი გვპირდება ზაფხულის თვეებში, მთის სცენური ბილიკების შესწავლიდან, ქვეყნის ცოცხალი კულინარიული სცენის შესწავლამდე. იქნება ეს მთებში მოთავსებული უძველესი მონასტრების აღმოჩენა […]

ჩარტერული რეისების გამოყენების გამო, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ ჩარტერულ რეისებთან დაკავშირებული სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა. 23 მარტს ლატვიის გენერალურმა პროკურატურამ ფინანსების შესაძლო გაფლანგვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის პროცესი დაიწყო. საუბარია კრიშიანის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ჩარტერული რეისების ოფიციალურ ვიზიტებში გამოყენებაზე, კრიშიანის კარინშიმ ჩარტერული რეისით 36-ჯერ ისარგებლა, რაზეც 1.3 მილიონზე მეტი დაიხარჯა. კარინშმა მედიისთვის მოკლე კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ოფიციალურად […]

“ბოროტი სულის ადამიანები… ესენი ნიკა გვარამიას პარტიის წევრები არიან” – ვისზე საუბრობს პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ერთა ლიგის ფინალში გამარჯვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე პრემიერ ირაკლი კობახიძის გამოსვლისას საპროტესტო შეძახილები ორგანიზაცია შეცვალემ წამოიწყო, პაპუაშვილმა მათ “მორალისგან დაცლილი, სულით ბოროტი” ადამიანები უწოდა. “ქართველი ხალხი ასეთი არ ვართ. ის რაც კონკრეტულმა ჯგუფმა ჩაიდინა არ არის ქართული საქციელი. თავადვე გამოფინეს შემდეგ ის ვიდეოები. ორგანიზაცია შეცვალე – რომელიც არ […]

დენის შმიგალი – პოლონეთის საზღვართან ბლოკადის მოხსნის მხრივ პროგრესი ნამდვილად გვაქვს

პოლონეთის საზღვართან ბლოკადის მოხსნის მხრივ პროგრესი ნამდვილად გვაქვს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა უკრაინულ-პოლონური სამთავრობო კონსულტაციების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად გვაქვს პროგრესი ბლოკადის მოხსნასთან დაკავშირებით, მთავარია – ყველა კრიტიკული საკითხის მოგვარება, რომლებსაც ასეთ ბლოკადებამდე მივყავართ”, – განაცხადა შმიგალმა. მან აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხების მოგვარების გეგმა სრულდება, თუნდაც ისე სწრაფად […]

სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისას უგზო-უკვლოდ დაკარგული, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ინფორმაციისთვის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა. 5 მებრძოლი – დიღმის […]

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინში გადადგა, – ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. კრიშიანის კარინშმა ლატვიის პრემიერ-მინისტრთან, ევიკა სალინასთან შეხვედრის შემდეგ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. კარინშის გადადგომა 23 მარტს ლატვიის გენერალური პროკურორის მიერ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ფრენების ხარჯების, მათ შორის კერძო თვითმფრინავების გამოყენების შესახებ გამოძიების დაწყებას მოჰყვა. კრიშიანის კარინში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის […]

გორის მერია – სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგდება გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგდება გრძელდება. გორის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 2 620 მეტრია. გზის რეაბილიტაცია დასახლების ყველა ქუჩაზეა დაგეგმილი. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 499 498 ლარია. „პროექტის მიხედვით, როგორც ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ასევე სანიაღვრე არხები მოეწყობა. […]

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება. ესპანეთის სამეფოს მინისტრთა საბჭომ უკვე განაცხადა თანხმობა შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ესპანეთის სამეფოს პრეზიდენტისა და […]

ქუთაისის აეროპორტისკენ ავტობუსით მგზავრობა 5 ლარი ეღირება

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გასული წლის ბოლოს გაცემული დაპირება, რომ გაზაფხულზე გვეყოლებოდა ახალი ავტობუსები, რომლებიც მგზავრებს ქალაქის ცენტრამდე მოემსახურებოდნენ, შესრულებულია“, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, აეროპორტისკენ მოძრავი ავტობუსები ფრენების განრიგზე იქნება მორგებული. „ჩვენ განვახორციელეთ მილიონ 400 ათასი ლარის ინვესტიცია, შევიძინეთ სამი უახლესი ევრო 6-ის სტანდარტის მქონე ავტობუსი, […]

ოქრო კვლავ ძვირდება და ისტორიაში უმაღლეს დონესთან ახლოს ივაჭრება

ოქროს ფასი ოთხშაბათს საღამოს კვლავ გაიზარდა და ისტორიაში უმაღლეს დონესთან ახლოსაა. ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე ოთხშაბათს საღამოს აპრილის კონტრაქტებზე კოტირება უნციაზე 0,5%-ით, 2188,3 დოლარამდე გაიზარდა. ვაჭრობის დახურვის რეკორდი 11 მარტს დაფიქსირდა – უნციაზე $2,188,6. „ოქროს ზრდის დამაჯერებელი ახსნის არარსებობის პირობებში, ჩვენ სკეპტიკურად ვუყურებთ ძვირფასი ლითონის უნარს შეინარჩუნოს არსებული დონე მოკლევადიან პერსპექტივაში, რომ აღარაფერი ვთქვათ შემდგომი ზრდის […]