Reuters – ისრაელმა სირიაში საჰაერო თავდასხმები განახორციელა – დაღუპულია 33 მშვიდობიანი მოქალაქე, ჯარისკაცი და „ჰეზბოლას“ ხუთი მებრძოლი

სირიის ქალაქ ალეპოში ისრაელის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშებს 33 მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემსხვერპლა, – ინფორმაციას Reuters-ი ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან. წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ თავდასხმების შედეგად ასევე დაიღუპა „ჰეზბოლას“ ხუთი მებრძოლი.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 მარტს, 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მისაქციელი, ნატახტარი, წეროვანი, ახალუბანი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. მათივე ცნობით, 12:10-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში: ნაფეტვრებში, ლისზე, მსხალდიდსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შეეზღუდებათ. ინფორმაციის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

გუბერნატორი – ბელგოროდში 15 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და ავტომობილები

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 15 დრონი ჩამოაგდო, რომელიც ქალაქ ბელგოროდს უახლოვდებოდა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი იუწყება. მანამდე, რეგიონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სარაკეტო საფრთხე გამოცხადდა ქალაქ ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქში. “ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქის თავზე – ქალაქთან მიახლოებისას ჩამოაგდეს 15 საჰაერო სამიზნე. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა”, – […]

რუსეთმა უკრაინაზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა

29 მარტს, გამთენიისას რუსეთის სამხედრო ძალებმა დაიწყეს უკრაინაზე მორიგი მასირებული სარაკეტო შეტევა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ მოსახლეობა ღამის სამის ნახევრისთვის გააფრთხილა რუსეთის სტრატეგიული ბომბდამშენებიდან მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ და თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა. დაახლოებით 04:00 საათიდან დაიწყო ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეტევა. დილის შვიდი საათისთვის უკრაინის საჰაერო ძალების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ რუსეთმა გამოიყენა აერობალისტიკური რაკეტები „კინჟალიც“. […]

ემანუელ მაკრონი – ვლადიმერ პუტინს „დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე მხოლოდ საერთო შეთანხმებით მიიწვევენ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „დიდი ოცეულის“ მომავალ სამიტზე მიწვევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამას ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრაზილიაში ვიზიტისას, ქვეყნის პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მაკრონის თქმით, ოცი ინდუსტრიულად განვითარებული და განვითარებადი ქვეყნის გაერთიანების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ „დანარჩენ 19 ქვეყანასთან კონსენსუსის […]

რუსებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს, რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმები ისმოდა

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ამის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაფიქსირდა რაკეტების გაშვება Tu-95MS ტიპის თვითმფრინავებიდან. მანამდე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ რუსეთის ოლენას აეროდრომიდან Tu-95MS თვითმფრინავები აფრინდა. მედიის ინფორმაციით, დნიპროს, კამენსკის, ჩერკასისა და ხმელნიცკის ოლქებში აფეთქებების ხმები ისმოდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ […]

“ბაიერნი” ტუხელის ზიდანით შეცვლას გეგმავს

სეზონის დასრულებისთანავე “ბაიერნს” მწვრთნელი ტომას ტუხელი დატოვებს და კლუბი მის შემცვლელად ზინედინ ზიდანს განიხილავს, – იტყობინება “ბილდი”. ჯერ მხარეები არ შეხვედრიან, თუმცა ზიდანი მიუნხენურ გუნდში მუშაობის წინააღმდეგი არაა, რადგან მიაჩნია, რომ “რეალის” სტილში თამაშობს, რომელსაც ადრე სათავეში ედგა. აღნიშნულია, რომ თუ ზიდანი დაითანხმეს, მის თანაშემწედ ფრანკ რიბერის დანიშნავენ. შეგახსენებთ, ზიდანი 2021 წლის შემდეგ უმუშევარია.

“ლაზარეს უკვე წართმეული აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება” – სამადაშვილი

ლაზარეს უკვე წართმეული აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება. ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის შედეგიცაა. მასში მონაწილეობისთვის ასამართლებს დღეს ლაზარეს რუსული ოცნება, მურუსიძის სასამართლოში… არ დაგვავიწყდეს ეს.

ივანიშვილმა იცის, რომ “ოცნება” დამარცხებულია – გახარია

რატომ დაბრუნდა ივანიშვილი? – “რეაქციაში” პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია რამდენიმე მიზეზზე საუბრობს და ამბობს: ბევრი რამე არის ზედაპირზე, ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან გამოცდილი, გონიერი ადამიანი, მან ძალიან კარგად იცის, რომ “ოცნება” დამარცხებულია და ამის გააზრება და აღქმა იქნება უმძიმესი და ძალიან მტკივნეული, შესაბამისად, ის ეცდება, რომ ეს მდგომარეობა გამოასწოროს. ხედავს, რომ მის გარდა არაფერი […]

“მოდი, ვილაპარაკოთ – წამო იმედზე, გინდა – შენს სასამართლოში?” – გახარია

ყოფილი გიორგი გახარია, ტვ პირველთან ამბობს: სამწუხაროდ, ივანიშვილი ახლა თავისი შეცდომების ტყვეობაშია და იმედი მაქვს, რომ ამ ტყვეობას თავი დააღწიოს, მასაც სჭირდება და ქვეყანასაც. ერთადერთი, რაც მე ივანიშვილმა ვერ მაპატია, ეს არის ის, რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები. ამიტომ იყო ის ყველაფერი, რაც მოხდა. ღალატს […]