პრემიერ-მინისტრის სახელით მუსლიმი თემისთვის იფტარი გაიმართა

საქართველო უნიკალური ქვეყანაა, სადაც ქართველი და აზერბაიჯანელი, შიიტი და სუნიტი მუსლიმები ერთსა და იმავე მეჩეთში ლოცულობენ. ჩვენთვის ძალიან ძვირფასია მშვიდობიანი თანაცხოვრების, ძმობის ეს ტრადიცია და ამას საქმითაც ვამტკიცებთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობის სახელით, რამადან ბაირამთან დაკავშირებით გამართულ ტრადიციულ იფტარზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მუსლიმი თემის წარმომადგენლებს რამადანის თვე მიულოცა და განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოში […]

ვალუტის კურსი შეიცვალა – რამდენად იყიდით დოლარს და ევროს

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6978 ლარი ეღირება, ლარი დოლართან 0.39%-ით გამყარდა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9112 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9337 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0225 ლარი შეადგინა. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7084 ლარი ღირდა, ევრო – 2.9337 ლარი, ხოლო […]

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია განახლდა

ბაკურიანში, თოვლის მასაში მოყოლილი პირის ძებნა-შველის ოპერაცია განახლდა. ძებნა-შველის პროცესში ჩართულია ვერტმფრენიც. შეგახსენებთ, რომ ბაკურიანში თოვლის მასა გუშინ ჩამოიშალა და ზვავში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანია მოყოლილია. მის ძებნა-შველის ოპერაციაში სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები არიან ჩართული. ასევე, თბილისიდან გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

როგორი ამინდი იქნება საქართველოში დღეს

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 29 მარტს – გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29 მარტს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +23 […]

თბილისში, შუქი 3 რაიონს გაეთიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

29 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის ქუჩის მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის და დგებუაძის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე […]

29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ნუ დაგავიწყდებათ, რომ ხანდახან სიფრთხილეც საჭიროა, განსაკუთრებით, ნეგატიურ ადამიანებთან ურთიერთობის დროს, რომელთა გავლენაც შესაძლოა, საშიშიც იყოს. კურო ნუ გადადებთ და მშვიდად დაასრულეთ აუცილებელი საქმეები. იმოქმედეთ მორალური პრინციპებით და უარი თქვით მავნე ჩვევებზე, გაერკვიეთ სიტუაციის არსში და ეძებეთ გზები მდგომარეობის მოსაწესრიგებლად. ტყუპები შეეცადეთ, აღადგინოთ ძველი ურთიერთობები, თქვენ შეძლებთ ნებისმიერ პრობლემებთან გამკლავებას და შედეგიც საკმაოდ მნიშვნელოვანი […]

ლავროვი „კროკუსზე” თავდასხმასთან უკრაინის კავშირს „საღი ლოგიკის” გამო ვერ გამორიცხავს

რუსეთის პრეზიდენტის, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის და სხვა მაღალჩინოსნების შემდეგ, მოსკოვთან მომხდარ ტერაქტთან უკრაინის კავშირის ვერსიაზე ილაპარაკა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა. გამოცემა „იზვესტიასთან“ ინტერვიუში, რომელიც დღეს, 29 მარტს გამოქვეყნდა, ლავროვი ამბობს, რომ დასავლეთი აქტიურად ცდილობს ყველას დარწმუნებას, რომ ტერაქტი „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო და სხვებზე, პირველ ყოვლისა, უკრაინაზე ეჭვი არ უნდა მიიტანონ. „დასავლეთი საეჭვოდ აქტიურად გვარწმუნებს, […]

ალონსომ მომავალთან დაკავშირებით მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო

ჩაბი ალონსო, დიდი ალბათობით, მომავალ სეზონშიც “ლევერკუზენს” გაწვრთნის. ამის შესახებ ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, ესპანელმა სპეციალისტმა “ლივერპულისა” და მიუნხენის “ბაიერნის” შეთავაზებებზე უარი განაცხადა. როგორც ჩანს, ალონსო წინადადებას მადრიდის “რეალისგან” ელოდება. სავარაუდოა, რომ კარლო ანჩელოტი მომდევნო სეზონის ბოლოს “ბლანკოსს” დატოვებს. შეგახსენებთ, ალონსოს თავკაცობით “ლევერკუზენი” ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 70 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან […]

იტალიაში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

იტალიის ქალაქ მატერაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ფსონების ცენტრ Goldbet-ის ძარცვაშია ბრალდებული. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი 20 მარტს ქალაქის ცენტრში მდებარე ფსონების ცენტრში შეიჭრა, თანამშრომელს სამზარეულოს დანით დაემუქრა, აიძულა 6 000 ევრო მიეცა და გაიქცა. ის პოლიციამ რამდენიმე დღის შემდეგ დააკავა. საქართველოს მოქალაქე წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა. ის ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. საქმეზე […]

თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს, 29 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის ქუჩის მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), უზნაძის და დგებუაძის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 […]