თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიინა კალიურანდს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. „ირაკლი ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში ესტონეთის წვლილზე გაამახვილა ყურადღება. განსაკუთრებით აღინიშნა კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით სხვადასხვა ფორმატში წარმატებული თანამშრომლობა. […]

ილია დარჩიაშვილი არგენტინის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს, სენატის პრეზიდენტს შეხვდა

არგენტინის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, არგენტინის რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან, არგენტინის სენატის პრეზიდენტთან, ვიქტორია ვილარუელთან შეხვედრა გამართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს არგენტინასა და საქართველოს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, რომლებსაც საფუძველი ჯერ კიდევ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან ჩაეყარა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ წარმატებით გაგრძელდა. […]

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, არგენტინის საგარეო უწყებაში 1919 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების ისტორიული დეკრეტი გამოფინეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილის არგენტინის რესპუბლიკაში ვიზიტის აღსანიშნავად, არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოფინეს ისტორიული დეკრეტი, რომლითაც 1919 წელს არგენტინის პრეზიდენტი იპოლიტო ორიგოიენი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობას აღიარებს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ისტორიულ დეკრეტთან ერთად საგარეო უწყებაში ასევე წარმოდგენილი იყო იმ პერიოდის ოფიციალური მიმოწერა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და […]

შიიტი მუსლიმები კადრის ღამეს აღნიშნავენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო შიიტ მუსლიმ თემს კადრის ღამის დღესასწაულს ულოცავს, სიკეთეს და მათ მშვიდობას უსურვებს. „29/31 მარტსა და 2 აპრილს შიიტი მუსლიმები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულს, კადრის ღამეს აღნიშნავენ, რომელიც მარხვის თვის, რამადანის ერთ-ერთი ბოლო ღამეა. მუსლიმური გადმოცემით, სწორედ ამ ღამეს გარდმოევლინა წინასწარმეტყველ მუჰამედს ღვთიური წიგნის, ყურანის პირველი აიები. მუსლიმები ცდილობენ, ეს ღამე ლოცვაში გაატარონ, […]

კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ილია თოფურია მიმართვას ავრცელებს

UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. “ეჭვიც არ მეპარებოდა ჩვენს გამარჯვებაში! ჯგუფიდანაც გავალთ”, – წერს ილია თოფურია Instagram-ზე. ილია თოფურია საქართველოში იმყოფებოდა. 21 მარტს საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის მატჩამდე გამოვიდა და ქართველ გულშემატკივარს საჩემპიონო ქამარი წარუდგინა.

დათო ევგენიძეს ოჯახის წევრი გარდაეცვალა – რა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს მუსიკოსი?

დათო ევგენიძის ოჯახში გლოვაა. მუსიკოსს მამა გარდაეცვალა. „გარდამეცვალა მამა, ნიაზ ევგენიძე პანაშვიდი – 5 საათზე.დაკრძალვა შაბათს 2 საათზე. ბურძგლას ქ. N76/80. 8 სართ“, – დაწერა დათო ევგენიძემ სოციალურ ქსელში.

ოპოზიცია გეგმავდა გამოეყვანა ხალხი ქუჩაში და იმედოვნებდა, რომ მოეწყობოდა გადატრიალება, მაგრამ გამოუვიდათ ფალსტარტი

„საქართველოში ფინანსები შემოდის დასავლეთიდან და არა მხოლოდ დასავლეთიდან. ძალიან ბევრი ორგანიზაციაა, რომელიც პირდაპირ რუსეთიდან ან ევროპის გავლით რუსული ფულით ფინანსდება. თუმცა, როდესაც დასავლური დაფინანსება ხდება, ამ შემთხვევაში, ჩვენ ესეც უნდა ვიცოდეთ,” – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ საქართველოში შემოსული თანხების გამჭვირვალობისათვის აუცილებელია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მხარდაჭერილი „გარე ჩარევასთან […]

ლავროვმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ზელენსკის “მშვიდობის ფორმულა” უაზრო და მიუღებელია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ გაზეთთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ შეთავაზებული მშვიდობის გეგმა უაზროა, რადგან ის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარების გაყვანას გულისხმობს. ლავროვმა ხაზი გაუსვა, რომ ასეთი მოთხოვნა რუსეთისთვის მიუღებელია. გაზეთ Izvestia-სთან საუბრისას ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი მზად არის დისკუსიისთვის და მშვიდობის სამიტი ვერ იქნება წარმატებული, თუ რუსეთს მასში მონაწილეობის საშუალება […]

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აკეთის თემის სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაო პროცესი ადგილზე კომპანიის ხელმძღვანელობამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოინახულეს, – ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. პროექტით გათვალისწინებულია: წყალმომარაგების ქსელის, სატუმბი სადგურის, რეზერვუარებისა და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები […]