სამხრეთ აფრიკაში ავტობუსი ხევში გადავარდა, დაიღუპა 45 ადამიანი, დაშავდა ერთი 8 წლის გოგონა

სამხრეთ აფრიკაში, ლიმპოპოს პროვინციაში, ავტობუსი ხეობაში გადავარდა, რის შედეგადაც 45 ადამიანი დაიღუპა და ერთი 8 წლის გოგონა სერიოზულად დაშავდა. გადარჩენილ გოგონას საავადმყოფოში მკურნალობენ. ავტობუსის მძღოლმა კონტროლი დაკარგა და ხიდიდან გადაუხვია, დამცავი ბარიერი გაანგრია და ხევში დაცემისას ცეცხლი წაეკიდა. მგზავრები პილიგრიმები იყვნენ, რომლებიც ბოტსვანას დედაქალაქ გაბორონიდან მორიას ქალაქში აღდგომის მსახურებაზე დასასწრებად მიდიოდნენ. ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა, სინდისივე […]
შსს-ს ახალი სამაშველო ვერტმფრენი უკვე საქართველოშია

სასაზღვრო პოლიციის ახალი, ევროპული ტიპის H 145 ვერტმფრენი უკვე საქართველოშია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. “სამაშველო ვერტმფრენს აქვს 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, ასევე, განსხვავებული, ფენენსტრონის ტიპის კუდა ხრახნი. იგი გაუმჯობესებულია, როგორც აეროდინამიკური, ასევე, ფრენის უსაფრთხოების თვალსაზრისით. აღნიშნული ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და […]
უკრაინა: მოვიგერიეთ მასიური საჰაერო იერიში, განადგურებულია 58 დრონი და 26 რაკეტა

29 მარტის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მასიური რუსული შეტევა მოიგერიეს. ჯამში განადგურებულია 84 საჰაერო მიზანი, აქედან 58 შაჰედის ტიპის დრონი და 26 რაკეტა. “ჰაერსაწინააღმდეგო ბრძოლის შედეგად განადგურებულია 84 საჰაერო მიზანი: 58 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, 17 X-101/X-555 ტიპის ფრთოსანი რაკეტა, 5 საავიაციო X-59-ის ტიპის რაკეტა, 4 ისკანდერის ტიპის ფრთოსანი რაკეტა”. – წერია უკრაინის […]
თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.5% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7%-ია. საქსტატის თანახმად, კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ შეადგინა 11.4 მილიარდი ლარი, რაც წინა წელთან შედარებით 11.8%-ით მეტია. ზრდა ფიქსირდება ეკონომიკის ყველა დარგში გარდა ენერგეტიკისა და სამთო მოპოვებით მრეწველობაში. “2024 […]
ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი უკვე საქართველოშია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავებმა ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. ინფორმაციის თანახმად, ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. „სამაშველო ვერტმფრენს აქვს 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას, […]
„მაკდონალდს საქართველოს“ HR დეპარტამენტის ხელმძღვანელს პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო Shining Light Award გადაეცა

„მაკდონალდს საქართველოს“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ლაზარაშვილი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს Shining Light Award-ის 2023 წლის გამარჯვებული გახდა. მსოფლიოს მასშტაბით „მაკდონალდსი“ ამ ჯილდოს ყოველწლიურად გადასცემს კორპორაციის იმ თანამშრომლებს, რომელთაც წლის განმავლობაში საკუთარი შედეგებითა და მიღწევებით გამორჩეული წვლილი შეიტანეს კომპანიის წარმატებასა და ფასეულობების განვითარებაში. მარიამ ლაზარაშვილი „მაკდონალდს საქართველოს“ რამდენიმე წლის წინ HR სპეციალისტის პოზიციაზე შეუერთდა, […]
მიხეილ დაუშვილი – „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებით „ქართული ოცნება“ თვითაღიარების რეჟიმშია და გვეუბნება, რომ 60%-იანი მხარდაჭერა კი არა, მათთვის 40%-იანი მხარდაჭერაც სერიოზული პრობლემაა

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ახალი ცვლილებებით, „ოცნება“ თვითაღიარების რეჟიმშია და ამბობს, რომ „მათთვის 40%-იანი მხარდაჭერაც სერიოზული პრობლემაა“. დაუშვილის თქმით, მისი პარტია კანონპროექტის განხილვის პროცესში ჩაერთვება. “ჩვენ განხილვების პროცესში ჩავერთვებით. ჩვენი ხედვა რაც არის და რაც ნათქვამი გვაქვს, დავაფიქსირებთ. აქ მთავარი ამბავი ისაა, რომ ფაქტობრივად, “ოცნება” გვეუბნება, რა 60%-იანი მხარდაჭერა, 40%-ზეც […]
გურამ მაჭარაშვილი – ნიკა გვარამიამ პირდაპირ ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა ევროპელი მოსამართლეების მიმართ – ველოდებით ქალბატონ ზურაბიშვილს, მის შეწყალებულს უთხრას, რომ ანტიდასავლურ განცხადებებს თავი დაანებოს

ნიკა გვარამიამ პირდაპირ ანტიდასავლური განცხადებები გააკეთა ევროპელი მოსამართლეების მიმართ – ველოდებით ქალბატონ ზურაბიშვილს, რომ მის შეწყალებულს უთხრას, თავი დაანებოს ანტიდასავლური განცხადებების გაკეთებას, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, პარტია “ახალის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ქართველი მოსამართლეების შემდეგ, უნდობლობა ევროპას და ევროპელ მოსამართლეებს გამოუცხადა. როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, სადაც არ უნდა […]
ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოს ეწვია, სადაც მას ბუენოს-აირესის საპატიო სტუმრის ტიტული მიენიჭა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეწვია ქალაქ ბუენოს-აირესის საკანონმდებლო ორგანოს, სადაც, ავტონომიური ქალაქის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, მას ბუენოს-აირესის საპატიო სტუმრის ტიტული მიენიჭა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით ქალაქ ბუენოს-აირესის ვიცე-პრეზიდენტი მატიას ლოპესი გამოვიდა. „ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და არგენტინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა […]
გენდერული ბალანსის საკითხებზე მომუშავე USAID-ის კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ეწვივნენ

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ USAID ის კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები ეწვივნენ, რომლებიც თანამშრომელთა გენდერული ბალანსის საკითხებზე მუშაობენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯია“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ისინი ეხმარებიან კომპანიებს ქალებისთვის უფრო მიმზიდველი გახადონ პროფესიები, რომლებიც აქამდე, ტრადიციულად მამაკაცების პროფესიებად ითვლებოდა. ენერგოკომპანია წლებია აქტიურადაა ჩართული ამ პროექტში. კომპანიის ინფორმაციით, სტუმრები ფოთში ჩავიდნენ და ვალენტინა ზიბზიბაძეს შეხვდნენ, რომელიც ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ […]