მომავალი კვირიდან ბაზარზე „უმალის“ თევზის ჩიფსები გამოჩნდება

თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამმუშავებელი კომპანია „უმალი“ აპრილიდან ბაზარზე თევზის ჩიფსებს გამოუშვებს – ამის შესახებ „კომერსანტთან“ კომპანიის დირექტორმა დიტო წვერავამ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიამ ხელმეორედ გახსნის შემდეგ ქსელურ მარკეტებთან თანამშრომლობა ნელ-ნელა აღადგინა. მისივე თქმით, კომპანია 40 დასახლების პროდუქციას აწარმოებს, რომლებიც თბილისში იყიდება და რეგიონების 40% ფარავს. „შარშან დეკემბერში განვაახლეთ წარმოება და ქსელურ მარკეტებთან თანამშრომლობა ნელ-ნელა […]

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი- თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7 პროცენტია. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი […]

პირველი ახალი სამაშველო ვერტმფრენი უკვე საქართველოშია

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა ქვეყანაში ჩამოიყვანეს ახალი ფრანგული წარმოების ვერტმფრენი H 145. ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო – უწყება, რომელმაც შვეულმფრენები შეიძინა. „აღნიშნული ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 15 მარტამდე სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა და ბორტტექნიკოსებმა თეორიული და […]

უკრაინაში ელექტროსადგურები დაზიანდა რუსეთის დღევანდელი მასირებული შეტევის შედეგად

უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი მასირებული შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. სახელმწიფო კომპანია „უკრენერგოს“ ინფორმაციით, ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში დაზიანებულია ჰესები და თბოელექტროსადგურები. დნეპროპეტროვსკის ოლქის დასახლებულ პუნქტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. გრაფიკი ამოქმედდა ხარკოვის ოლქში. უკრაინის კერძო ენერგოკომპანია ДТЕК-ის ინფორმაციით, დაზიანებულია მის მიერ მართული სამი თბოელექტროსადგური. დაშავდა ერთი ენერგეტიკოსი. უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური შეტევა იყო 22 […]

ნინო თანდილაშვილი – კლიმატის ცვლილება არ არის საზოგადოების ცალკეული ნაწილის გამოწვევა, ეს საყოველთაო პრობლემაა და მასთან გამკლავება ერთიან ძალისხმევას საჭიროებს

კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროცესში წყლის რესურსების უსაფრთხოებისა და მდგრადი მართვის მნიშვნელობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, USAID-ის ეკონომიკური ზრდის […]

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აკეთში, ჯურუყვეთსა და ღრმაღელეში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში აკეთის თემის სოფლების წყალმომარაგების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. უწყების ცნობით, სამუშაო პროცესი ადგილზე კომპანიის ხელმძღვანელობამ და ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოინახულეს. „პროექტით გათვალისწინებულია: წყალმომარაგების ქსელის, სატუმბი სადგურის, რეზერვუარებისა და ყველა სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა. დღეის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და მისი […]

გერმანიაში საქალაქთაშორისო ავტობუსი ამოტრიალდა, დაშავებულია 20 ადამიანი

გერმანიაში, დიუსერდორფთან ახლოს საქალაქთაშორისო ავტობუსი ამოტრიალდა, რის შედეგადაც 20 ადამიანი დაშავდა. ეს ამ კვირაში გერმანიაში ავტობუსის ავარიის და ამოტრიალების უკვე მეორე შემთხვევაა. 28 მარტს გერმანიაში ავტობანზე FlixBus-ის ფირმის ავტობუსი ამოყირავდა, რა დროსაც ოთხი ადამიანი გარდაიცვალა და ათობით დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დიუსელდორფთან ავტობანზე ავტობუსი სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ამ შემთხვევის გამო დიუსელდორფთან ავტომაგისტრალი A44 მთლიანად […]

თეთრი სახლი რუსეთის ტერაქტზე გაფრთხილების დეტალებზე საუბრობს

გაფრთხილების მოვალეობა – ეს არის ვალდებულება, რომელსაც ვაშინგტონის თქმით, შეერთებული შტატები იღებს საკუთარ თავზე იმ შემთხვევაში, თუკი დაზვერვის სააგენტოებმა შეძლეს კონკრეტული ქვეყნისთვის მოსალოდნელი საფრთხის განსაზღვრა. შეერთებულმა შტატებმა თავისი ვალდებულება მოსკოვის მახლობლად მომხდარ ტერორისტულ აქტამდე ორი კვირით ადრე შეასრულა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ამერიკის ოფიციალურმა პირებმა მაშინ რუსეთი გააფრთხილეს, რომ ექსტრემისტებს ამგვარი თავდასხმის გეგმები ჰქონდათ […]

“უკრაინის მარცხი ჩვენი, ყველას მარცხი იქნება. სათადარიგო გეგმისთვის არ ვემზადებით” – ესტონეთის პირველი დიპლომატი

„თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ ყველანი დავმარცხდებით. ამიტომ გეგმა ბე-სთვის არ ვემზადებით, ინვესტიცია უკრაინის გამარჯვებაში უნდა ჩავდოთ“ – ამბობს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მარგუს ცაჰკნა ვაშინგტონში ლატვიელ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად ჩამოვიდა და უკრაინის დახმარების გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა. მინისტრი ამბობს, რომ დასავლეთი აღარ უნდა წამოეგოოს ვლადიმირ პუტინის მახეს „ესკალაციის საშიშროებაზე“ საუბრისას და უკრაინას მისცეს ის, რაც […]

“ბარსელონას” პედრი დაუბრუნდა

“ბარსელონას” ნახევარმცველმა პედრიმ ბარძაყის კუნთის ტრავმა მოიშუშა და “ბლაუგრანას” “პარი სენ ჟერმენთან” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველივე შეხვედრაში დაეხმარება. Diario Sport-ის ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელი ლა ლიგის 30-ე ტურში “ლას პალმასის” წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს, რადგან ჯერჯერობით ინდივიდუალურად ვარჯიშობს. შეგახსენებთ, პედრის 3 მარტის შემდეგ არ უთამაშია. ესპანელმა ტრავმა ბილბაოს “ატლეტიკთან” მატჩში მიიღო.