გახდი საქართველოს ჩემპიონი რობოტიკაში და გაემგზავრე RoboCup 2024-ზე

პირველად საქართველოში, მოსწავლეებს შორის რობოტიკის ეროვნული ჩემპიონატი ჭიათურაში გაიმართება, გამარჯვებული კი RoboCup 2024-ზე მიიღებს მონაწილეობას და გერმანიაში გაემგზავრება. რობოტიკის საქართველოს ჩემპიონატს ქალაქი ჭიათურა უმასპინძლებს, ხოლო ორგანიზატორია ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი. ამისათვის კი რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 4 მაისამდე გაგრძელდება. დარეგისტრირდით აქ: https://shorturl.at/kyEU0 შიდა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის უნდა ჩამოაყალიბოთ გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება 9-დან 17-წლამდე მოსწავლეებით საქართველოს […]

სამხრეთ აფრიკაში ავტოავარიის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა, ერთადერთი გადარჩენილი 8 წლის ბავშვია

სამხრეთ აფრიკის ჩრდილოეთ პროვინციაში, ლიმპოპოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მედიასაშუალებები სამხრეთ აფრიკის ტრანსპორტის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებენ. ავტოსაგზაო შემთხვევის ერთადერთი გადარჩენილი მგზავრი 8 წლის ბავშვია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მგზავრები მომლოცველები იყვნენ, რომლებიც ბოტსვანას დედაქალაქ გაბორონედან ქალაქ მორიაში, წმინდა ენგენას ეკლესიაში სააღდგომო წირვაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ.

Classic World-ის ხის სათამაშოების ყველაზე უსაფრთხო და ხარისხიანი სათამაშოები: ექსკლუზივი „პეპელას“ მაღაზიებში

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ ექსკლუზიურად თანამშრომლობს ბრენდთან Classic World, რომელიც უმაღლესი ხარისხის ხის სათამაშოების წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოში. Classic World 1998 წელს შეიქმნა და ბავშვებისა და მათი მშობლების სიყვარული მთელს მსოფლიოში მოიპოვა. ბრენდის სათამაშოების ქარხანას 20000 კვ.მ. ფართობი უკავია. აქვს დიზაინის ფილიალი საფრანგეთში, სადაც აშშ-ს დიზაინერების საერთაშორისო გუნდი მუშაობს. Classic World ცდილობს შექმნას სათამაშოები, რომლებიც არა […]

გარემოს ეროვნული სააგენტო – ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, რაც ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებითაა განპირობებული

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. მათივე ცნობით, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს. „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს […]

ილია დარჩიაშვილი არგენტინაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრა ქალაქ ბუენოს აირესში საქართველოს საელჩოში გაიმართა და მას ესწრებოდნენ არგენტინაში ისტორიულად მცხოვრები ქართველები, რომელთან ნაწილი არგენტინაში საბჭოთა რეპრესიების პერიოდში, მეორე მსოფლიო ომის დროს, ხოლო მცირე ნაწილი კი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ 90-იან წლებში ჩამოვიდა. ამასთან, უწყების ცნობით, მინისტრმა შეხვედრაზე […]

აფხაზეთში, ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით, მოქალაქემ შიმშილობა დაიწყო

ოკუპირებულ აფხაზეთში, აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ, ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. მედიის ინფორმაციით, აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს. „მას თავისი მმართველობის ოთხი წლის განმავლობაში საარჩევნო კამპანიიდან არც ერთი პუნქტი არ შეუსრულებია. რასაც ის აკეთებს, დამღუპველია ჩვენი ქვეყნისთვის. მას არ აქვს მორალური უფლება იყოს თავის პოზიციაზე. კაცმა წითელი ხაზი გადაკვეთა. მე ამას სახელმწიფო ღალატად […]

გურამ მაჭარაშვილი – „ლელოს“ შურს ის, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ლელო დადეს და „ლელო“ ლელოს ოქტომბერში ვერ დადებს

„ლელოს” შურს ის, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ლელო დადეს და „ლელო“ ლელოს ოქტომბერში ვერ დადებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ლელო” უპირატესობას სხვა ქვეყნებს ანიჭებს და არა საქართველოს. “ლელოს” შურს ის, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ლელო დადეს და „ლელო” ლელოს ოქტომბერში ვერ დადებს. მათ ეს შური ამოძრავებთ და ანტიქართულ […]

თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს, შერაზ გასრისა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ფრედერიკ კამპოსს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა სტრატეგიულ პარტნიორს პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებაში საფრანგეთის მნიშვნელოვანი წვლილი. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა (SNGP) და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში საფრანგეთის კონტრიბუციაზე. თავდაცვის სამინისტროში […]

იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)

იტალიაში, ქალაქ მატერაში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 29 წლის კაცი იტალიაში ლეგალურად ცხოვრობდა და მანამდე ნასამართლევი არ იყო. 20 მარტს პოლიციაში, ქალაქის ცენტრში მდებარე ბუკმეკერული კომპანიის დაყაჩაღების შესახებ შეტყობინება შევიდა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კაცი კომპანიაში სამზარეულოს დანით შეიჭრა და 6 000 ევრო მუქარით წაიღო. ამის შემდეგ კაცი ადგილიდან მიიმალა. საქართველოს […]

სამხრეთ აფრიკაში ავტობუსი ხიდიდან გადავარდა და 45 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ აფრიკაში ავტობუსი 50 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ხევში გადავარდა, რის შედეგადაც 45 ადამიანი დაიღუპა. კატასტროფისას მხოლოდ 8 წლის გოგო გადარჩა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. ავტობუსი ლიმპოპოს პროვინციაში ბარიერს შეეჯახა და ხევში ჩავარდნის დროს ცეცხლი გაუჩნდა. მგზავრები იყვნენ მომლოცველები, რომლებიც ბოტსვანის დედაქალაქ გაბორონედან სააღდგომო წირვაზე ქალაქ მორიაში მიემგზავრებოდნენ. მაშველები ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ. სამხრეთ აფრიკის ტრანსპორტის […]