ირაკლი კობახიძე – დისკუსია ძალიან საინტერესო იყო, ღირებულია ის რჩევები, რომლებიც სტუდენტებისგან მივიღეთ, ამ რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებთ

ინტერესი არის ძალიან დიდი და ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რეგიონების სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არაერთი მოსაზრება გაჟღერდა სტუდენტების მხრიდან. „უკვე მეორე შეხვედრა გვქონდა სტუდენტებთან. განვიხილეთ კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. წინა შემთხვევაში შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან. დღეს გვქონდა შეხვედრა რეგიონული უნივერსიტეტების […]

პრემიერი – ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენლებს ძალიან უნდათ მხარი დაუჭირონ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს, მაგრამ საკუთარი პატრონები ამის უფლებას არ მისცემენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენლებს ძალიან უნდათ მხარი დაუჭირონ ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტს, მაგრამ “საკუთარი პატრონები ამის უფლებას არ მისცემენ”. მისივე შეფასებით, „უკიდურესად არაპოპულარული იქნება მათი მხრიდან თავის შეკავება, ამ კანონპროექტის მხარდაჭერაზე“. „მე დარწმუნებული ვარ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობას“ ძალიან უნდა ხმის მიცემა. გამომდინარე იქიდან, რომ უკიდურესად არაპოპულარული იქნება მათი მხრიდან თავის შეკავება […]

რუსეთმა გააორმაგა დენთის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის იმპორტი – WSJ

რუსეთმა გაზარდა ნიტროცელულოზის იმპორტი, რომელიც საარტილერიო ჭურვების დენთის წარმოებისთვისაც გამოიყენება. აშშ, გერმანია და ტაივანიც არიან ნიტროცელულოზის მწარმოებელ იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ამ ნედლეულს რუსეთს ბოლო ორი წლის განმავლობაში აწვდიან. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი სავაჭრო მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ, 2022 წელს, ნიტროცელულოზის იმპორტი რუსეთში გაიზარდა 70 პროცენტით, 2023 წლის შუა რიცხვებისთვის […]

აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ გააფრთხილა

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სისულელე და პროპაგანდა უწოდეს რუსეთის მცდელობებს, უკრაინას დაუკავშიროს მოსკოვთან მდებარე საკონცერტო დარბაზზე „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმა. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ ვაშინგტონში 28 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიუხედავად პრეზიდენტ პუტინის, უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორ პატრუშევის და რუსეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მცდელობისა, პასუხისმგებლობა გადაიტანონ უკრაინაზე, აშშ-სა და ყველა დანარჩენზე, […]

სუსმა სასწრაფოს ყოფილი თანამშრომლები „ევექსის“ კლინიკებთან გარიგებისთვის დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სამი ყოფილი თანამშრომელი „ვიანის“ (ყოფილი „ევექსის“) კლინიკებთან გარიგების ბრალდებით დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ პაციენტების გადამისამართებისთვის მათ ქრთამის სახით 532 126 ლარი აიღეს. „[დაკავებულები] ავადმყოფთა გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციას ახდენდნენ არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში, არამედ სააქციო საზოგადოება „ვიანისადმი” დაქვემდებარებულ კლინიკებში“, – წერია სუსის განცხადებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 1 იანვრიდან […]

საზოგადოება ხედავს ყველაფერს და გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მისი დამნაშავეობა – პრემიერი

საზოგადოება ხედავს ყველაფერს და გვარამია ვერ გაქცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მისი დამნაშავეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. „გვარამიასთვის ძალიან მტკივნეულია ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ. ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს ამ კონკრეტულ ინსტიტუტს, რასაც […]

დისკუსია იყო ძალიან საინტერესო და ძალიან ღირებულია ის რჩევები, რომლებიც მივიღეთ სტუდენტებისგან, ამ რჩევებს აუცილებლად გავითვალისწინებთ

ინტერესი არის ძალიან დიდი და ძალიან საინტერესო დისკუსია შედგა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რეგიონების სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, არაერთი მოსაზრება გაჟღერდა სტუდენტების მხრიდან. „უკვე მე-2 შეხვედრა გვქონდა სტუდენტებთან. განვიხილეთ კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა. წინა შემთხვევაში შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან. დღეს გვქონდა შეხვედრა რეგიონული უნივერსიტეტების […]

მართლაც ისტორიული გამარჯვება გვაჩუქეს ჩვენმა ბიჭებმა, ნაკრების წევრებმა – პრემიერი

მართლაც ისტორიული გამარჯვება გვაჩუქეს ჩვენმა ბიჭებმა, ნაკრების წევრებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეგიონების სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა სტუდენტებს საფეხბურთო წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ ემოციები ჯერ არ განელებულა. „ვისარგებლებ შემთხვევით და მოგილოცავთ საფეხბურთო წარმატებას. ემოციები ჯერ არ განელებულა და არც განელდება კიდევ დიდი […]

„ჯორჯიან ეარვეისი“ “ევრო-2024”-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ინფორმაციით, კომპანია შეასრულებს სპეციალურ პირდაპირ ფრენებს თბილისიდან გერმანიის იმ ქალაქებში, სადაც გაიმართება საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თამაშები ევროპის ჩემპიონატზე იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა გულშემატკივარმა შეძლოს მატჩებზე დასწრება. პირდაპირი ფრენები შესრულდება თბილისიდან დორტმუნდში 17 ივნისს (გამოფრენა დორტმუნდიდან თბილისში 19 ივნისს), თბილისიდან ჰამბურგში – 21 ივნისს (გამოფრენა ჰამბურგიდან თბილისში 23 ივნისს), თბილისიდან დიუსელდორფში […]

ცოლზე ძალადობის ბრალდებით პენიტენციურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის, მუქარისა და იძულების ბრალდებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ. დააკავა. გამოძიების თანახმად, „2023 წლის ოქტომბრის თვეში ზესტაფონში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა პ.გ.-მ სამსახურში მიაკითხა მეუღლეს, ჩაისვა ავტომანქანაში და ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა. აღნიშნულის შემდეგ დაზარალებულს ავტომანქანის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. იმავე დღეს, სახლში დაბრუნებისას, პ.გ-მ, მეუღლის ნების საწინააღმდეგოდ, თითქოსდა მისი […]