კობახიძე: ზურაბიშვილს არ აქვს მორალური უფლება, საუბრობდეს არჩევნებზე

“სალომე ზურაბიშვილს არ აქვს არავითარი მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს, საუბრობდეს არჩევნებზე” – ეს განცხადება პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეხვედრის პარალელურად გააკეთა, რომელსაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცესკო-ს თავმჯდომარესთან და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან მართავს. კობახიძე პრეზიდენტის განცხადებებს არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობასთან დაკავშირებით “სპეკულაციას” უწოდებს. მისი აზრით, ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია “ჩრდილი მიაყენოს არჩევნებს”. “სალომე ზურაბიშვილს არ აქვს […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინი იძულებული იქნება, დიალოგი დაიწყოს, როდესაც იმ ტერიტორიებს დაკარგავს, რომელიც უკრაინაში 2022 წლის შემდეგ დაიპყრო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, როდესაც რუსეთი უკრაინის 2022 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიას დაკარგავს, ეს ვლადიმერ პუტინს დიალოგის დაწყებას აიძულებს. “ჩვენ არ დაგვჭირდება ყველა ჩვენი ტერიტორიის დეოკუპაცია მხოლოდ ომის გზით. დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც პუტინი დაკარგავს იმას, რაც 2022 წლის შემდეგ დაიპყრო, ის მთლიანად დაკარგავს იმ ქვეყნების ნდობასაც კი, რომლებიც ჯერ კიდევ ყოყმანობენ, დაუჭირონ თუ არა […]

ირაკლი კობახიძე – ბატონ ბიძინა ივანიშვილთან რეგულარული კომუნიკაცია მაქვს, არსებითად ეს არის სატელეფონო საუბარი – ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს. აღნიშნულით კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ როდის და სად ნახა მან ბიძინა ივანიშვილი. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია. „ბატონ ბიძინა ივანიშვილთან რეგულარული კომუნიკაცია მაქვს, არსებითად ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია, შესაბამისად, ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, […]

პრეზიდენტი არჩევნებში დიასპორის მონაწილეობაზე – მნიშვნელოვანი ხარვეზია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო არ მონაწილეობს შეხვედრებში, უარს ამბობს და პასუხისმგებლობას იხსნის, რაც გაუგებარია

პირველი ძალიან მნიშვნელოვანი ხარვეზი არის, რომ საგარეო არ მონაწილეობს ამ შეხვედრებში და უარს ამბობს, პასუხისმგებლობას იხსნის, რაც ძალიან გაუგებარია, რადგან მთელი ეს პროცესი ძალიან დაკავშირებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობასთან,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში დიასპორის ჩართულობასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, როდესაც არ არსებობს მუშაობის ორმხრივი ინტერესი, ჩნდება ბევრი ხარვეზი, რომელიც ზურაბიშვილის […]

ირაკლი კობახიძე – რაც მეტი 2%-3%-იანი პარტია ოპოზიციაში იქნება, მით უკეთესი – საბოლოო ჯამში, ჩვენ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაში დაგვეხმარება

რაც მეტი 2%-3%-იანი პარტია ოპოზიციაში იქნება, მით უკეთესი – საბოლოო ჯამში, ჩვენ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაში დაგვეხმარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის შეფასებით, დღევანდელი მონაცემებით „ქართული ოცნება“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს. როგორც მან აღნიშნა, ქართული საზოგადოება „კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და კონკრეტულ ადამიანებს ვერავითარ წარმატების შანს ვერ მისცემს“. „რაც […]

ირაკლი კობახიძე – გვარამიასთვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მტკივნეულია – გაერო-სთვის მიმართვა პატარა ტრიუკია, რომლითაც ცდილობს მისთვის მტკივნეულ გადაწყვეტილებას გაექცეს

გვარამიასთვის ძალიან მტკივნეულია ის გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო – გაერო-სთვის მიმართვა რაღაცა, პატარა ტრიუკია, რომლითაც ცდილობს, რომ გაექცეს მისთვის მტკივნეულ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რიტაც პარტია „ახალის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, გვარამია გეგმავს გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართოს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ნიკა გვარამია „ვერ გაექცევა იმას, […]

მეუღლეზე ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დანაშაული 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ოქტომბრის თვეში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, პ.გ.-მ, ქ. ზესტაფონში, სამსახურში მიაკითხა მეუღლეს, ჩაისვა ავტომანქანაში და ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა. აღნიშნულის შემდეგ იგი დაზარალებულს ავტომანქანის დაწვით და […]

სალომე ზურაბიშვილი – უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება, თუ ქალაქში 50-ზე მეტი პირი ცხოვრობს, საარჩევნო უბნის გახსნა მოითხოვონ, თუმცა გვესმის განცხადებები, რომ „ვერ და არ შეასრულებენ კანონს”, რომ ყველა „პადიეზდში” უბანს ვერ გახსნიან – ჩემთვის გაუგებარი ტერმინებია

კანონი არსებობს, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ თუ არიან საკონსულო აღრიცხვაზე და 50 ადამიანზე მეტი ცხოვრობს ერთ ქალაქში, საარჩევნო უბნის გახსნა მოითხოვონ – მეორე მხრივ, პარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრი და ბევრი სხვა, ოფიციალურად აცხადებს, რომ „არა, ვერ და არ შევასრულებთ ამ კანონს“ – ხან რესურსები არ გვაქვს, ხან ყოველ „პადიეზდში“ არ გავხსნითო. ჩემთვის გაუგებარი […]

პრემიერი – სალომე ზურაბიშვილს მორალური უფლება არ აქვს, ხვდებოდეს კალანდარიშვილს და საერთოდ, საუბრობდეს არჩევნებზე – მისი მიზანია საბოტაჟი, არჩევნებს შეექმნას საფრთხე, თუმცა ამას ვერ მიაღწევს

ყველა კარგად ხედავს, რომ სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი, ერთადერთი მიზანია, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე, პრობლემა. რა თქმა უნდა, ამას ვერ მიაღწევს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის მიერ დღეს ორგანიზებულ შეხვედრას, რომელიც არჩევნებში დიასპორის მაქსიმალური ჩართულობის საკითხის განხილვას ეძღვნება. ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს მორალური უფლება, რომ შეხვდეს […]

საქართველოს პრეზიდენტი, ცესკოს თავმჯდომარეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ცესკოს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლებს ხვდება. პრეზიდენტი ორბელიანების სასახლეში მოწვეულ სტუმრებს საზღვარგარეთ მყოფი ქართული დიასპორისთვის 2024 წლის არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობის შესახებ ესაუბრება. როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრის დაწყებისას აღნიშნა, ამ საკითხთან მიმართებით დიასპორის ზოგ წარმომადგენლებთან „სკაიპით“ შედგა საუბარი და ამგვარი საუბრები გაგრძელდება, თუმცა ხარვეზია ის, […]