რამდენიმე ათასი პაციენტი სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კორუფციული გზით “ვიანის” კლინიკაში გადაამისამართა – სუს-ი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სასწრაფო სამედიცინო სამსახურში გამოვლენილ კორუფციულ სქემაზე აქვეყნებს განცხადებას. უწყების ინფორმაციით, მათ გამოავლინეს კორუფციული სქემა რეანიმობილების მართვის ცენტრში, რომლის შედეგადაც პაციენტების გადამისამართება ხელოვნურად არა ყველაზე ახლო კლინიკაში, არამედ ჰოსპიტლების ქსელ “ვიანში” ხდებოდა, რისთვისაც ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დიდი მოცულობის ქრთამებს იღებდნენ. სუს-ის განცხადების თანახმად აღნიშნული პირები დაკავებული […]
მესტია-კალას მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით მოიხსნა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ170 (მესტია-კალა) მონაკვეთზე მოიხსნა მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ამასთან, აღნიშნული გზის კმ138-კმ185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე თოვლის და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად […]
საქართველოს ბანკის ხელშეწყობით, OnePrice Georgia, 2024 წლის ბოლომდე, ფილიალების რაოდენობის 50-მდე ზრდას გეგმავს

საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზია OnePrice, რომელიც უკრაინის ბაზარზე 2018 წელს, ხოლო საქართველოში 2023 წლიდან გამოჩნდა, ქვეყნის მასშტაბით 16 ფილიალს, მათ შორის 13-ს თბილისში, თითო-თითოს კი რუსთავში, გორსა და ქუთაისში ფლობს. როგორც OnePrice Georgia-ს დამფუძნებელი, ლევან პაიკიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, კომპანიის პოზიციონირება სამართლიანი ფასების კონცეფციას ეფუძნება, რაც ლოიალური მომხმარებლების მოზიდვისთვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ლევან პაიკიძე განმარტავს, რომ […]
“გამოვიდეთ ამ მონური ფსიქოლოგიიდან…” – მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს ეხმაურება პაპუაშვილს, რომელიც პაველ ჰერჩინსკისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს და ამბობს: კითხვა არ არის თავდასხმა, მეგობრებო. ნელ-ნელა გამოვიდეთ ამ მონური ფსიქოლოგიიდან, რომლის ჩამოყალიბებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ნაციონალურ მოძრაობას, რომ კითხვა არ არის თავდასხმა. რაც შეეხება ევროკავშირის ელჩის განცხადებას, მინდა კითხვა დავსვა ისევ და აქვე გეტყვით, თავს კი არ ვესხმი ვინმეს. […]
პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს – “მეუღლეზე ძალადობდა, ძალის გამოყენებით წამლები დაალევინა”

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, ძალადობის, მუქარისა და იძულების ფაქტებზე, დაკავებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის ოქტომბრის თვეში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, პ.გ.-მ, ქ. ზესტაფონში, სამსახურში მიაკითხა მეუღლეს, ჩაისვა ავტომანქანაში და ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა. აღნიშნულის შემდეგ იგი დაზარალებულს ავტომანქანის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. იმავე დღეს, სახლში დაბრუნებისას, […]
პრეზიდენტის თქმით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნაზე საგარეოს ელჩებთან არ უსაუბრია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში ჩართვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ. პრეზიდენტმა ეს განცხადება ცესკო-ს თავმჯდომარესა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და EU-ის საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გააკეთა. პრეზიდენტმა გააკრიტიკა საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც მისივე თქმით, კატეგორიულად აცხადებს […]
გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი 532 126 ლარის ქრთამის აღებისთვის დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი დააკავეს, ხოლო უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისათვის ორ პირს ბრალდება წარუდგინეს – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. “ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის […]
“საქართველო კი არსებობს, იბრძვის, ქმნის. იგი გაუძლებს რუსეთის იმპერიის უკანასკნელ დღეებსაც”

რას წერდა პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე აკაკი ბაქრაძე რუსეთის შესახებ? “გახსოვთ, რა უთხრა ტარას ბულბამ ანდრის, სანამ მოკლავდა? «მე გშობე, მევე უნდა მოგკლა». რუსეთმა დაშლილ-დანაკუწებული ქართული სამეფო-სამთავროები დაიკავა. იგი თვლის, რომ ტერიტორიულად საქართველო მან გააერთიანა (სამწუხაროდ, უმეცრების გამო ბევრი ქართველი პოლიტიკოსიც იმეორებს ამას თუთიყუშივით). იმას კი რუსებიც მალავენ და ქართველებიც, რომ რუსეთი საქართველოს კი არ აერთიანებდა, […]
ოჯახი თათუხაშვილის საქმეზე გამოძიების განახლებას ითხოვს

შალვა თათუხაშვილის ოჯახი ყოფილი მაღალჩინოსნის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების განახლებას ითხოვს. ამ მოთხოვნით, ოჯახის ადვოკატებმა განცხადება გენერალურ პროკურატურაში დღეს, 29 მარტს შეიტანეს. გარდა ამისა, ისინი მოითხოვენ გარდაცვლილის მამას, გოგი თათუხაშვილს მიენიჭოს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი, რათა წვდომა ჰქონდეს საქმის მასალებზე. “ჩვენი მთავარი მოთხოვნა ამ ეტაპზე არის ის, რომ საქართველოს პროკურატურამ გააუქმოს მოთხოვნა გამოძიების შეწყვეტის შესახებ. მე ვფიქრობ, […]
ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა, ამას უდიდესი გავლენა აქვს სპორტზეც – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ბოლო წლებში სპორტში მიღწეული წარმატებები საერთო ძალისხმევის შედეგია, მათ შორის, იმ პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ატარებს. თბილისის მერიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, კახა კალაძე გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ წევრ თაზო დათუნაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვება ფეხბურთელების დამსახურებაა და არა — ფეხბურთის ფედერაციის. კახა კალაძემ მავნებლური უწოდა […]