მიხეილ სააკაშვილი – უცხოეთში მყოფმა ქართველებმა საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ – ეს საკითხი ხელისუფლებას არ უნდა დავაბლოკინოთ!

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის მიმდინარე წლის არჩევნებისთვის დამატებითი უბნების გახსნას მხარს უჭერს. ამის შესახებ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. მისივე განცხადებით, საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით, ქართველებმა საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ. „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს. ჩვენ დიდი ხანია ვიბრძვით ამისთვის. ჩემი აზრით, […]

უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან 1.5 მილიარდი დოლარი მიიღო

უკრაინამ მსოფლიო ბანკის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების სახით 1.5 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ტრანში მიიღო, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული თანხა ქვეყანას საბიუჯეტო ხარჯების დაფარვაში დაეხმარება. მსოფლიო ბანკის დახმარების ახალი პაკეტი ბრიტანეთმა და იაპონიამ დააფინანსეს. „984 მილიონი დოლარი მოდის იაპონიიდან და 516 მილიონი დოლარი გაერთიანებული სამეფოდან. თანხები დაფარავს საბიუჯეტო ხარჯებს […]

N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვაკის რაიონში, ელიზბარ მინდელის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინ საგზაო სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, ავტობუსი ნუცუბიძის ქუჩიდან პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, პირდაპირ ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩაუხვევს და მინდელის ქუჩაზე აღარ გადაადგილდება. „N326 მინდელის ქუჩას უკუმიმართულებით მოძრაობის დროსაც არ გაივლის. ავტობუსი პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან […]

სოფელ ბერბუკში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია გრძელდება

სოფელ ბერბუკში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია გრძელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასფალტის პირველი ფენის დაგება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპისთვის მოწყობილია სანიაღვრე სისტემა. „პროექტის მიხედვით, 790 მეტრ გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება, მოეწყობა მიერთებები, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა. პროექტის ღირებულება 575 337 ლარია და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის […]

ირაკლი კობახიძე ქუთაისის მცხოვრებლებს – ქუთაისში პარლამენტის ყოფნას ქუთაისის განვითარებაზე არავითარი გავლენა არ ჰქონდა – შეიძლება თქვენთვის ეს მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ქუთაისის განვითარებაზე გავლენა არ ჰქონია!

ქუთაისში პარლამენტის ყოფნას ქუთაისის განვითარებაზე არავითარი გავლენა არ ჰქონდა – შეიძლება თქვენთვის ეს მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ქუთაისის განვითარებაზე გავლენა არ ჰქონია! – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში სტუმრობისას, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას. კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაში ქუთაისს “ღირსეული ადგილი ექნება“. “თუ ეკონომიკა ჩვენი ჩამოსვლით იცვლება, ახლაც ჩამოვალთ, მაგრამ სტატისტიკით დასტურდება, რომ პარლამენტის […]

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ახალციხესა და ახალქალაქში აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ახალციხისა და ახალქალაქის სკოლების მეთორმეტეკლასელებისათვის ღია კარის დღე ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა და საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა მაია გაბუნიამ აბიტურიენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით. „საინფორმაციო შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგამოცდო პროცედურებს, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, […]

ბსუ-ში დასაქმების ფრანკოფონული ცენტრი გაიხსნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტურიზმის ფაკულტეტზე ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ორგანიზებით, დასაქმების ფრანკოფონული ცენტრი (CEF) გაიხსნა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, ცენტრი გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ბსუ-ს რექტორმა, მერაბ ხალვაშმა, AUF-ECO-ს რეგიონულმა დირექტორმა, მუჰამედ კეტატამ და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა, კამილ ნორამ. „ბსუ მეორე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც დასაქმების ფრანკოფონული ცენტრი […]

რევაზ სოხაძე – შინაარსობრივად და სამართლიანობის თვალსაზრისითაც, დღეს მუნიციპალიტეტი სწორ გადაწყვეტილებას იღებს

შინაარსობრივად და სამართლიანობის თვალსაზრისითაც, დღეს მუნიციპალიტეტი სწორ გადაწყვეტილებას იღებს, – ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, რევაზ სოხაძე აგლაძის ქუჩაზე დაგეგმილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს. როგორც რევაზ სოხაძემ განმარტა, თბილისის მუნიციპალიტეტი არ ცდება აღნიშნულ ტერიტორიაზე 2009 წელს დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებას და ტერიტორიის განვითარება ზუსტად იგივე […]

„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებმა ცხოველებზე ზრუნვასთან დაკავშირებით მასშტაბური პროექტი დაიწყეს

„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური კლუბი „ვეტეუქეარს“ პროექტის – „ჩვენ ვზრუნავთ ცხოველებზე, თქვენ?!“ ფარგლებში, ქალაქ თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში უფროსკლასელებთან ინფორმაციულ შეხვედრებს მართავს. „ევროპის უნივერსიტეტის“ ინფორმაციით, კონკურსის მიზანი ვეტერინარიის დარგის მნიშვნელობის, ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვის აუცილებლობის, ცხოველებთან ჯანსაღი ურთიერთობისგან მიღებული მენტალური სარგებლობის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერებისა და ნდობის ამაღლებაა. „პროექტში მონაწილეობის მიღებას როგორც საჯარო, ასევე […]

იუსტიციის სახლები შეფერხებით მუშაობენ

იუსტიციის სახლებში რამდენიმე სერვისის მიწოდება შეფერხებულია. გამოქვეყნებულ განცხადებაში ამის მიზეზად დასახელებულია ტექნიკური ხარვეზი. „დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია [… ნაწილი] სერვისების გაცემა… ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები“, – წერია იუსტიციის სახლის განცხადებაში. ამჟამად შეფერხებულია შემდეგი უწყებების სერვისები: · საჯარო რეესტრი; · ეროვნული არქივი; · აღსრულების ბიურო; · ნოტარიუსთა პალატა. შეფერხების […]