გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 მარტს, 10:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მუხრანი, ქანდა, ქსანი, წეროვანი და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. მათივე ცნობით, 1 აპრილს 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ანანური, ციხისძირი, თანდილაანთკარი, ფიტავი და მიმდებარე სოფლებში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ. 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში […]

საუბარი ზურაბ აზარაშვილის პასუხისმგებლობაზე მგონია, რომ აბსოლუტურად ზედმეტია – ირაკლი კობახიძე

კორუფციასთან ბრძოლა მუდმივი საქმე და ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა – ზურაბ აზარაშვილი აქ არაფერ შუაშია, საუბარი მინისტრის პასუხისმგებლობაზე, მგონია, რომ აბსოლუტურად ზედმეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ზურაბ აზარაშვილი არაფერ შუაშია“. „ზურაბ აზარაშვილი აქ არაფერ შუაშია. რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, ეს არის მუდმივი საქმე. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც ჩვენ დავისახეთ ეს […]

N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა

ვაკის რაიონში, ელიზბარ მინდელის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინ საგზაო სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც N326 ავტობუსის მარშრუტში მცირე ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, ავტობუსი ნუცუბიძის ქუჩიდან პოლიტკოვსკაიას ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, პირდაპირ ანჯაფარიძის ქუჩაზე ჩაუხვევს და მინდელის ქუჩაზე აღარ გადაადგილდება. N326 მინდელის ქუჩას უკუმიმართულებით მოძრაობის დროსაც არ გაივლის. ავტობუსი პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან ანჯაფარიძის ქუჩის გავლით, […]

“აიაქსს” მომდევნო სეზონში ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება

“აიაქსის” მთავარი მწვრთნელი ჯონ ვან სხიპი სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობას დატოვებს, ამის შესახებ ინფორმაცია თავად ნიდერლანდელმა სპეციალისტმა დაადასტურა. “მსურს, “აიაქსში” მუშაობა გავაგრძელო და ამ გუნდის განვითარებაში წვლილი შევიტანო, თუმცა განსხვავებულ როლში”, – განაცხადა ვან სხიპმა. ავტორიტეტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “აიაქსს” სასურველი მწვრთნელების სია უკვე შედგენილი აქვს, სადაც ოთხი სპეციალისტი მოხვდა, მათი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. […]

ჩრდ. კორეა იაპონიასთან დიალოგს არ აპირებს – ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრი

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ჩრდილოეთ კორეას იაპონიის მთავრობასთან დიალოგის არანაირი სურვილი არ აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო ჯოგნმა თქვა, რომ იაპონიის პრემიერმინისტრმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. აღნიშნული პირდაპირ არ დაუდასტურებია იაპონიის ხელისუფლებას, თუმცა, კიშიდამ პარლამენტში […]

“ივანიშვილის რეჟიმს ეს თემა არ უნდა დავაბლოკინოთ!” – ვის მოუწოდებს აქციებისკენ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, წერს: „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს. ჩვენ დიდი ხანია ვიბრძვით ამისთვის. ჩემი აზრით, უცხოეთში მყოფმა ქართველებმა ამ მოთხოვნით საქართველოს საელჩოებთან მუდმივი აქციები უნდა მოაწყონ. ამასთანავე, საქართველოში ყველა პოლიტიკურმა ძალამ და აქტივისტმა შედეგის დასადებად ჩვენი ძალები უნდა გავაერთიანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დაბლოკავს ამ თემას. […]

“მთავარ ამოცანად დავისახე კორუფციასთან ბრძოლა… მინისტრის პასუხისმგებლობაზე საუბარი არასწორია” – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა: „რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, ეს არის მუდმივი საქმე. ერთ–ერთი მთავარი ამოცანა, რაც ჩვენ დავისახეთ, ეს არის სწორედ კორუფციასთან ბრძოლა. ამაზე საგანგებო აქცენტები გავაკეთე, როცა მქონდა საპარლამენტო გამოსვლა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ამბიციური მიზანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. რა თქმა […]

ტრანსფერი გადაწყვეტილია – ოქრიაშვილის ახალი კლუბი ცნობილია

თორნიკე ოქრიაშვილი კარიერას თბილისის “დინამოში” გააგრძელებს, ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას Action.ge ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ტრანსფერი ოფიციალურად მომდევნო კვირაში დადასტურდება. პირადი კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. შეგახსენებთ, ოქრიაშვილი ბოლოს “გაგრას” ღირსებას იცავდა, 2023 წლის პირველი ივლისის შემდეგ კი უკლუბოდაა. “ოქრის” სხვადასხვა დროს “შახტარის”, “ილიჩევეცის”, “ჩერნომორეცის”, “გენკის”, “ესქიშეჰისპორის”, “კრასნოდარის”, “ანორთოსისისა” და “აპოელის” რიგებში უთამაშია.

გასახდელში გვირგვინით შევიდა – “კარლსრუეში” დაბრუნებულ ზივზივაძეს მეფური დახვედრა მოუწყვეს [VIDEO]

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე “კარლსრუეში” დაბრუნდა. მას თანაგუნდელებმა ბრწყინვალე დახვედრა მოუწყვეს, გთავაზობთ ვიდეოს. შეგახსენებთ, ბუდუ ზივზივაძემ ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. ვიდეო: Karlsruher SC “ვინც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვით…” – ბუდუ ზივზივაძემ ქართველ გულშემატკივრებს მიმართა “არ მინდოდა პირადი რაღაცების თქმა, მაგრამ ბუდუზე ეს უნდა მოგიყვეთ…” – რა განაცხადა იაშვილმა ზივზივაძეზე

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებული სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და ამავე ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ორი ყოფილი მენეჯერი მათი თანამშრომლები არ არიან. განცხადების ტექსტს სრულად გთავაზობთ: „სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ცვლის უფროსის ყოფილი მოადგილე და […]