ზურაბიშვილის თქმით, მოლდოვამ უცხოეთში 150 საარჩევნო უბანი გახსნა, „ალბათ ჩვენც შეგვიძლია”

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხზე შეხვედრა გამართა. ორბელიანების სასახლეში მან მიიწვია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, რომლის კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად არ წარუდგინა. შეხვედრის დაწყებისას, კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე შეკითხვის დასმას არ აპირებდა. საქართველოს პრეზიდენტმა ილაპარაკა იმ ზომების გატარებაზე, რომლებიც საჭიროა უცხოეთში მცხოვრები ქართული დიასპორისთვის ხმის მიცემის გასაადვილებლად. ზურაბიშვილის […]
ტუსკის თქმით, ომი აღარაა ცნება წარსულიდან და ევროპა წინა-საომარ ერაში იმყოფება

პოლონეთის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკის თქმით, ომი აღარაა წარულის ცნება და ევროპა ახლა წინა-საომარ ერაში შევიდა. მისი თქმით, თუ რუსეთი უკრაინას დაამარცხებს ევროპაში ვერავინ შეძლებს თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. როგორც ტუსკმა აღნიშნა, ესპანეთის პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა ევროპელ კოლეგებს სთხოვა, აღარ გამოეყენებინათ სიტყვა “ომი” საჯარო განცხადებებში, რაზეც ტუსკმა უპასუხა, რომ პოლონეთში ომი აბსტრაქტული იდეა აღარ არის. “არავის შეშინება […]
კობახიძე: ივანიშვილთან რეგულარული სატელეფონო კომუნიკაცია მაქვს

მე ბატონ ბიძინა ივანიშვილთან რეგულარული კომუნიკაცია მაქვს – არსებითად, ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია. შესაბამისად, ის, როგორც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე და მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია. რჩევები ჩვენი შიდა საქმეა. გუნდის შიგნით რაზე ვსაუბრობთ, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი რაზე ლაპარაკობს პარტიის სხვა ლიდერებთან, ეს შიდა სამზარეულოა.
ე.წ. კანონიერმა ქურდმა შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა

ე.წ. კანონიერმა ქურდმა შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ „მედუზა“ ავრცელებს. „მედუზა“ რუსულ ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით წერს, რომ 71 წლის შაქრო კალაშოვი კრასნოდარის ოლქში მდებარე ერთ-ერთი კოლონიიდან სატვირთო მანქანით გამოიყვანეს და დაბურულშუშებიან მანქანაში გადასვეს. ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნით კრასნოდარის სასამართლოს შაქრო კალაშოვმა მიმართა და მისი მოთხოვნა ცოტა ხნის წინ დააკმაყოფილეს. შაქრო კალაშოვი 2008 წელს ესპანეთში […]
“ლოპოტა” 2024 წლის ტურისტულ სეზონს განსაკუთრებული სიახლეებით და მაღალი მოლოდინებით ხვდება

“ლოპოტა სპა რეზორტზე” 2024 წლის ზაფხულის სეზონისთვის მზადება უკვე აქტიურ ფაზაშია გადასული. კომპანია მიმდინარე წელს ტურისტების რაოდენობის ზრდას ელოდება და მათთვის განსაკუთრებულ სიახლეებზეც მუშაობს. საზაფხულო სამზადისზე BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში “ლოპოტა სპა რეზორტის” აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი ქევანიშვილი საუბრობს და აღნიშნავს, რომ კურორტი, როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე ადამიანური რესურსების კუთხით, სტუმრების დასახვედრად მზადაა. “მიუხედავად იმისა, რომ […]
ირაკლი კობახიძე – კორუფციასთან ბრძოლა მუდმივი საქმე და ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა – ზურაბ აზარაშვილი აქ არაფერ შუაშია, საუბარი მინისტრის პასუხისმგებლობაზე, მგონია, რომ აბსოლუტურად ზედმეტია

კონკრეტული სავარაუდო დანაშაული სუს-ის მხრიდან გაიხსნა და სადაც ეჭვი იყო დანაშაულთან დაკავშირებით, შესაბამისი პირების მიმართ დაიწყო სათანადო სამართლებრივი პროცედურები. ამის მიღმა დანარჩენი სპეკულაციაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, „ზურაბ აზარაშვილი არაფერ შუაშია“. „ზურაბ აზარაშვილი აქ არაფერ შუაშია. რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, ეს არის მუდმივი საქმე. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც […]
პრემიერი ე.წ. აგენტების კანონზე – ფრანგული კანონი არის უფრო მკაცრი, საზოგადოების ნაწილს წაუკითხავი კანონი გააპროტესტებინეს – კონკრეტულმა ელჩებმაც კი იკადრეს უკადრებელი

ფრანგული კანონი არის უფრო მკაცრი, ვიდრე ის, რაც საქართველოს პარლამენტში ინიცირებული იყო – წაუკითხავი კანონი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს გააპროტესტებინეს – კონკრეტულმა ელჩებმაც კი იკადრეს უკადრებელი და სამარცხვინო ტყუილი ქართულ საზოგადოებას აკადრეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, კანონი, რომელიც შარშან იყო ინიცირებული, აბსოლუტურად გამართული იყო. […]
პრეზიდენტი – პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა გამოხატეს მზაობა, რათა საზღვარგარეთ დამატებით საარჩევნო უბნების გახსნა გაადვილდეს – დიასპორის მხრიდან არსებობს მზადყოფნა, დათმონ სივრცეები – ეკლესიები, საკვირაო სკოლები და სხვა ფართები

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პარტნიორი ქვეყნების ელჩებმა გამოხატეს მზაობა იმისთვის, რომ საზღვარგარეთ დამატებით საარჩევნო უბნების გახსნა გაადვილდეს. ამასთან, ზურაბიშვილის ინფორმაციით, თავად საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან “ადგილზე მყოფ ელჩებთან არანაირი საუბარი არ ყოფილა, რათა საკითხმა წინ წაიწიოს და გზები გამოინახოს“. ზურაბიშვილის თქმითვე, თავის მხრივ, დიასპორაც გამოხატავს მზაობას, მათ სარგებლობაში არსებული ფართების საარჩევნო გამოყენების თაობაზე. პრეზიდენტის თქმით, […]
ირაკლი კობახიძე – ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე მაღალი ეკონომიკური ზრდით აღინიშნა, ეს არის 9,5% და ჩვენ იმედი გაქვს, რომ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ

ძალიან მიხარია, რომ ახალი მთავრობის საქმიანობის პირველივე თვე მაღალი ეკონომიკური ზრდით აღინიშნა, ეს არის 9,5% და ჩვენ იმედი გაქვს, რომ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ, – ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „საქსტატის“ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშპ-ის ზრდამ 9.5% შეადგინა. როგორც პრემიერი განმარტავს, მთავრობის ერთ-ერთ გამოწვევად ისევ სიღარიბე რჩება, შესაბამისად, მათი […]
“ვინც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვით…” – ბუდუ ზივზივაძემ ქართველ გულშემატკივრებს მიმართა

საქართველოს ნაკრებისა და “კარლსრუეს” ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ ქართველ გულშემატკივრებს მიმართა. მოგეხსენებათ, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც სტარტს 14 ივნისს აიღებს, გერმანიაში გაიმართება. ბუდუმ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქომაგები, რომლებიც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვიან, საკუთარ სახლში პირადად მიიღებს. “ვინც გერმანიაში სასტუმროს ვერ იშოვით, ჩემთან, სახლში გეპატიჟებით”, – განაცხადა ზივზივაძემ ჟურნალისტებთან.