საქართველოში დაბალინფლაციური გარემო სწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგია – თამთა სოფრომაძე

ის ფაქტი, რომ საქართველოში დაბალინფლაციური გარემო გვაქვს, პირველ რიგში, სწორი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. შესაბამისად, ბაზარსაც აქვს მოლოდინი და ნდობა, რომ მონეტარული პოლიტიკის შედეგად დაბალინფლაციური გარემო და ფასების სტაბილურობა შენარჩუნდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსმა თამთა სოფრომაძემ გადაცემაში “ბიზნესპარტნიორი” განაცხადა. მისივე ინფორმაციით, გარდა აღნიშნულისა კომპანიებს ასევე, აქვთ მოლოდინი, რომ ხელფასების ზრდის ტენდენცია […]

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა […]

სარკინიგზო მაგისტრალის წლიური გამტარუნარიანობა 27 მლნ-დან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება – ლევან დავითაშვილი

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მონაწილეობას იღებს ბაქოში მიმდინარე მინისტერიალში „მდგრადი და ციფრული განვითარება შუა დერეფანსა და მის გარეთ“. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა „შუა დერეფნის“ მზარდი მნიშვნელობისა და საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის მთავარი მაკავშირებლის როლის შესახებ ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია „შუა დერეფნის“ მდგრადობისა და გამძლეობის […]

ნინო წილოსანი ოპოზიციაზე – პარლამენტის დატოვებით პირდაპირ შესრულდება „ქართული ოცნების“ დაპირება იმის შესახებ, რომ თუ ეს ხალხი ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მოშორდება, პოლიტიკა მავნებლებისგან გასუფთავდება

რა თქმა უნდა, ბარიერგადალახული ოპოზიცია პარლამენტს არ დატოვებს, რადგან ძალაუფლებას დახარბებული ადამიანები არიან – უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ვნახავთ, ისინი მართლა აპირებენ პარლამენტის დატოვებას თუ საკუთარ ამომრჩეველს აშანტაჟებენ და ემოციურად ეთამაშებიან, – ეს განცხადება ჟურნალისტებთან დღეს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა გააკეთა. წილოსანი იმასაც ამბობს, რომ „გასაცოდავებული ოპოზიცია სწორედაც „ქართული ოცნების“ ხელშია და უმრავლესობის გადასაწყვეტია მათი მხრიდან […]

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, აქციის მიმდინარეობის დროს სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ განცხადებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და […]

ლევან დავითაშვილი – საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია „შუა დერეფნის“ მდგრადობისა და გამძლეობის გაზრდა, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი მონაწილეობას იღებს ბაქოში მიმდინარე მინისტერიალში – „მდგრადი და ციფრული განვითარება შუა დერეფანსა და მის გარეთ“. აღნიშნულის შესახენ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ლევან დავითაშვილმა „შუა დერეფნის“ მზარდი მნიშვნელობისა და საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის მთავარი მაკავშირებლის როლის შესახებ ისაუბრა. როგორც მინისტრმა […]

ბრიტანელი ფერმერები მემკვიდრეობის გადასახადს აპროტესტებენ

ათასობით ბრიტანელი ფერმერი შეიკრიბა ლონდონში პარლამენტის შენობის წინ, რათა გააპროტესტოს ლეიბორისტული მთავრობის გადაწყვეტილება მემკვიდრეობის გადასახადის შეცვლის შესახებ – ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში ფერმერებს შეღავათები მიეცათ, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო ქონებაზე გადასახადის გადახდისგან ათავისუფლებდა. თუმცა, უკვე 2026 წლის აპრილიდან 1 მილიონ ფუნტზე მეტი ღირებულების ფერმები დაექვემდებარება 20%-იან მემკვიდრეობის გადასახადს მფლობელის გარდაცვალების შემთხვევაში. მომიტინგეები […]

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა

საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა პრეზიდენტის სარჩელი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ. ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეს-სამსახურში განუცხადეს. ჯერჯერობით უცნობია გამწესრიგებელ სხდომის თარიღი, რომელზეც სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღებაზე უნდა იმსჯელოს. გუშინ, 19 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. არჩევნების საყოველთაობისა და […]

CashBack-ის „შავი პარასკევის“ აქცია დაიწყო!

ლიბერთის ლოიალობის პროგრამის CashBack და Mastercard – ის ერთობლივი აქცია დაიწყო: 20 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ლიბერთის მასტერქარდის ტიპის ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, იშოპინგონ CashBack – ის მეგობარ ობიექტებში და მომენტალურად დაიბრუნონ ყველაზე მაღალი, 70%-მდე ქეშბექი! მეგობარი ობიექტები, რომლებშიც მომხმარებლები „შავი პარასკევის“ აქციით შეძლებენ სარგებლობას:

საკონსტიტუციოს ცხრავე მოსამართლე სასამართლოშია – მათ უნდა დაეწეროთ ხმის ფარულობის დარღვევაზე შეტანილი სარჩელები

პლენუმს ანუ სასამართლოს სრულ შემადგენლობას უნდა დაეწეროს პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელები, რომლებშიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევაზეა საუბარი. პირველი ეტაპი არის სარჩელების დარეგისტრირება. ამისთვის გამოყოფილია 3-დღიანი ვადა. მეორე ეტაპი კი უკვე საქმის განხილვა და გადაწყვეტილების გამოცხადებაა. ამ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ბედი. განიხილავენ თუ არა ამ წუთებში საქმეს მოსამართლეები, […]