„თელავის უძრავ ქონებაში ინვესტირებით ევროპელები დაინტერესდნენ“ – ვაჟა მებაღიშვილი

რეგიონებში, წინა პერიოდებთან შედარებით, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდა, თუმცა დაინტერესება კვლავ სტაბილურია როგორც უცხოელების, ასევე ადგილობრივების მხრიდან – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ნოუბლ რიალ ისთეითის“ თანადამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა განაცხადა. როგორც მებაღიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები და არასტაბილური გარემო უძრავი ქონების მოთხოვნაზეც აისახება. „რეგიონებში იკლო მოთხოვნამ უძრავ ქონებაზე წინა პერიოდთან შედარებით, მაგრამ საგანგაშო ვითარება ნამდვილად არ […]
პროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 18 ნოემბერს, მარნეულში, ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, დაზარალებულს ბასრი საგნით სიცოცხლისთვის საშიში მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული 19 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7484 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7484 ლარი გახდა 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7484 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7484 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7397 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0087 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8998 ლარია. […]
„ვახორციელებთ სრულ Payroll პროცესირებას, რაც გულისხმობს ხელფასების, გადასახადებისა და სხვადასხვა სარგებლის ზუსტ გამოთვლას“ – რას გულისხმობს სახელფასო ადმინისტრირება გრანთ თორნთონისგან?

„ვახორციელებთ სრულ Payroll პროცესირებას, რაც გულისხმობს ხელფასების, გადასახადებისა და სხვადასხვა სარგებლის ზუსტ გამოთვლას“ – რას გულისხმობს სახელფასო ადმინისტრირება გრანთ თორნთონისგან? სახელფასო ადმინისტრირება, ანუ Payroll, თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ეს არის პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომელთა განაცემების დროულ და ზუსტ ანაზღაურებას, კანონმდებლობასთან შესაბამისობას და კომპანიის სახელფასო დანახარჯების ეფექტურ მართვას. ბოლო წლებში, საქართველოში ამ სფეროს მნიშვნელობა მკვეთრად […]
გამოძიება დაიწყო ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა მედიის თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან […]
სარაკეტო დარტყმის საფრთხის გამო აშშ-ის მსგავსად კიევში რამდენიმე სხვა ქვეყანამაც დახურა საელჩო

კიევში აშშ-ის საელჩომ ამერიკის მოქალაქეები გააფრთხილა უკრაინაში 20 ნოემბერს დღის განმავლობაში რუსეთის მასიური საჰაერო თავდასხმის საფრთხის შესახებ. როგორც საელჩოს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი, დიპლომატიურმა უწყებამ მიიღო „კონკრეტული ინფორმაცია“ პოტენციური მასიური დარტყმის შესახებ. უსაფრთხოების მოსაზრებებით კიევში საელჩო ოთხშაბათს დახურულია. აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინაში ურჩევენ, მზად იყვნენ, საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიაშურონ თავშესაფარს. შეტყობინებაში არ არის […]
საკონსტიტუციომ დაარეგისტრირა პრეზიდენტის სარჩელი არჩევნების შედეგების გაუქმებაზე

საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი, რომლითაც 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა მოთხოვნილი. სარჩელი სასამართლოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. პრეზიდენტი დავობს ფარულობისა და საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების ჩატარების უფლების დარღვევას. „არჩევნები უნდა ასახავდეს ამომრჩევლის რეალურ და არა იმის შიშის ქვეშ გამოხატულ პოზიციას, რომ შენი არჩევანი სხვებისათვის ცნობილი გახდება, რასაც შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. აქედან გამომდინარე, […]
უკრაინაში ისრაელის ელჩი – რუსეთის საჰაერო იერიშის შესახებ გაფრთხილებების მიუხედავად, კიევში ისრაელის საელჩო მუშაობას აგრძელებს

რუსეთის საჰაერო იერიშის შესახებ გაფრთხილებების მიუხედავად, კიევში ისრაელის საელჩო მუშაობას აგრძელებს, – ამის შესახებ The Times of Israel-ს უკრაინაში ისრაელის ელჩმა, მაიკლ ბროდსკიმ განუცხადა. „ამჟამად ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობთ“, – განაცხადა მაიკ ბროდსკიმ. შეგახსენებთ, მანამდე, საჰაერო საფრთხის გამო აშშ-მა, ესპანეთმა, იტალიამ და საბერძნეთმა კიევში საელჩოები დროებით დახურეს. აშშ-ის საელჩომ უკრაინაში თავის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ „მზად იყვნენ, […]
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი სამუშაო ვიზიტით ჰონგ-კონგს ეწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია ჰონგ-კონგს სამუშაო ვიზიტით ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე იმყოფებოდნენ. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა ჩინეთის ჰონგ-კონგის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერიკ ჩან კვოკთან, ასევე […]
CashBack-ის „შავი პარასკევის“ აქცია დაიწყო!

ლიბერთის ლოიალობის პროგრამის CashBack და Mastercard – ის ერთობლივი აქცია დაიწყო: 20 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ლიბერთის მასტერქარდის ტიპის ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, იშოპინგონ CashBack – ის მეგობარ ობიექტებში და მომენტალურად დაიბრუნონ ყველაზე მაღალი, 70%-მდე ქეშბექი! მეგობარი ობიექტები, რომლებშიც მომხმარებლები „შავი პარასკევის“ აქციით შეძლებენ სარგებლობას: · 20-21 ნოემბერი – ემბავუდი |მაღაზია | 60% ქეშბექი | […]