ეროვნულმა ნაკრებმა ჰელსინკიში პირველი ვარჯიში URHEA-ს ოლიმპიურ ცენტრში გამართა

ფინეთში ჩასულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ვარჯიში გამართა. ალეკსანდარ ჯიკიჩმა 14 კალათბურთელი ფინეთის ოლიმპიური მზადების ცენტრ urhea-ს დარბაზში, 2 საათის მანძილზე ავარჯიშა, რის შემდეგაც დამატებით ნახევარი საათის განმავლობაში სათამაშო ტაქტიკის თეორიულ ნაწილზე ესაუბრა. სანამ მოედანზე შევიდოდნენ, ჩვენი ნაკრების წევრები ტრენაჟორებზე მოითელნენ. ისინი ფიზმომზადების მწვრთნელმა – ფილიპ მიჰაილოვიჩმა ავარჯიშა. საკალათბურთო მოედანზე გადასვლის შემდეგ, კალათბურთელებს ძირითადად ერთი […]
საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნებზე პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არჩევნების შესახებ წარმოებაში მიიღო. შესაბამისი ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. პრეზიდენტმა არჩევნების ფარულობასა და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 19 ნოემბერს შეიტანა. საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ფარულობასა და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელის შეტანის თაობაზე სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ყველა ინსტანციაში […]
განათლების მინისტრს 4 ახალი მოადგილე ჰყავს

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს 6 მოადგილე ეყოლება. მათგან ორი თამარ მახარაშვილი და გელა გელაძე განათლების სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტს გიორგი ამილახვარის დროსაც იკავებდნენ. რაც შეეხება გიორგი მოდებაძეს, ბაია კვიციანს, გიორგი ჯინჭარაძესა და ანა მღებრიშვილს, ისინი მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მას შემდეგ დაინიშნნენ, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ალექსანდრე წულაძემ ჩაიბარა. როგორც უწყების ვებგვერდზეა მითითებული, გიორგი […]
CashBack-ის „შავი პარასკევის“ აქცია დაიწყო

ლიბერთის ლოიალობის პროგრამის CashBack და Mastercard – ის ერთობლივი აქცია დაიწყო: 20 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ლიბერთის მასტერქარდის ტიპის ბარათის მფლობელებს შესაძლებლობა ექნებათ, იშოპინგონ CashBack – ის მეგობარ ობიექტებში და მომენტალურად დაიბრუნონ ყველაზე მაღალი, 70%-მდე ქეშბექი! მეგობარი ობიექტები, რომლებშიც მომხმარებლები „შავი პარასკევის“ აქციით შეძლებენ სარგებლობას: · 20-21 ნოემბერი – ემბავუდი |მაღაზია | 60% ქეშბექი | […]
გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა სოფელ ერგნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მსოფლიო ბავშვთა დღე მიულოცეს

გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებმა ოკუპირებული ტერიტორიის მიმდებარედ, სოფელ ერგნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მსოფლიო ბავშვთა დღე მიულოცეს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბავშვებს სადღესასწაულო განწყობა გასართობი ცენტრის ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა შეუქმნეს. „მოსწავლეებს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, მერიისგან მხატვრული ლიტერატურა და საინფორმაციო ბროშურები გადაეცათ. ბავშვთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სახალისო ვიქტორინა გაიმართა. მსოფლიო ბავშვთა დღე […]
ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში დაგეგმილ ხელოვნური ინტელექტის შესახებ სამიტზე დონალდ ტრამპი და ილონ მასკი მიიწვია

ემანუელ მაკრონმა საფრანგეთში დაგეგმილ ხელოვნური ინტელექტის შესახებ სამიტზე დონალდ ტრამპი და ილონ მასკი მიიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Le Figaro საფრანგეთის პრეზიდენტზე დაყრდნობით ავრცელებს. „მე ჩინეთი, აშშ და სხვა ქვეყნები უკვე მოვიწვიე. ასევე, მონაწილეობა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმაც დაადასტურა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა. მისივე თქმით, ილონ მასკი, როგორც „ამ საკითხებში ჩართული ერთ-ერთი მსხვილი […]
სახალხო დამცველმა, ადმინისტრაციული დაკავების გამოყენების სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების წარმოებასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, შს მინისტრს წინადადებით მიმართა

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 18 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ადმინისტრაციული დაკავების გამოყენების სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემების წარმოებასა და გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. განცხადების თანახმად, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება ისე უნდა წარიმართოს რომ ირკვეოდეს, იმ დაკავებულ პირთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც არ მოუთავსებიათ დროებითი მოთავსების იზოლატორებში. „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განიხილა ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ […]
ვახ ჩემო “დაბრენდილო” და “დაბრედილო” საქართველოვ!“ – თაკო ჩარკვიანი

თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს: „ერთი ნაცნობის ფბ სტატუსი შემხვდა , ამ შინაარსის: “ეს სტუდქალაქელი ქაჯიო, ერთ-ერთ პოლიტიკოსზე წერდა, ვაკეში რომ გულაობსო” ,ქვემოთ ასეთივე კომენტარებით-“ეს სოფლელები ვაკეში, როდის წაეთრევიან აქედან “, “რატომ გლდანში არ გადაკეტეს გზა ” აი ამ ტიპის კომენტარები, ჰოდა ვფიქრობ ახლა : კაცო , ილია ჭავჭავაძე ყვარლიდან რომ არის , აკაკი საჩხერედან, […]
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო – ინფორმაცია ამის შესახებ, რამდენიმე წუთის წინ საკონსტიტუციოს ვებგვერდზე აიტვირთა. საქართველოს პრეზიდენტი გაყალბებული არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვს. მთავარი მიზანი ახალი არჩევნების დანიშვნაა. სალომე ზურაბიშვილი ამტკიცებს, რომ 26 ოქტომბერს დაირღვა არჩევნების ფარულობის და საყოველთაობის ფუნდამენტური პრინციპი, რომლის დარღვევაც, წესით, ახალი არჩევნების საფუძველია. სასამართლოში პრეზიდენტის სარჩელს ეკა ბესელია წარადგენს.
საქართველოს შეუძლია, იამაყოს გამჭვირვალე და სამართლიანი კონკურენციის პოლიტიკით – გენადი არველაძე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მესამე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება. მინისტრის მოადგილე მიესალმა საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს და იმედი გამოთქვა, რომ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი […]