სასამართლომ, დავით კირთაძე, რომელმაც გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, 500 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ ცესკო-ში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დავით კირთაძე, რომელმაც ცესკო-ს თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა, 500 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით ცეკვავამ მიიღო. როგორც ადვოკატი ივანე პეტრიაშვილი აცხადებს, ამ საქმეში ვერ მოხდა სწორად განსაზღვრა იმისა, თუ რა ქმედებისთვის უნდა ეგო დავით კირთაძეს პასუხი. მისივე განმარტებით, მას ედავებიან ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში და ფუნქციაში ჩარევას. „ამ […]

ამერიკა უკრაინას ქვეითების საწინააღდეგო ნაღმების გამოყენების უფლებას აძლევს

ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ოთხშაბათს, 20 ნოემბერს, განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას ნებას მისცემს რუსული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში ამერიკის მიერ მიწოდებული ქვეითების საწინააღდეგო, სახმელეთო ნაღმები გამოიყენოს. ლაოსში მოგზაურობის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას ოსტინმა თქვა, რომ ამერიკის პოლიტიკის ცვლილება უკრაინის მიერ ამერიკული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, რუსების ტაქტიკის შეცვლას მოჰყვა. „სახმელეთო ნაღმები, რომელთა მიწოდებასაც ჩვენ ვაპირებთ, არის […]

სახელმწიფო დუმამ მოიწონა “უცხოეთის აგენტებისთვის” ჰონორარებზე წვდომის აკრძალვა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც ე.წ. უცხოეთის აგენტებს ფაქტობრივად ართმევს ჰონორარის მიღების შესაძლებლობას. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება. კანონის თანახმად, „უცხოეთის აგენტები“ სახსრების მართვას მხოლოდ ამ სტატუსის მოხსნის შემდეგ შეძლებენ. მათ ასევე მოეთხოვებათ რუბლის სპეციალური ანგარიშის გახსნა, სადაც შემოქმედებითი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ჩაირიცხება. თუ ამას თავად „უცხოეთის აგენტები“ არ გააკეთებენ, მაშინ ეს უნდა […]

დანიელი სამხედროები ბალტიის ზღვაში ჩინურ გემს აკვირდებიან

ჩინეთის დროში ქვეშ მცურავი სატვირთო გემი YI Peng-3 ბალტიის ზღვაში იმყოფება, მის მახლობლად კი დანიელი სამხედროები პარტულირებენ. მიზეზი წარსულში არსებული გამოცდილებაა, როცა სავარაუდოდ ჩინურმა გემმა Newnew Polar Bear-მა ზღვაში ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკომუნიკაციო კაბელები დააზიანა. ჩინური გემის YI Peng 3-ის კაპიტანი არსებული ინფორმაციით რუსია, რომელიც წარსულში საზღვაო ოფიცერი იყო. „დანიის თავდაცვის უწყებას შეუძლია დაადასტუროს, რომ ჩვენ ვიმყოფებით […]

ტრამპმა მომავალი კაბინეტის წევრობის რამდენიმე ახალი კანდიდატი დაასახელა

შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განათლების დეპარტამენტის მდივნის პოსტზე ლინდა მაკმაჰონი შეარჩია. განცხადება მომავალი კაბინეტის წევრობის კიდევ ერთ კანდიდატზე მან 19 ნოემბერს, გვიან საღამოს გააკეთა. მაკმაჰონი ტრამპის წინა პრეზიდენტობის დროს მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობდა. „ლინდა გამოიყენებს ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ ლიდერობის გამოცდილებასა და განათლებისა თუ ბიზნესის ღრმად წვდომის უნარს, რათა გააძლიეროს ამერიკელი სტუდენტებისა და […]

აშშ უკრაინას 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 275 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს. განცხადების თანახმად, სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს: საბრძოლო მასალას HIMARS სისტემებისთვის, 155 მმ 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, საბრძოლო მასალას ნაღმმტყორცნებისთვის, დრონებს, ტანკსაწინააღმდეგო TOW რაკეტებს, Javelin და AT-4 სისტემებს, ცეცხლსასროლ იარაღსა და საბრძოლო მასალას, ასაფეთქებელ აღჭურვილობასა და საბრძოლო მასალას, და […]

მაკა ბოჭორიშვილმა მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის III საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა მომხმარებლის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. „საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი გახლავთ სწორედ ის, რომ მოხერხდა სრულიად დერეგულირებული სამომხმარებლო სფეროს საკანონმდებლო ჩარჩოში […]

ეროვნული ბანკი, „მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის“ და „საფინანსო სექტორის მიმოხილვის“ გამოქვეყნებას აგრძელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს „მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის“ და „საფინანსო სექტორის მიმოხილვის“ გამოქვეყნებას. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, როგორც წინა თვეში, ამ ანგარიშშიც საბანკო სექტორის მონაცემები მონეტარული სტატისტიკის მეთოდოლოგიის მიხედვითაა განახლებული. „გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა. ნოემბრის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე […]

ლევან დავითაშვილი – „შუა დერეფნის” განვითარების, გაციფროვნების და უფრო მდგრად ოპერაციულ სისტემად გარდაქმნის პროცესში საქართველოს ძალიან დიდი როლი აქვს

საქართველო, ზოგადად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი და უმნიშვნელოვანესი მაკავშირებელია – ამ შემთხვევაში ევროპისა და აზიის კავშირის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. აქედან გამომდინარე, „შუა დერეფნის“ ქვეყნებთან ერთად მაღალ დონეზე კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა დღეს, აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ მინისტერიალში „მდგრადი და ციფრული […]

ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გარდაცვლილია ავტომობილის მძღოლი. არსებული ინფორმაციით, მან საჭე ვეღარ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.