Spiegel-ის თანახმად, ზელენსკიმ 2022 წლის ივნისიდან იცოდა “ჩრდილოეთის ნაკადის” აფეთქების გეგმის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წინასწარ იცოდა 2022 წელს „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენის მოსალოდნელი აფეთქების შესახებ, იტყობინება ჟურნალ Der Spiegel-ის პუბლიკაცია. კიევი უარყოფს ინციდენტში მონაწილეობას. ადრე ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებების თანახმად, დივერსიის ორგანიზების შესახებ ზელენსკი არ იყო ინფორმირებული. გაზსადენის ორი განშტოების აფეთქება 2022 წლის 26 სექტემბერს მოხდა. დივერსანტთა ჯგუფში შედიოდნენ პროფესიონალი მყვინთავები, დაზვერვის ოპერატიული თანამშრომლები და სამხედრო პერსონალი, […]
არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით საია-მ სააპელაციო სასამართლოს მიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (საია) რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის საკითხზე და ცესკოს შემაჯამებელ ოქმისა და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საია ასევე ითხოვს სასამართლოს მიერ დროებითი განჩინების მიღებას, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს აეკრძალება არჩევნების შეჯამების შემდგომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა იმ პროცედურის განხორციელება, რომლებიც […]
„კარგია, მივესალმები, ავანსად მოგიწონებთ გადაწყვეტილებას, მაგრამ მაქვს 2 მარტივი შეკითხვა“ – გიორგი თავდგირიძე

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე: „ოპოზიციამ დაანონსა რომ სიურპრიზს უმზადებენ ოცნებას. კარგია, მივესალმები, ავანსად მოგიწონებთ გადაწყვეტილებას, მაგრამ მაქვს მარტივი შეკითხვა, ორი შეკითხვა: 1. შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე რატომ არ მოუწყვეთ სიურპრიზი ოცნებას და არ დაწერეთ განცხადებები? არავინ არ დაწერეთ. 2. შემაჯამებელი ოქმის დაწერის შემდეგ, ორი დღის ვადა რომ გქონდათ, რატომ არ დაწერეთ განცხადებები მანდატზე უარის სათქმელად? და […]
კირთაძე, რომელმაც კალანდარიშვილს შავი სითხე შეასხა, ცესკოს საქმიანობაში ჩარევისთვის დააჯარიმეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ცესკოს თავმჯდომარის შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი და კომისიის წევრი პარტია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით კირთაძე 500 ლარით დააჯარიმა. ეს ოქმი შედგა 16 ნოემბერს ცესკოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ. დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს სხდომის დაწყებიდან რამდენიმე წუთში შავი ფერის სითხე შეასხა. ამ მიზეზით სხდომა შეწყდა. · საარჩევნო კოდექსის 91 პრიმა მუხლის […]
იტალიაში ათასობით ექიმი და ექთანი გაიფიცა

იტალიაში ათასობით ექიმი და ექთანი დღეს სამსახურში არ გავიდა. ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულთა პროფკავშირები აცხადებენ, რომ მთავრობის 2025 წლის ბიუჯეტში არასაკმარისი სახსრებია კადრების დასამატებლად და ხელფასების გასაზრდელად. სამი პროფკავშირის განცხადებით, წინასწარი შეფასებით, გაფიცვაში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომელთა 85% მონაწილეობს. იტალიური ანალიტიკური ცენტრის Gimbe-ს მონაცემებით, იტალია ეროვნულ ჯანდაცვის მომსახურებაზე მშპ-ს 6,2%-ს ხარჯავს, რაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე – 6,8%-ით […]
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, კოკა კაციტაძემ ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) დელეგაციას უმასპინძლა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი – კოკა კაციტაძე, სამსახურის უფროსის მოადგილესთან – ნათია სონღულაშვილთან ერთად, ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) წევრებს: ნიკოლა კოვაშევიჩს და რაზვან ჰორაციუ რადუს შეხვდა. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, კოკა კაციტაძემ, კომიტეტის რიგით მე-7 პერიოდული ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, კომიტეტის წევრებს […]
გია ვოლსკი – ადამიანებს არა ზამთრის სიცივე, არამედ ელემენტარული ლოგიკა უშლით ხელს, რომ ისეთ მიმართულებას აყვნენ, რასაც ქვეყნის ნგრევა ჰქვია – ზურა გირჩი ჯაფარიძემ თავის გარშემო სექტა შექმნა და ახლა ამ სექტასაც ვეღარ ხელმძღვანელობს

ადამიანებს არა ზამთრის სიცივე, არამედ ელემენტარული ლოგიკა უშლით ხელს, რომ ისეთ მიმართულებას აყვნენ, რასაც ქვეყნის ნგრევა ჰქვია – ზურა გირჩი ჯაფარიძემ თავის გარშემო სექტა შექმნა და ახლა ამ სექტასაც ვეღარ ხელმძღვანელობს, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციონერი ლიდერების დღევანდელ განცხადებას, რომ ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ ეტაპზე დაიშლებიან. ვოლსკის […]
საია ითხოვს, ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის უფლებამოსილების ცნობაში მონაწილეობა აეკრძალოს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობის დარღვევის საკითხზე და ცესკოს შემაჯამებელ ოქმისა და არჩევნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს. საია ითხოვს სასამართლოს მიერ დროებითი განჩინების მიღებას, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარეს აეკრძალება არჩევნების შეჯამების შემდგომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა იმ პროცედურის განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია ახალი საპარლამენტო შემადგენლობის უფლებამოსილების ცნობასთან. მათ შორისაა: ახალარჩეული […]
დავით კირთაძე დააჯარიმეს და ცესკოდან რიცხავენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი, დავით კირთაძე “კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში ჩარევის გამო” 500 ლარით დააჯარიმეს. ცესკოს პრესსამსახურის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება ავტომატურად გამოიწვევს მის გარიცხვას კომისიიდან. გარდა ამისა, კირთაძეს მომდევნო 4 წლის განმავლობაში არ ექნება ცესკოს არცერთი დონის კომისიის წევრობის უფლება. კირთაძის წინააღმდეგ საჩივარი ცესკომ შეადგინა. უწყების პოზიციას თბილისის საქალაქო სასამართლოში იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი სანტურიანი […]
დავამზადეთ დროებითი მოწმობები პარლამენტის არჩეული წევრებისთვის – ცესკო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის არჩეული წევრებისთვის დროებითი მოწმობები დაამზადა. უწყება აპირებს მოწმობები ინდივიდუალურად გადასცეს ყველა იმ ადამიანს, ვინც მათივე გამოქვენებული შედეგების მიხედვით პარლამენტის წევრი გახდა. “ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ იმოქმედა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული ვალდებულებით და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში უზრუნველყო არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთათვის დროებითი მოწმობების დამზადება. შესაბამისად, ადმინისტრაციის […]