ეროვნული ბანკი, „მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის“ და „საფინანსო სექტორის მიმოხილვის“ გამოქვეყნებას აგრძელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს „მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის“ და „საფინანსო სექტორის მიმოხილვის“ გამოქვეყნებას. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, როგორც წინა თვეში, ამ ანგარიშშიც საბანკო სექტორის მონაცემები მონეტარული სტატისტიკის მეთოდოლოგიის მიხედვითაა განახლებული.
„გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა.
ნოემბრის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე „პუბლიკაციების“ რუბრიკაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია