შალვა პაპუაშვილი – როცა ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს უწევს თქმა, რომ კაცი კაცია, ქალი ქალია და კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა ხარისხის აბსურდთან გვაქვს საქმე

კაცი კაცია, ქალი ქალია და კაცი ვერ გახდება ქალი – როდესაც ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამის თქმა უწევს, გასაგებია, თუ რა ხარისხის აბსურდთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, სწორედ ამას არეგულირებს „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი. „როდესაც ყველაზე მდიდარი, ყველაზე ძლიერი, ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის […]
მედია – უკრაინამ პირველად დაბომბა რუსული ტერიტორია ბრიტანული Storm Shadow რაკეტებით

უკრაინამ პირველად დაბომბა რუსული ტერიტორია ბრიტანული Storm Shadow რაკეტებით. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემა არ აკონკრეტებს როდის და კონკრეტულად სად დაბომბა უკრაინამ სამიზნეები ბრიტანული წარმოების Storm Shadow რაკეტებით, თუმცა 20 ნოემბერს რუსული წყაროები ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ უკრაინამ აღნიშნული რაკეტები კურსკის ოლქში გამოიყენა. რუსეთის ტერიტორიაზე აღნიშნული რაკეტების პირველად გამოყენების […]
პროფესორ-მასწავლებელთა საერთო განცხადება

“ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები, ლექტორები და დოქტორანტები, მკაცრად ვგმობთ 19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო საუნივერსიტეტო სივრცის ბოროტად გამოყენებით, მშვიდობიანი აქციის ძალის გადამეტებით დაშლას და თავისუფლების პრინციპების უხეშ უგულებელყოფას. უნივერსიტეტმა, რომლის კარი ყოველთვის ღია უნდა იყოს სტუდენტებისა და პროფესორებისთვის, დღეს მისი პრინციპული მისიის საპირისპიროდ იმოქმედა — კარები ჩაუკეტა მათ და ძალოვანი სტრუქტურები შეუშვა მშვიდობიანი აქციის […]
კიევი: უკრაინის წინააღმდეგ მოსალოდნელი განსაკუთრებით მასირებული იერიშის შესახებ ცნობები “ფეიკია”

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (გურ) განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახორციელებს მასირებულ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ შეტევას „განსაკუთრებით მასირებული“ დარტყმის საფრთხის თაობაზე. სამმართველოს თანახმად, რუსეთის ხელისუფლება სოცქსელებისა და მესინჯერების მეშვეობით ყალბ ინფორმაციას ავრცელებს ვითომ უკრაინის გურ-ის სახელით. ამ ცნობებში ლაპარაკია უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ „განსაკუთრებით მასირებული“ სარაკეტო დარტყმებისა და დაბომბვის შესახებ, რაც თითქოს 20 ნოემბერს უნდა შედგეს. […]
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: ნება მომეცით ცალსახად განვაცხადო – კაცი კაცია, ქალი ქალია და კაცი ვერ გახდება ქალი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა სამშაბათს ჟურნალისტები დაიბარა და მათ განუცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება ტრანსგენდერთა უფლებებს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა HuffPost-ი ავრცელებს. მანამდე მაიკ ჯონსონმა პრესკონფერენციაზე არ გასცა პასუხი კითხვას იმის თაობაზე, კაცია თუ ქალი სარა მაკბრაიდი, კონგრესის პირველი ტრანსგენდერი წევრი. „მინდა გავაკეთო განცხადება და ვიყო ძალიან მკაფიო. დამისვეს კითხვა და მე უარვყავი […]
IWCC ელოდება, რომ სპილენძის გლობალური წარმოება 2024 და 2025 წლებში მოთხოვნას გადააჭარბებს

სპილენძის გლობალური წარმოება 2024-2025 წლებში მოთხოვნას გადააჭარბებს – პროგნოზს დამუშავებული სპილენძის საერთაშორისო საბჭო (IWCC) აკეთებს. პროგნოზის თანახმად, გლობალური რაფინირებული სპილენძის წარმოება სავარაუდოდ გაიზრდება 3,4%-ით 2024 წელს 26,71 მილიონ ტონამდე და 2025 წელს 27,27 მილიონ ტონას მიაღწევს. ლითონის მოხმარება 2024 წელს შესაძლოა გაიზარდოს 2,2%-ით – 26,14 მლნ ტონამდე, 2025 წელს – 2,3%-ით, 26,73 მლნ ტონამდე. ორივე […]
თსუ-ის სტუდენტების თქმით, რექტორს მხოლოდ საჯარო სივრცეში, მედიების თანდასწრებით შეხვდებიან

სტუდენტთა ნაწილის თქმით, ჯაბა სამუშიას იმ შემთხვევაში შეხვდებიან, თუ შეხვედრა იქნება საჯარო და მასზე დასწრების შესაძლებლობა ექნებათ კრიტიკულ მედიებს. ამასთან, თუ ყველა სტუდენტს ექნება რექტორისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა. “ვეხმაურებით ჯაბა სამუშიას შემოთავაზებას თსუ-ის სტუდენტებთან შეხვედრის თაობაზე. ჯაბა სამუშიას სრული პასუხისმგებლობა ეკისრება: სტუდენტებისათვის უნივერსიტეტის კარის ჩაკეტვაზე; ისტორიულ კორპუსში საპოლიციო ძალების განლაგებასა და მათთვის კომფორტის შექმნაზე; უნივერსიტეტის […]
კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

კოალიცია „ძლიერი საქართველოს” ოფისში ოპოზიცია სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით შეიკრიბა. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნეს, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, საზოგადოებისთვის ცხადი გახდება, როგორ გაგრძელდება პროტესტი. „ჩვენ რა გეგმაც გვაქვს, გვინდა, მაქსიმალურად, გაზიარებული იყოს ყველა მხარეს და ამიტომ გვაქვს დღეს ეს შეხვედრა, სადაც ჩამოვყალიბდებით, რას ვაპირებთ უახლოეს დღეებში. რა თქმა უნდა, ჩვენი მოსაზრებები და მონახაზები გვაქვს, უბრალოდ, […]
„ევროპა იაფფასიანმა ჩინურმა თაფლმა წალეკა – ქართული თაფლი ფასით კონკურენციას ვერ გაუწევს“ – ასოციაცია

საქართველოდან ქართული თაფლის ექსპორტი მცირდება. მეტიც, მიმდინარე წლის ოქტომბერში ქვეყნიდან თაფლი საერთოდ არ გასულა. შემცირების ტენდენციას მეფუტკრეთა ასოციაცია ცუდი კლიმატური პირობებით და დაბალი მოსავლიანობით ხსნის. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან უცხოეთში 211.2 ათასი დოლარის ღირებულების 23.4 ტონა ქართული ნატურალური თაფლი გავიდა, რაც თითქმის 70%-ით ნაკლების წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან 10 თვეში თაფლის […]
გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, 2 კვირაში საახალწლო შეკვეთების მიღებას შევაჩერებთ – „შოკოჰოლიკი“

გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, 2 კვირაში საახალწლო შეკვეთების მიღებას შევაჩერებთ, – – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ შოკოლადის მწარმოებელი კომპანიის „შოკოჰოლიკის“ დამფუძნებელმა თეა ედიშერაშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, კომპანია ამ ეტაპზე მხოლოდ ნუგებზე მუშაობს, ხოლო ახალი წლის შემდეგ შოკოლადების წარმოებასაც განაახლებს. “საახალწლო შეკვეთების მიღება უკვე დავიწყეთ. ძირითადად ჩვენი მომხმარებლები, ამ ეტაპზე, კორპორატიული სეგმენტია. საახალწლოდ და საშობაოდ ყოველთვის ნუგებზე […]