„ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და ხალხი რას ფიქრობს იმას მოუსმინონ

„ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და ხალხი რას ფიქრობს იმას მოუსმინონ“-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე არადემოკრატიულ ქცევას უწოდებს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარს. „იმას კი არა საკუთარი დაფინანსებული ენჯეო რას ელაპარაკება და ერთმანეთს რომ აქეზებენ, ხალხს […]
როგორც ჩვენ უნდა მოვემზადოთ ევროკავშირის წევრობისთვის, ისე ევროკავშირიც უნდა მოემზადოს ჩვენი წევრობისთვის. ჩვენ არ ვართ მზად, რომ აქ დიდი ძმის როლი ითამაშონ ჩვენზე პატარა ქვეყნებმა
როგორც ჩვენ უნდა მოვემზადოთ ევროკავშირის წევრობისთვის, ისე ევროკავშირიც უნდა მოემზადოს ჩვენი წევრობისთვის. ჩვენ არ ვართ მზად, რომ აქ დიდი ძმის როლი ითამაშონ ჩვენზე პატარა ქვეყნებმა ევროინტეგრაციის გზა არის ორმხრივი გზა. ჩვენ ხელი არ მოგვიწერია იმაზე, რომ ვიღაცამ უნდა შეგვისრუტოს და ვიღაცას უნდა შევეთქვიფოთ ხომ?!, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროკავშირთან ურთიერთობების […]
დონალდ ტრამპმა ნატო-ში აშშ-ის ელჩად მეტ უიტაკერის კანდიდატურა წარადგინა

დონალდ ტრამპმა ნატო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე მეტ უიტაკერის კანდიდატურა წარადგინა. აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის ამ განცხადებას მისი გუნდი ავრცელებს. ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში უიტაკერი 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობას ასრულებდა, მას შემდეგ რაც ტრამპმა თავის მიერ დანიშნული პირველი გენპროკურორი, ჯეფ სეშენსი, თანამდებობიდან გაათავისუფლა. “მეტი ძლიერი მებრძოლი და ერთგული პატრიოტია, […]
შალვა პაპუაშვილი – ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, ხალხს მოუსმინონ, შემდეგ დაბრუნდნენ ბრიუსელში და კეთილი ინებონ, საქართველოს ხელისუფლებას არ ელაპარაკონ ქართველი ხალხის სახელით

ვისაც უნდა ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და ხალხი რას ფიქრობს, იმას მოუსმინონ , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე “არადემოკრატიულ ქცევას” უწოდებს ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის მხრიდან “საქართველოს ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარს”. „იმას კი არა საკუთარი დაფინანსებული “ენჯეო” რას ელაპარაკება და ერთმანეთს რომ აქეზებენ, ხალხს […]
ხმელთაშუაზღვისპირეთში, 20 მილიონამდე ადამიანი ზღვის დონის აწევის გამო იძულებული გახდება სახლი დატოვოს – ექსპერტები

20 მილიონამდე ადამიანი იძულებული იქნება დატოვოს ხმელთაშუა ზღვის სანაპირო რაიონები 2100 წლისთვის პროგნოზირებული ზღვის დონის აწევის გამო, თუ ზომები არ იქნება მიღებული – „ევროპულსის“ ინფორმაციით, ასეთი დასკვნები გააკეთეს კლიმატის ცვლილების შესახებ ხმელთაშუა ზღვის ექსპერტთა სამეცნიერო საბჭოს (MedECC) ექსპერტებმა, კლიმატისა და სანაპირო რაიონებში რისკების შესახებ მოხსენებაში. ამჟამად ხმელთაშუა ზღვის დონე ყოველწლიურად 2,8 მილიმეტრით იმატებს – ეს […]
მძღოლებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ქალაქებად კალგარი და დუბაი დასახელდა

RankingRoyals-ის რეიტინგის მიხედვით, მძღოლებისთვის მსოფლიოს საუკეთესო ქალაქების პირველ სამეულში კალგარი, დუბაი და ოტავა აღმოჩნდა. „კალგარი მძღოლებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქად არის აღიარებული. ქალაქს აქვს კარგად დაგეგმილი საგზაო სისტემა ძირითადი მაგისტრალებით, როგორიცაა Stoney Trail და Deerfoot Trail, რაც უადვილებს მძღოლებს გადაადგილებას. ქალაქი ცნობილია მგზავრობის სწრაფი დროით, რომელიც იზომება „ქალაქის სიჩქარის ქულით“. რაც შეეხება დუბაის, ის აღჭურვილია დიდი […]
სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულ 2 პირს 8-8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთს კი 2 700-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან სამი პირი – ისაკო დევიძე, ირაკლი ანდღულაძე და დავით წოწორია სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო. აღნიშნულის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დაკავებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განუცხადა. მოსამართლე კობა ჩაგუნავას გადაწყვეტილებით, ისაკო დევიძეს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განესაზღვრა. მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, ირაკლი ანდღულაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით […]
უკრაინამ, სავარაუდოდ, პირველად გამოიყენა ბრიტანული Storm Shadow რუსეთის ტერიტორიაზე იერიშისთვის

უკრაინის არმიამ, სავარაუდოდ, პირველად გამოიყენა ბრიტანული რაკეტები Storm Shadow რუსეთზე თავდასხმისთვის. ამის შესახებ წერს სააგენტო Bloomberg-ი, ასევე იუწყებიან ბრიტანული The Guardian-ი და BBC. მედია არ ასახელებს სარაკეტო დარტყმის ზუსტ სამიზნეს, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი სამიზნე იყო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სანატორიუმი კურსკის ოლქში მარინოში. იქ, მიწისქვეშა ბუნკერში, შესაძლოა განთავსებული იყო რუსეთის ჯარების ერთ-ერთი სამეთაურო პუნქტი, შესაძლოა […]
აშშ-მექსიკის საზღვარზე ტეკილათი დატვირთული ორი სატვირთო მანქანა მოიპარეს

აშშ-მექსიკის საზღვარზე, Santo Spirits-ის ბრენდის ტეკილათი დატვირთული ორი სატვირთო მანქანა მოიპარეს. People-ის ცნობით, კომპანიამ ზარალი დაახლოებით 1 მილიონ დოლარად შეაფასა. საერთო ჯამში, სატვირთო მანქანებში 4 ათასზე მეტი ყუთი იყო – 24,2 ათასი ბოთლი blanco–ს და reposado–ს ტეკილათი, მათ შორის პრემიუმ Extra Anejo ტეკილას 40 ყუთი, რომლის შექმნას 39 თვე დასჭირდა. Santo Spirits-ის ბრენდი სპეციალიზებულია ტეკილას […]
Jaguar-მა ელექტრომობილების მწარმოებლად გარდაქმნის შემდეგ ლეგენდარული ლოგო შეცვალა

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ავტომობილების ბრენდმა Jaguar-მა წარმოების სრულ გარდაქმნამდე რებრენდინგი განახორციელა. Jaguar-მა, რომელიც დიდი ბრიტანეთის ქალაქებში (უორიქშირი, კოვენტრი, სოლიჰალი და კასლ ბრომვიჩი) ათობით ქარხანას ფლობს ელექტრომობილებზე გადასვლის გადაწყვეტილება 2021 წელს მიიღო. კომპანია 2026 წელს სამი ახალი ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს. სრული რებრენდინგის მოსამზადებლად Jaguar-მა ახალი ავტომობილების გაყიდვა ერთი წლის წინ შეწყვიტა. კომპანიის ხელმძღვანელების თქმით, ეს გადაწყვეტილება განზრახული […]