“ოთხ საქმეში ვარ ჩართული და ოთხივე საქმეში იკვეთება ფიზიკური ძალის გამოყენება” – ნესტან ლონდარიძე

19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულ აქციის მონაწილეს, გიორგი ნათელაშვილს ამ წუთებში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა უტარდება. ადვოკატი ამბობს, რომ მასზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს. იურისტ, ნესტან ლონდარიძის თქმით, ძალადობის კვალი აღენიშნებათ სხვა დაკავებულებსაც. ოთხი პირის საქმეში ვარ ჩართული მე, როგორც მათი ინტერესების დამცველი ადვოკატი. ოთხივეს საქმეში იკვეთება ფიზიკური ძალის გამოყენება. მიმართული გვაქვს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის. […]

ბჟანია: ზურაბიშვილს სურს, აფხაზეთის რესპუბლიკაში სიტუაცია გაუარესდეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ყოფილ პრეზიდენტს ასლან ბჟანიას “ეჭვი ეპარება”, რომ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს “აფხაზეთის ხელისუფლებისა ან ოპოზიციის მიმართ სიმპათიები აქვს”. ეს განცხადება მან რუსულ პროპაგანდისტულ და სამთავრობო მედიასაშუალება Ria Novosty-სთან ინტერვიუში გააკეთა. ასლან ბჟანიას თქმით, სალომე ზურაბიშვილს სურს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში “სიტუაცია გაუარესდეს”. “მე ძალიან მეპარება ეჭვი იმაში, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს […]

საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე ეკა ბესელია მივიდა

საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იურისტი ეკა ბესელია მივიდა. როგორც ბესელიამ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მედიას განუცხადა, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე მას გააჩნია კონკრეტული მტკიცებულებები, კერძოდ, კი „არის რამდენიმე ფაქტი უბნებისა და დროის მიხედვით, არჩევნების დღეს როგორ ხდებოდა საარჩევნო პროცედურების დარღვევა“. ეკა ბესელიას თქმით, როგორც საქართველოს ბევრ მოქალაქეს, პრეზიდენტს, ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, […]

„გამჭვირვალობის კანონსა“ და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონზე ქართველებს მკაფიო დამოკიდებულება აქვთ და ამ საკითხზე შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია

„გამჭვირვალობის კანონსა“ და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონზე ქართველებს მკაფიო დამოკიდებულება აქვთ და ამ საკითხზე შანტაჟის ენით საუბარი მიუღებელია თუ ჩვენ არ გავიწვევთ „გამჭვირვალობის კანონსა“ და ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონს, უარს არ ვიტყვით გამჭვირვალობასა და ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე, გვემუქრებიან, რომ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ. მისი […]

როგორც ქვეყნის, ასევე თსუ-ს მართვა სურს უმცირესობას, თსუ-ს 2700-მდე პროფესორ- მასწავლებლიდან რექტორის გადადგომას ითხოვს მხოლოდ 470 პროფესორი

„დემოკრატიის წესი ნამდვილად არის უმცირესობის ინტერესების გათვალისწინებაც, მაგრამ როდესაც მოთხოვნა არასახელმწიფოებრივია, ბუნებრივია, მას უმრავლესობა არ გაითვალისწინებს“, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რითაც ოპოზიციის მომხრე პროფესორ-მასწავლებლების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას ეხმიანება. მისივე თქმით, დემოკრატიულ ქვეყნებში უმცირესობა ქვეყნის და სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციების მართვას არ ითხოვს. „გაუგონარი რამ ხდება […]

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე: პრეზიდენტისა და დეპუტატების სარჩელები ერთად განიხილება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა აცხადებს, რომ ერთად განიხილება პრეზიდენტისა და პარლამენტის დეპუტატების სარჩელები, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას უკავშირდება. “ეს ორი სარჩელი თითქმის ერთდროულად არის შემოსული და, შესაბამისად, ორივე სარჩელი ერთდროულად განიხილება. რასაც მე გადავხედე, შინაარსობრივად ისინი თითქმის, არა – მთლიანად, მაგრამ ერთმანეთს ემთხვევა და აქედან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი მათი ცალ-ცალკე […]

Arenanpoli: ჯუღელმა “ნაპოლის” კვარაცხელიას 2022 წელს მათ გუნდში გადაყვანის გამო, ბონუსი მოსთხოვა

Arenanpoli წერს, რომ ხვიჩა “ნაპოლისთან” ხვიჩა კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის გაფორმების საკითხი კვლავ ჩიხშია შესული და მხარეები შეთანხმებასთან ისევ შორს არიან. ჩვენებურის მხარე ხელფასის 8 მილიონამდე გაზრდასა და გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ევროს ჩაწერას ითხოვს, რასაც “პარტენოპეი” არ ეთანხმება. დღევანდელი II Matino კი გვაუწყებს, რომ ამ ზაფხულს “ნაპოლის” პსჟ კვარაცხელიას სანაცვლოდ 110 მილიონ ევროს, ხოლო ფეხბურთელს […]

დავით ნარმანია: ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორებში რეფორმების მიმდინარეობაზე ისაუბრა. „დადებითად ვაფასებ ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტივობას, ნებაყოფლობითი ვაჭრობის პირობებში და ვფიქრობ, რომ მომდევნო ეტაპზე ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა კიდევ უფრო გააქტიურდება. მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან დღემდე ბირჟაზე […]

ვინ წარადგინა პრემიერად ივანიშვილმა

იმ ფონზე, როცა საქართველოში ჩატარებულ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ოპოზიცია, სადამკვირვებლო მისიები და ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობა არ აღიარებს, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერად კვლავ ირაკლი კობახიძე წარადგინა. მმართველ პარტიაში გამართული პოლიტსაბჭოდან ცნობილი ისიც გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ისევ შალვა პაპუაშვილი დაიკავებს. ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წარმოადგინა პრემიერობის კანდიდატად ბატონი ირაკლი კობახიძე, და ბუნებრივია […]

“ზურაბიშვილს სურს, რომ აფხაზეთში სიტუაცია გაუარესდეს” – ბჟანია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ გამოცემა “RIA-თან” განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს “არ აქვს რაიმე სიმპათია აფხაზეთის ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიმართ.” მისი თქმით, მას უბრალოდ სურს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკაში “სიტუაცია გაუარესდეს.” “ძალიან მეეჭვება, რომ სალომე ზურაბიშვილს რაიმე სიმპათია ჰქონდეს აფხაზეთის ხელისუფლების ან აფხაზური ოპოზიციის მიმართ. ვფიქრობ, ის ხელმძღვანელობს პრინციპით […]