ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობის 2024 წლის სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო მიიღო

სამოქალაქო საზოგადოების ჯილდო საქართველომ ისტორიაში პირველად მიიღო. მას, ჟურნალისტიკის რესურსცენტრს, აღმოსავლეთ პარტნიორობის 1200 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია გადასცემს. დაჯილდოება ავსტრიაში, ვენაში გაიმართა. ინფორმაციის თანახმად, ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა და მისმა ხელმძღვანელმა, ნათია კუპრაშვილმა ჯილდო ე.წ “რუსული კანონის” წინააღმდეგ ბრძოლისათვის, საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი მედიისთვის დაცვისთვის მიიღო. „პროპაგანდას მხოლოდ ძლიერი ადგილობრივი ჟურნალისტიკის საშუალებით შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ. გასული თვის არჩევნებმა […]

მამუკა მდინარაძე არჩევნებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე – ზუსტად ვიცი წინასწარ, შანსი არ არის, რომ დაკმაყოფილდეს

ზუსტად ვიცი წინასწარ, შანსი არ არის, რომ დაკმაყოფილდეს საკონსტიტუციო სარჩელი – და თუ სუბიექტურად დაადგენს, შეაშინებთ, დააშანტაჟებთ და სიკვდილით დაემუქრებით, მერე შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ არჩევნებთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით განაცხადა. მამუკა მდინარაძემ საკუთარი ვარაუდი იმით განამტკიცა, რომ საკონსტიტუციო სარჩელი სულელურია და საფუძველი არ აქვს. „თეორიულადაც […]

ანგელა მერკელი – ილუზიად მიმაჩნდა, რომ MAP-ის სტატუსი საქართველოსა და უკრაინას რუსეთის აგრესიისგან დაიცავდა

ვფიქრობდი, ილუზია იყო იმის ვარაუდი, რომ უკრაინასა და საქართველოს MAP-ის სტატუსი (ნატო-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი) მათ პუტინის აგრესიისგან დაიცავდა და რომ ეს სტატუსი ისეთი შემაკავებელი იქნებოდა, რომ პუტინი მოქმედების გარეშე მიიღებდა მოვლენებს, – ამის შესახებ გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი საკუთარ მემუარებში წერს, რომელსაც ZEIT ONLINE-ი აქვეყნებს. „მესმოდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სურვილი, რომ […]

გვახსოვდეს, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ასევე შეიჭრა საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას იმავე გზით, როგორც აგრძელებს უკრაინის ოკუპაციას – მეთიუ მილერი

გვახსოვდეს, რომ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ასევე შეიჭრა საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას იმავე გზით, როგორც აგრძელებს უკრაინის ოკუპაციას – მეთიუ მილერი ვაგრძელებთ კოორდინაციას NATO-ს მოკავშირეებთან საფრთხეების სხვადასხვა სპექტრთან დაკავშირებით, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს ევროპის უსაფრთხოებისთვის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ, გახსოვდეთ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც შეიჭრა საქართველოში და აგრძელებს მის ოკუპაციას იმავე გზით, როგორც აგრძელებს […]

ბიძინა ივანიშვილმა ახალი მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე, ახალი პარლამენტის თავმჯდომარედ კი შალვა პაპუაშვილი წარადგინა

ბიძინა ივანიშვილმა ახალი მთავრობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე, ახალი პარლამენტის თავმჯდომარედ კი შალვა პაპუაშვილი წარადგინა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება, პარლამენტის თავმჯდომარედ კი ფრაქცია ისევ შალვა პაპუაშვილს წარადგენს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ […]

გიორგი ვეკუა – 2025 წელს სავაჭრო პალატის სტრატეგიული მიმართულება იქნება ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება ქართულ ბიზნესში

ქალი მეწარმეებისთვის სავაჭრო პალატა, კანადის მთავრობის მხარდაჭერით ახალ პროექტს „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება გაციფრულების გზით“ იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში შეირჩა მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელი 100-მდე ქალი მეწარმე თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი ვეკუას განცხადებით, პალატის ამოცანაა, გააციფრულოს მეწარმეების ბიზნესები, […]

მამუკა მდინარაძე – 24-25 ნოემბერს ექნებათ რაღაც მცდელობები, მოვლენ კარვებს და რაღაცებს გააკეთებენ – პატრონებს თავს მოაწონებენ ჩვენ ყველაფერი ვცადეთი – ისინი უნდა იყვნენ ქუჩაში ამ აბსტრაქტული გეგმებით

24-25 ნოემბერს ექნებათ რაღაც მცდელობები, მოვლენ იქ, კარვები, რაღაცებს გააკეთებენ – ისინი ერთგვარად პატრონებს თავს მოაწონებენ ჩვენ ყველაფერი ვცადეთი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია დაიწყებს „სისულელეების კეთებას“. „შექმნიან დერეფნებს, იყვირებენ-იწივლებენ, შესაძლოა, პარლამენტშიც შევიდნენ და პროვოკაცია მოაწყონ. 24-25 ნოემბერს ექნებათ რაღაც მცდელობები, მოვლენ იქ, კარვები, რაღაცებს […]

კომპანია Geogian Bus – IBTM World 2024-ზე ინტენსიურად მიდის მოლაპარაკებები, მაქსიმალურად ვცდილობთ ევროპელი ტურისტი და ზოგადად ევროპული ბაზარი მოვიზიდოთ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა IBTM World 2024 წარმოდგენილი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინფორმაციით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო, ასევე კერძო კომპანიები მონაწილეობენ. გამოფენის მნიშვნელობაზე Geogian Bus-ის დირექტორი შალვა ხუციშვილი საუბრობს, რომელიც აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ქვეყნის პოპულარიზაციისთვის მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა. „IBTM World […]

აქციაზე დაკავებული ალექსანდრე ქავთარაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხება

19 ნოემბერს, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსანდრე ქავთარაძე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხება. დაკავებისას, სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მან უწყებას 19 ნოემბერს, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან მიმართა. იზოლატორი მან 21 ნოემბერს დილით დატოვა: „ჩემი დაკავება დაიწყო იმის შემდეგ, რაც გამოვექომაგე გვერდით მყოფ ადამიანს, რომელზეც მიმდინარეობდა ძალადობა. იმას დაკავება არ ჰქვია, როგორც ამ ადამიანს ექცეოდნენ. […]

ევროკომისარი შენგენის ზონაში რუმინეთის და ბულგარეთის სრულ ინტეგრაციას მოელის

საშინაო საკითხებში ევროპის კავშირის კომისრის, ილვა იოჰანსონმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ოპტიმისტურადაა“ განწყობილი წლის ბოლოსთვის შენგენის ზონაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბულგარეთი და რუმინეთის ინტეგრაციის მიმართ. „რუმინეთი და ბულგარეთი მზად არიან, შენგენის ზონა მზად არის, ისე, რომ ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ ვხედავთ“ -უთხრა მან რადიო თავისუფლებას ინტერვიუში, რომელიც 21 ნოემბერს ქვეყნდება. “დადგა დრო, გაუქმდეს შიდა სასაზღვრო კონტროლი” […]