ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას 4,65 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება აპატიოს უკრაინას 4,65 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტი“ – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა. ოფიციალური პირები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვებენ თანამდებობას, ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ, რათა უკრაინას მხარი დაუჭირონ რუსეთის წინააღმდეგ ომში. აშშ-ის კონგრესის მიერ აპრილში მიღებული კანონპროექტით, რომელიც შეიცავდა 9,4 მილიარდი დოლარის […]

ვიტალი ბალა – თუ აშშ-მ უკრაინას შეუწყვიტა დახმარება, უკრაინას ძალიან გაუჭირდება, მაგრამ, რატომღაც მგონია, რომ უკრაინასთან მიმართებაში ტრამპის პოლიტიკა ისეთი არ იქნება, რასაც ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ აცხადებდა

რა განწყობებია უკრაინაში აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ, როგორ ხვდება უკრაინული პოლიტელიტა და საზოგადოება უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებასთან დაკავშირებულ ტრამპის იმ გეგმებს, რაზეც საჯარო სივრცეში საუბრობენ, “ინტერპრესნიუსი“ უკრაინელ პოლიტოლოგს, სიტუაციური მოდელირების სააგენტოს დირექტორს, ვიტალი ბალას ესაუბრა. – ბატონო ვიტალი, დამკვირვებელთა უმეტესობა თვლის, რომ აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ საერთაშორისო პოლიტიკაში ბევრი რამ შეიცვლება. ამის […]

მიხეილ სარჯველაძე იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

2025 წლის ბიუჯეტის საჭიროებების მიხედვით ფორმირებისა და სამომავლო პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროში, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს სამინისტროს ცნობით, მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიისა და ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა. „ჯანდაცვის მინისტრმა, პროგრამის განვითარების შესაძლებლობები განიხილა და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია ბენეფიციარებისა და სამედიცინო დარგის წარმომადგენლებისგან მიიღო. იმსჯელეს დაავადებების მკურნალობის გაფართოების […]

ლევან მგალობლიშვილი ტელევიზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს ესტუმრა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი ტელევიზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს ესტუმრა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ლევან მგალობლიშვილის თქმით, ტელევიზია უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში. „ვულოცავ ყველა ეროვნული მაუწყებელს და ჟურნალისტს ტელევიზიის საერთაშორისო დღეს! ტელევიზია უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში – სწორედ ტელევიზიის საერთაშორისო დღეს ვესტუმრე აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ ცენტრს, […]

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გახდა

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ლიეტუვის სეიმში „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის მოადგილის, გინტაუტას პალუცკასის კანდიდატურას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, 34-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 6-მა თავი შეიკავა. გინტაუტას პალუცკასმა თანამდებობაზე დანიშვნიდან 15 დღის ვადაში პარლამენტს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი და ასევე, განსახილველად სამთავრობო პროგრამა უნდა წარუდგინოს. შეგახსენებთ, […]

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინა არ დათანხმდება შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ

კიევი არ დათანხმდება მოსკოვთან არანაირ შეთანხმებას ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ აშშ-ის კონგრესში გამართული მოსმენის დროს განაცხადა. „უკრაინა არ მიიღებს რაიმე წინადადებას, რომელიც მოიცავს კომპრომისს ჩვენს სუვერენიტეტთან ან ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, არ მივიღებთ ჩვენი მონაწილეობის გარეშე შემუშავებულ არანაირ ინიციატივას, არ მივიღებთ შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ“, – […]

ესპანეთის მთავრობამ მიგრაციის რეფორმა დაამტკიცა

ესპანეთის მთავრობამ, მემარცხენე ძალების კოალიციის ხელმძღვანელობით, დაამტკიცა მიგრაციის პოლიტიკის რეფორმა, რომელიც, როგორც ხელისუფლება აცხადებს, მიზნად ისახავს შრომის ბაზარზე საჭიროებების დაკმაყოფილებას. ახალი წესები დააჩქარებს მიგრანტების ლეგალიზაციის პროცესს და დამატებით შრომით უფლებებს უზრუნველყოფს. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ყოველწლიურად დაახლოებით 300 000 არალეგალური მიგრანტი მიიღებს ბინადრობის და მუშაობის ნებართვას. „განკარგულება ხსნის კარებს, რომლებიც ადრე დაკეტილი იყო სამ სფეროში: […]

თბილისის მერია 2025 წელს აზარტული თამაშების მოსაკრებლიდან 60 მლნ ლარის, საჯარიმო შემოსავლებიდან კი 115 მლნ ლარის მიღებას გეგმავს

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვით მერიის ხარჯები 1,781,853,300 ლარზე არის დაგეგმილი. მერიის მთლიანი ბიუჯეტის შემცირების მიუხედავად, იზრდება მერიის სტრუქტურებში დასაქმებულთა ანაზღაურებები 145.6 მილიონ ლარამდე (14 მლნ ლარით). თბილისის 2025 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები ასეთია: · საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდია – 346 მილიონი ლარი; · საბავშვო ბაღების დაფინანსება – 219 მილიონი […]

ილუზიად მიმაჩნდა, რომ MAP-ის სტატუსი საქართველოსა და უკრაინას რუსეთის აგრესიისგან დაიცავდა – ანგელა მერკელი

ვფიქრობდი, ილუზია იყო იმის ვარაუდი, რომ უკრაინასა და საქართველოს MAP-ის სტატუსი (ნატო-ს წევრობის კანდიდატის სტატუსი) მათ პუტინის აგრესიისგან დაიცავდა და რომ ეს სტატუსი ისეთი შემაკავებელი იქნებოდა, რომ პუტინი მოქმედების გარეშე მიიღებდა მოვლენებს, – ამის შესახებ გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელი საკუთარ მემუარებში წერს, რომელსაც ZEIT ONLINE-ი აქვეყნებს. „მესმოდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სურვილი, რომ […]

“ოთხ საქმეში ვარ ჩართული და ოთხივე საქმეში იკვეთება ფიზიკური ძალის გამოყენება” – ნესტან ლონდარიძე

19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულ აქციის მონაწილეს, გიორგი ნათელაშვილს ამ წუთებში ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა უტარდება. ადვოკატი ამბობს, რომ მასზე პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს. იურისტ, ნესტან ლონდარიძის თქმით, ძალადობის კვალი აღენიშნებათ სხვა დაკავებულებსაც. ოთხი პირის საქმეში ვარ ჩართული მე, როგორც მათი ინტერესების დამცველი ადვოკატი. ოთხივეს საქმეში იკვეთება ფიზიკური ძალის გამოყენება. მიმართული გვაქვს სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის. […]