ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გახდა

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი გინტაუტას პალუცკასი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ლიეტუვის სეიმში „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის მოადგილის, გინტაუტას პალუცკასის კანდიდატურას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, 34-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 6-მა თავი შეიკავა.
გინტაუტას პალუცკასმა თანამდებობაზე დანიშვნიდან 15 დღის ვადაში პარლამენტს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული მინისტრთა კაბინეტი და ასევე, განსახილველად სამთავრობო პროგრამა უნდა წარუდგინოს.
შეგახსენებთ, ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც „სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ“ გაიმარჯვა, 27 ოქტომბერს ჩატარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”