დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „აღნიშნული ოჯახების განსახლების საკითხი კომისიამ გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე განიხილა. ეკომიგრანტი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ. შერჩეულ სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, […]
ICC-მ ისრაელის პრემიერ-მინისტრის დაკავების ორდერი გამოსცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ჰააგაში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერი გასცა. მათ ბრალი წაუყენეს ღაზას სექტორში ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში. როგორც სასამართლოს შეტყობინებაშია ნათქვამი, მისმა წინასასამართლო პალატამ დაადგინა, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ნეთანიაჰუმ და გალანტმა, ისრაელის ოპერაციის დროს რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ აღიარებულია […]
„საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერით ბიზნესები Black Friday-ზე სპეციალურ შეთავაზებას შექმნიან

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობის მიზნით, Black Friday-ის პერიოდში, Ads მენეჯერით საკუთარი მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული შეთავაზების შექმნის შესაძლებლობას აძლევს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, თუ 22 ნოემბრამდე ბიზნესის შეთავაზებას Ads მენეჯერით შექმნით, შესაძლებლობა გექნებათ, 25 ნოემბრიდან – 1-ელ დეკემბრამდე პერიოდში მომხმარებელს ყოველ გადახდაზე 50 ჯერ მეტი PLUS ქულა დააგროვებინოთ. აღნიშნული შეთავაზებისას […]
ლევან ღირსიაშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, ლევან ღირსიაშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, მხარეებმა კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნულ სტრატეგიასა და ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნის პროცესში მსოფლიო ბანკის მხრიდან მხარდაჭერის თაობაზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. შეხვედრას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კრიზისული […]
პრეზიდენტის ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილმა ფრიდრიხ ებერტის ფონდის დირექტორის მოადგილესთან არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარება განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი ფრიდრიხ ებერტის ფონდის დირექტორის მოადგილეს, დანიელა კოლბეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში „სისტემური დარღვევებით ჩატარებულ 26 ოქტომბრის არჩევნებს, რამაც არჩევნების შედეგებზე პირდაპირი გავლენა იქონია და სადაც დაირღვა კონსტიტუციური ნორმები როგორც ხმის მიცემის ფარულობის, ასევე, არჩევნების საყოველთაობის შესახებ“. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ნოემბერს 10:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჭართალი, მუგუდა, მენესო, დოლასქედი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სიონი, გარბანი, გორისციხე, ფანშეტი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე […]
Georgian Travel group – IBTM World 2024-ის ტიპის გამოფენებში მონაწილეობა საქართველოს პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ესპანეთში, ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა IBTM World 2024 წარმოდგენილი. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ბიუროს წევრი 7 კომპანია, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მონაწილეობს. გამოფენის შესახებ საუბრობს კომპანია Georgian Travel group -ის შემომყვანი ტურიზმის განყოფილების უფროსი […]
ტურისტულ კომპანია “ვოიაჟერს” 2023 წელს შემოსავალი ₾20 მილიონამდე გაეზარდა

საქართველოს ერთ-ერთმა წამყვანმა ტურისტულმა კომპანია “ვოიაჟერმა” 2023 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასული წლის განმავლობაში კომპანიას შემოსავალი 3 მილიონი ლარით, 20.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა. კომპანია “ვიაჟერი” მომხმარებლებს საქართველოსა და საზღვრებს გარეთ დასვენებას სთავაზობს. კომპანია ბაზარზე 2011 წლიდან საქმიანობს და ის როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ვიზიტორებს ემსახურება. ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს “ვოიაჟერის” მოგების მაჩვენებელი […]
ჰააგის სასამართლომ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი გამოსცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC), ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულისთვის, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილ მინისტრ იოავ გალანტის დაკავების ორდერები გამოსცა. ICC-მ ასევე გამოსცა „ჰამასის“ სამხედრო მეთაურ მოჰამედ დეიფის დაპატიმრების ორდერი, თუმცა ისრაელის თანახმად, ის ივლისში ღაზაში საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. პროკურატურას თავდაპირველად შეტანილი ჰქონდა მოთხოვნა „ჰამასის“ ორი სხვა მაღალი […]
სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარვები გაშალეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სტუდენტებმა კარვები გაშალეს – ახალგაზრდები ღამის გათენებას აანონსებენ. თსუ-ს სტუდენტებს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც და საქართველოს ის მოქალაქეებიც შეუერთდებიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში ხელახალი არჩევნების დანიშვნის გარდა, თსუ-ს სტუდენტები ამავე საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას მოითხოვენ. ამასთან, პარალელურ რეჟიმში, პროტესტის კერაა […]