“ოზაანი” გაფართოებას გეგმავს – როგორია საქართველოში სატაცურზე მოთხოვნა?

სატაცურის მწარმოებელი კოოპერატივი „ოზაანის” ხელმძღვანელის, ჯაბა გიგოლაშვილის ინფორმაციით, სატაცურზე ფასი ყოველწლიურად მცირდება, რაც გაზრდილი ადგილობრივი წარმოებითაა განპირობებული. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა. აღსანიშნავია, რომ სატაცურის მწარმოებელი კოოპერატივი „ოზაანი“ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. პლანტაციები კი კახეთში, რამდენიმე ლოკაციაზე აქვს გაშენებული. გიგოლაშვილის ცნობით, მათ მეურნეობაზე მოთხოვნა სულ უფრო მზარდია, თუმცა გაზრდილი ადგილობრივი წარმოებიდან გამომდინარე, მისი საბაზრო ღირებულება […]
Silk hospitality – IBTM-ის გამოფენას მართლაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, სხვადასხვა ქვეყნიდან ინტერესი გაზრდილია საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართ

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ესპანეთში, ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა IBTM World 2024 წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ბიუროს წევრი 7 კომპანია, ასევე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მონაწილეობს. „IBTM-ის გამოფენას მართლაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან კონცენტრირებულია […]
პიტერ სტანო – თუ რუსეთის მიერ უკრაინაში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოყენება დადასტურდება, ეს ესკალაციის კიდევ ერთი აშკარა ნიშანი იქნება

თუ რუსეთის მიერ უკრაინაში საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოყენება დადასტურდება, ეს ესკალაციის კიდევ ერთი აშკარა ნიშანი იქნება , – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიფინგზე განაცხადა. „თუ რუსეთის მიერ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოყენების შესახებ ცნობები დადასტურდება, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება და ესკალაციის აშკარა ნიშანი იქნება“, – განაცხადა პიტერ სტანომ. მისივე თქმით, […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7433 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7433 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7433 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7484 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8862 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8998 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, […]
„IBTM World 2024 -ზე ინტენსიურად მიდის მოლაპარაკებები, მაქსიმალურად ვცდილობთ ევროპელი ტურისტი და ზოგადად ევროპული ბაზარი მოვიზიდოთ“ – კომპანია Geogian Bus

„IBTM World 2024 -ზე ინტენსიურად მიდის მოლაპარაკებები, მაქსიმალურად ვცდილობთ ევროპელი ტურისტი და ზოგადად ევროპული ბაზარი მოვიზიდოთ“ – კომპანია Geogian Bus ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა IBTM World 2024 წარმოდგენილი. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო, ასევე კერძო კომპანიები მონაწილეობენ. გამოფენის მნიშვნელობაზე საუბრობს Geogian Bus-ის […]
“მათეს თავისუფლებისთვის” – დღეს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქცია დაანონსდა

“მათეს თავისუფლებისთვის” – ამ ლოზუნგით გამართავენ დღეს, 21 ნოემბერს, 20:00 საათზე საპროტესტო აქციას. 19 ნოემბერს პოლიციამ ძალისმიერი მეთოდებით ჩვენი თანამებრძოლები დააკავა, მათ შორის ერთ-ერთს 7 წლიანი სასჯელით ემუქრებიან. დღეს 20:00 საათზე მელიქიშვილის გამზირზე, სადაც ქართველი ხალხი არჩევნების დაბრუნებას ცდილობდა, ვიკრიბებით და ვითხოვთ დაკავებულთა განთავისუფლებას.” – წერია განცხადებაში. “ერთ-ერთი ინციდენტის დროს, როცა ნიკა მელიას და სხვა […]
“ბსუ–ის რექტორს ვადა მივეცით დღის ბოლომდე” – ბსუ–ის სტუდენტები

შევხვდით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ მერაბ ხალვაშს. მოვითხოვეთ გააკეთოს განცხადება უნივერსიტეტმა, დაგმოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ფაქტი და თქვას, რომ უნივერსიტეტი არ არის სპეც დანიშნულების რაზმების ადგილი და უნივერსიტეტი არის სტუდენტების. მივეცით ვადა დღის ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთავთ პროტესტის სხვა ფორმებს!!!
ჰააგის სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერები გასცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერები გასცა. ICC მათ ღაზას სექტორში სამხედრო დანაშაულებში სდებს ბრალს. ნეთანიაჰუსა და გალანტის გარდა, ჰააგამ და ჰამასის სამხედრო მეთაურის, მოჰამედ დეიფის დაპატიმრების ორდერიც გასცა. დეიფი ისრაელზე, 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის ორგანიზატორად სახელდება, თუმცა ისრაელი აცხადებს, რომ დეიფი […]
სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში კარვებს შლიან

სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში კარვებს შლიან, სადაც პროტესტის ნიშნად ღამეს გაათევენ. პროტესტის მონაწილეები სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები არიან. სტუდენტების თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იქნება პროტესტის ადგილი და არა იმ სპეც.რაზმელების, რომლებმაც მოქალაქეები დაარბიეს. “ეს ის ადგილია, სადაც ორი დღის წინ, სპეც.რაზმი ჯაბა სამუშიამ შემოუშვა და სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტში არ შეუშვა. ჩვენ, აქ ვაგრძელებთ პროტესტს, […]
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „აღნიშნული ოჯახების განსახლების საკითხი კომისიამ გეოლოგიური დასკვნების საფუძველზე განიხილა. ეკომიგრანტი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ეკომიგრანტი ოჯახები სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩევენ, რისთვისაც მათ ექვსთვიანი ვადა ეძლევათ. შერჩეულ სახლებს, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს მიწის ნაკვეთები, […]