ადვოკატი – მათე დევიძე ამბობს, შემეშინდა და ჯოხს ამიტომ ვიქნევდი, მიზანი რომ ვინმესთვის ჩამერტყა და დაზიანება მიმეყენებინა, განზრახული არ მქონიაო – ბრალს ხვალ წაუყენებენ

21 წლის მათე დევიძე, რომელსაც მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან, დიღმის მთავარ სამმართველოში მისმა ადვოკატმა, ბექა კვინიკაძემ მოინახულა. როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბარში კვინიკაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ჯოხს მხოლოდ იმის გამო იქნევდა, რომ პოლიციელების შეეშინდა. ადვოკატის თქმითვე, დევიძეს ვინმესთვის ჯოხის ჩარტყმის ან მისი დაზიანების მიზანი არ […]
გიორგი გახარია – მინდა ვთხოვო ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ პარლამენტის პირველ სხდომას – მოქალაქეებს მინდა ვთხოვო, როცა პირველი სხდომა ჩატარდება, გავაგონოთ ჩვენი საპროტესტო ხმა ხელისუფლებას

მინდა ვთხოვო ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებულ ელჩებს, არ დაესწრონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, რათა არ მისცენ შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ მანიპულირების და სპეკულირების, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამასთან, გახარიამ საქართველოს მოქალაქეებს და მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ იმ დღეს, როცა პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდება „ყველამ ერთად გააგონოს საპროტესტო ხმა დღევანდელ ხელისუფლებას, რომ […]
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თსუ-ს შენობაში არ უშვებენ – ისინი უნივერსიტეტის ეზოში კარავს შლიან

სტუდენტების ნაწილის განცხადებით, მათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში არ უშვებენ. რამდენიმე სტუდენტი თსუ-ის 1-ელ კორპუსთანაა მისული და შენობაში შესვლის უფლებას დაცვის თანამშრომლები არ აძლევენ. როგორც სტუდენტები აცხადებენ, მათ შენობაში შესვლის უფლება აქვთ. პარალელურად, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტების ნაწილი თსუ-ის 1-ელი კორპუსის ეზოში კარავსაც შლის. ამ წუთებში, ისინი კონსტრუქციას აწყობენ.
“ქუჩებში ათობით ათასი მოქალაქე აპროტესტებს მოპარულ ხმებს… ერთად გავაგონოთ ჩვენი საპროტესტო ხმა ხელისუფლებას” – გახარია დიპლომატიურ კორპუსს

მინდა მივმართო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, განაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოებს საქართველოში: მინდა გთხოვოთ, რომ ერთად დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის არსი, შინაარსი და აზრი და ერთად დავიცვათ არჩევნების, როგორც მთავარი დემოკრატიული ინსტრუმენტი საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებისთვის. მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოს ქუჩებში ათობით ათასი მოქალაქე აპროტესტებს მოპარულ ხმებს და არჩევნების […]
გიორგი გახარია – ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ – ისინი უნდა დაისაჯონ, ვინც გააყალბეს და გააფუჭეს არჩევნების აზრი, ქვეყანას ევროპული პერსპექტივა მოუკლეს

ჩვენ ვმუშაობთ, რომ საქართველოს რიგით მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა არ გაუუქმდეთ – პირველ რიგში, ისინი უნდა დაისაჯონ, ვინც [მოსახლეობას] ატყუებს, იპარავენ, კორუფციაში არიან ჩართულები, გააყალბეს და გააფუჭეს არჩევნების აზრი, საერთოდ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა მოუკლეს, რა თქმა უნდა, ეს ხალხი უნდა დაისაჯოს! – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის […]
ჰააგის სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუს, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, იბრაჰიმ ალ-მასრის დაპატიმრების ორდერები გამოსცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუსა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, იბრაჰიმ ალ-მასრის დაპატიმრების ორდერები გამოსცა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მათ წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერები ომის დანაშაულებისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის გასცეს. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა 20 მაისს გამოაცხადა, რომ ის ითხოვდა დაპატიმრების ორდერებს სავარაუდო […]
Mundo Deportivo: ლეაომ და დავიდმა “ბარსელონაში” გადასვლაზე თანხმობა განაცხადეს

ესპანური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, “მილანისა” და “ლილის” შემტევებმა, შესაბამისად, რაფაელ ლეაომ და ჯონათან დევიდმა “ბარსელონაში” გადასვლაზე თანხმობა განაცხადეს. ორივე ფეხბურთელი კატალონიელთა ზაფხულის სატრანსფერო სიაშია. “ბლაუგრანას” განსაკუთრებით პორტუგალიელის დამატება უნდა, რადგან მას მომავალ ვარსკვლავად ხედავენ. ამას გარდა, ლეაოს “როსონერის” მთავარ მწვრთნელ თანამემამულე პაულო ფონსეკასთან პრობლემები აქვს და ამას ფეხბურთელის გარემოცვაც აღიარებს. მას ისეთ კლუბში გადასვლა სურს, […]
ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისათვის $4.7-მილიარდიანი სესხის განულებას გეგმავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისათვის $4.7 მილიარდის მოცულობის სესხის გასანულებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე გადარჩეული ადმინისტრაციის ერთ-ერთი ბოლო მცდელობაა ხელისუფლების ტრამპისთვის გადაბარებამდე ომში უკრაინისთვის გარკვეული უპირატესობა შექმნან. უკრაინისთვის $9.4 მილიარდის მოცულობის სესხის განულების შესახებ კანონპროექტმა წარმომადგენლობითი პალატა აპრილში გაიარა. აღნიშნული სესხი უკრაინის მთავრობისათვის გამოყოფილი ეკონომიკური დახმარებაა, რომლის ნახევრის […]
“აზროვნების თუ სხვა “აკადემიებში” რას ამბობენ არჩევნების გაყალბებაზე? მოგიტ@ანთ ხარბი საზრისი, გონება და ტვინი” – მირცხულავა

აზროვნების აკადემიაში თუ სხვა “აკადემიებში” ჭკუის და ქცევის მასწავლებლები რომ არიან – ეგენი რას ამბობენ არჩვენების გაყალბებაზე და სოლიდარობის მნიშვნელობაზე? სოკარტე და პლატონი რას გვეუბნებიან – შეეგუეთ მონობასო? ფროიდმა და შოპენჰაუერმა რაო – ადამიანი ცხოველიაო? უზნაძემ განწყობა საიდან ყალიბდებაო? ნიცშემ რაო, რა თქვაო ზარატუსტრამ? ჰო და მოგიტ@ანთ ხარბი და პირად კომფორტზე ორიენტირებული ინტელექტი, ცნობიერება, საზრისი, […]
“მეუბნებიან, რომ 5 პოლიციელს თავს დავესხი, გავიქეცი და ვიმალები”– ლიზი ფირქია

სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან დამირეკეს და მეუბნებიან, რომ აქციაზე 5 პოლიციელს თავს დავესხი, გავიქეცი და ვიმალები. მათ ენაზე “პაბეგში” ვარ.