„ხშირად გვიწევს ბრენდებისთვის უარის თქმა იმიტომ, რომ სავაჭრო ცენტრში თავისუფალი სივრცე ფიზიკურად არ არის“ – „გალერია თბილისი“

“გალერია თბილისში” ამ დროისთვის არ არის დარჩენილი არცერთი გასაქირავებელი ფართი და სავაჭრო ცენტრი სრული დატვირტვით მუშაობს. ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” “გალერია თბილისში” განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ძირითადად წარმოდგენილია საერთაშორისო ბრენდები და მოთხოვნაც უფრო მეტად უცხოური ბრენდებისგანაა, მათ შორის არიან ისეთები რომელიც დაინტერესებულნი არიან საქართველოს ბაზარზე შემოსვლით. ამასთანავე, “გალერია თბილისში” წარმოდგენილნი არიან ადგილობრივი წარმოების ქართული ბრენდები […]

„ცირკულარული ეკონომიკის განვითარება საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს“ – სოლომონ პავლიაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. „ცირკულარული ეკონომიკის განვითარება საქართველოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვა და ამ პროცესში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა. ცირკულარული ეკონომიკის განვითარება ქვეყნისთვის უდიდესი შესაძლებლობა და […]

ჰააგის სასამართლომ ისრაელის მოქმედი პრემიერისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავების ორდერები გასცა

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერები გასცა. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს. მოსამართლეები ფიქრობენ, რომ ნეთანიაჰუს და გალანტს, სავარაუდოდ, ღაზის სექტორში ჩადენილი აქვთ სამხედრო დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინაშე. ებრაული მედია აღნიშნავს, რომ ამ ორდერების გამო ნეთანიაჰუ და გალანტი ვერ ჩავლენ იმ 120 ქვეყანაში, […]

გოგლიჩიძე “უდინეზესთან” სათამაშოდ მზად იქნება

lanazione.it-ის ცნობით, “ემპოლის” მცველმა საბა გოგლიჩიძემ “ლეჩესთან” მატჩში მიღებული ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო. გამოცემა იტყობინება, რომ გოგლიჩიძემ სებასტიანო ესპოზიტოსთან და ტინო ანჯორინისთან ერთად ინდივიდუალურად ივარჯიშა, სხვა თანაგუნდელებისგან განსხვავებით მათი მდგომარეობა დადებითია, სამწვრთნელო შტაბი ყოველდღე დააკვირდება და ორშაბათს “უდინეზესთან” შეხვედრაში ისინი როგორც მინიმუმ განაცხადში იქნებიან. 20 წლის გოგლიჩიძემ ჩემპიონატის 9 დაპირისპირებაში მიიღო მონაწილეობა. “ემპოლი”, რომელიც […]

აქციაზე დაკავებულმა ისაკო დევიძემ წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო

19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციისას დაკავებულმა ისაკო დევიძემ, რომელსაც საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, წინასწარი დაკავების იზოლატორში შიმშილობა დაიწყო. მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. “რუსული რეჟიმის მიერ, საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და დევნილი ყველა ადამიანის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვაცხადებ მშრალ შიმშილობას. რუსებმა რომ ვერ წაგვართვან სამშობლო, ყველამ ჩვენი შესაძლებლობების […]

თსუ-ს ეზოში კარვები ისევ გაიშალა – სტუდენტები ღამის გათენებას აპირებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებმა კარვები გაშალეს. მათი ნაწილი უნივერსიტეტის 1-ელ კორპუსში აპირებს ღამის გათენებას, ნაწილი კი – ვისაც შენობაში არ უშვებენ, ეზოში გაშლილ კარვებში. პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, თამთა ლომიძე ამბობს, რომ დაცვა შენობაში უშვებს მხოლოდ იმათ, ვისაც ლექცია/სემინარი აქვს, ან იმათ, ვინც პროტესტის მონაწილე არ არის. ის ხაზგასმით ამბობს, რომ პროტესტი თვითორგანიზებულია და პროცესში […]

აქციაზე დაკავებული მოქალაქე ამბობს, რომ იზოლატორში მშრალ შიმშილობას იწყებს

19 ნოემბერს, გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე საპროტესტო აქციის ძალადობრივად დაშლის დროს დაკავებული ისაკო დევიძე მშრალ შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია მისი ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნდა. “რუსული რეჟიმის მიერ, საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და დევნილი ყველა ადამიანის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვაცხადებ მშრალ შიმშილობას! რუსებმა, რომ ვერ წაგვართვან სამშობლო, ყველამ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში უნდა ვიბრძოლოთ […]

უკრაინაში ამერიკის საელჩომ მუშაობა განაახლა

ვაშინგტონის ცნობით, უკრაინაში მდებარე შეერთებული შტატების საელჩო 21 ნოემბერს კვლავ გაიხსნა და მუშაობა ჩვეულებრივ განაახლა. კიევში საელჩო წინა საღამოს მას შემდეგ დაიხურა, რაც უკრაინის დედაქალაქში რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმას ელოდნენ. მანამდე, 19 ნოემბერს უკრაინამ პირველად გამოიყენა ამერიკული შორი რადიუსის “ატაკამსის” ტიპის რაკეტები რუსეთის შიგნით იარაღის საწყობებზე იერიშის მისატანად. რუსეთმა ამერიკული რაკეტებით თავდასხმას 1000-დღიანი ომის ესკალაცია […]

„IBTM-ის წლევანდელი გამოფენა საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა, საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია“ – სასტუმრო „პარაგრაფი თბილისი“

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს. IBTM World 2024-ზე საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 7 კომპანია, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტია წარმოდგენილი. IBTM-ზე საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე საუბრობს სასტუმრო პარაგრაფი თბილისის გაყიდვების დირექტორი თამუნა ჩხეიძე. „IBTM-ის წლევანდელი გამოფენა საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა, შარშანდელთან შედარებით საქართველოს მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. ძველ […]

სტუდენტი – სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ახალგაზრდები დავბანაკდებით თსუ-ს ეზოში – გავაგრძელებთ ლოკალურ პროტესტს იქამდე, ვიდრე არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები

თსუ-ს სტუდენტების ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ახალგაზრდები დაბანაკდებიან და “გააგრძელებენ ლოკალურ პროტესტს იქამდე, არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები”. როგორც სტუდენტმა, დავით ჩხობაძემ განმარტა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თანამდებობიდან უნდა გადადგეს. “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის პროტესტის კერა. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ახალგაზრდები დავბანაკდებით თსუ-ს ეზოში […]