სტუდენტი – სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ახალგაზრდები დავბანაკდებით თსუ-ს ეზოში – გავაგრძელებთ ლოკალურ პროტესტს იქამდე, ვიდრე არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები

თსუ-ს სტუდენტების ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ახალგაზრდები დაბანაკდებიან და “გააგრძელებენ ლოკალურ პროტესტს იქამდე, არ ჩაინიშნება ახალი არჩევნები”. როგორც სტუდენტმა, დავით ჩხობაძემ განმარტა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და თანამდებობიდან უნდა გადადგეს. “თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის პროტესტის კერა. სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და ახალგაზრდები დავბანაკდებით თსუ-ს ეზოში […]
“ალაპარაკდნენ პოლიტმჩხიბავები…” – რას წერს რომან გოცირიძე

ალაპარაკდნენ პოლიტმჩხიბავები, აქციები მასშტაბური იმიტომ არ არის, რომ ოპოზიციას ერთი, ქარიზმატული ლიდერი არა ჰყავსო. თურმე ბევრი ლიდერი რომ გამოიკვეთა პოლიტიკურ სპექტრში, ცუდი ყოფილა. სანამ ბელადი არ მოგვევლინება, არაფერი გვეშველება, წუწუნებენ ვიღაცები. დიდხანს მოგვიწევს ლოდინი. ევროპული ოპოზიცია სხვა ყაიდისაა, კოალიციური ხელისუფლების ბუნება გამორიცხავს ერთმმართველობას. 25-ში უნდა აჩვენოს ხალხმა ძალა. ეს მხოლოდ ოპოზიციაზე არ არის დამოკიდებული.
თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში და TIKA-ს თბილისის კოორდინატორი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ბსუ-ს სტუმრობდნენ

თურქეთის ახლად დანიშნული გენერალური კონსული ბათუმში ადნან ალთაი ალთინორსი და TIKA-ს თბილისის კოორდინატორი ზეინებ ბაირაქი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ბსუ-ს სტუმრობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რექტორის მოვალეობის შემსრულებელთან მერაბ ხალვაშთან გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. “მერაბ ხალვაშმა დიპლომატიური […]
საპროტესტო აქციაზე დაკავებული მათე დევიძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ჯოხს მხოლოდ იმის გამო იქნევდა, რომ პოლიციელების შეეშინდა

21 წლის მათე დევიძე, რომელსაც მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან, დიღმის მთავარ სამმართველოში მისმა ადვოკატმა, ბექა კვინიკაძემ მოინახულა. როგორც “ინტერპრესნიუსთან” საუბარში კვინიკაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და ჯოხს მხოლოდ იმის გამო იქნევდა, რომ პოლიციელების შეეშინდა. ადვოკატის თქმითვე, დევიძეს ვინმესთვის ჯოხის ჩარტყმის ან მისი დაზიანების მიზანი არ […]
საგარეჯოში, კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ქვით სცემა

საგარეჯოში, კლინიკაში გარდაიცვალა 40 წლამდე ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ქვით სცემა. როგორც მოკლული ქალის, ციკო სულიკაშვილის ახლობლები აცხადებენ, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე 8 დღის წინ სასტიკად სცემა. ის რამდენიმე დღე მკურნალობას კლინიკაში გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს გარდაიცვალა. “საშინელი ამბავი მოხდა. ის არაადამიანი ამნისტიით გამოვიდა ციხიდან, მუდმივად ძალადობდა ციკოზე [ყოფილ ცოლზე]. 2 შვილი […]
KIU-სა და TUM-ის ახალი ერთობლივი სადოქტორო კვლევითი პროგრამა იწყება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი ხუბუამ სამუშაო შეხვედრა გამართა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის (TUM) ლოგისტიკისა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტის კათედრის პროფესორ შტეფან მინერთან. „შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი სადოქტორო კვლევითი პროგრამის განხორციელების თაობაზე, რომელიც გულისხმობს ხელოვნური ინტელექტის (AI) […]
ICC-მა ისრაელის პრემიერ მინისტრის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის და „ჰამასის“ ლიდერის დაკავების ორდერი გასცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, ისრაელის პერმიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის ყოფილ მინისტრის და ასევე, „ჰამასის“ ლიდერის დაკავების ორდერი გასცა – ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის საფუძველზე. ორდერების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებაში, ICC-ის მოსამართლეები აცხადებენ, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ნეთანიაჰუ და გალანტი, პასუხისმგებელნი არიან, ღაზის სექტორში შიმშილობასა და პალესტინელების დევნაზე. „ჰამასის“ ლიდერის, ალ-მასრის […]
რა საკითხები განიხილა ოთარ შამუგიამ აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილესთან შეხვედრაზე?

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილეს, შოუჰონგ იანგს საქართველოს პავილიონში შეხვდა. მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა დასავლეთ საქართველოში სადრენაჟე სისტემების განვითარების პროექტის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია სადრენაჟე სისტემების მართვის საკანონმდებლო დონეზე მოწესრიგება და საჭირო ინფრასტრუქტურული […]
სულ სხვა პარასკევი ალტაში: გამოიყენე წლის საუკეთესო დრო განახლებისთვის

სურვილების სია მზად გაქვს? ლეპტოპის სისხარტე და ელემენტის სიმძლავრე ვეღარ უმკლავდება შენს დატვირთულ სამუშაო რიტმს? ან იქნებ, ძველი მტვერსასრუტი უკვე საკმარისზე მეტხანს გემსახურა და რობოტი მტვერსასრუტით ჩანაცვლება დაგეგმე, მაგრამ დღემდე გადადებულ საქმეებში მიგავიწყდა. რის განახლებასაც არ უნდა გეგმავდე, ახლა თამამად შეგიძლია, სურვილების სია მოიმარჯვო და კალათაში ნანატრი პროდუქტები მოიგროვო, რადგან ალტაში სულ სხვა შავი პარასკევის […]
არ გამოვრიცხავ, სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებით საფუძველი ჩაეყაროს ახლებურ მიდგომებს – თამაზ ხუბუა

სრულებით არ გამოვრიცხავ, რომ სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებით საფუძველი ჩაეყაროს ახლებურ მიდგომებს, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან, საქართველოს შეუერთდნენ, გულუბრყვილოა ამ საკითხების ასეთი წარმოდგენა და შეუძლებელია ამის იმედი გქონდეს,- ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესების შეფასებისას „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა. მისი […]