საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა, კონფერენციაში – „პერსონალურ მონაცემთა დაცვა საქართველოში – არსებული სამართლებრივი მექანიზმები და პრაქტიკული გამოწვევები”, მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, კონფერენცია ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართლის კვლევითი ცენტრის (IP & Tech Law Research Center) ორგანიზებით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოში […]

მარნეულის მუნიციპალიტეტში არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოს მახლობლად არქეოლოგიური გათხრები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ადგილზე არქეოლოგიური სამუშაოები 2020 წელს დაიწყო. „კვლევის პროცესში აღმოჩენილია V-VI საუკუნეებით დათარიღებული დიდგვაროვნული სასახლე, სამარხი, ადამიანის ნეშტი და მრავალი მნიშვნელოვანი არტეფაქტი. აღმოჩენილ არტეფაქტებს ადგილზე გაეცნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მერის პირველი […]

ოთხიდან სამი სიახლე სოციალურ ქსელებში წინასწარ წაკითხვის გარეშე ვრცელდება – კვლევა

სოციალური მედიის მომხმარებლების უმეტესობა აზიარებს ახალი ამბების ბმულებს ინტერნეტში ისე რომ არც კი კითხულობს სტატიას – ამის შესახებ ნათქვამია ახალ კვლევაში. 2017 წლიდან 2020 წლამდე, აშშ-ს უნივერსიტეტების მკვლევრებმა გააანალიზეს 35 მილიონზე მეტი საჯარო პოსტი ფეისბუქზე, ვებსაიტების URL-ებით ამერიკის პოლიტიკური ციკლის საკვანძო მომენტებში. მათ აღმოაჩინეს, რომ ამ გამოქვეყნებული ბმულების 75 პროცენტი გაზიარებული იყო დაწკაპუნების გარეშე. მაგალითად, […]

IBTM World 2024 -ის ტიპის გამოფენებში მონაწილეობა საქართველოს პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია“ – Georgian Travel group

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო ესპანეთში, ბარსელონას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა IBTM World 2024 წარმოდგენილი. საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე ბიუროს წევრი 7 კომპანია, ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მონაწილეობს. გამოფენის შესახებ საუბრობს კომპანია Georgian Travel group -ის შემომყვანი ტურიზმის განყოფილების უფროსი თამუნა კურტანიძე. „ეს ორი დღე საკმაოდ დატვირთული იყო […]

EU-პარლამენტის რეზოლუციის პროექტით, ივანიშვილის, კობახიძის, კალაძის დასანქცირებას ითხოვენ

ევროპარლამენტის ერთ-ერთი რეზოლუცია, რომლის ავტორიც პოლიტიკური ჯგუფი Renew Europe არის, ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძისა და ირაკლი კობახიძის დასანქცირებას მოითხოვენ. რეზოლუციის განხილვა ევროპარლამენტში 25-28 ნოემბრის კვირაში მოხდება. დოკუმენტის პროექტის თანახმად, ვინაიდან საქართველოს საარჩევნო პროცესების მთლიანობა და პოლიტიკური თავისუფლებების დაცვა გადამწყვეტია ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში მისი პოტენციური წევრობისთვის; ვინაიდან ეს არჩევნები არ აკმაყოფილებდა ევროკავშირის კანდიდატი […]

რუს „კონტრაქტნიკებს“ არმიიდან გათავისუფლება მხოლოდ 65 წლის მიღწევის შემდეგ შეეძლებათ

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ არმიაში კონტრაქტის საფუძველზე მომსახურე პირების გათავისუფლება შეუძლებელია 50 წლის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო, რაც მობილიზაციამდე იყო დადგენილი. ახლა მათ, ვინც ხელი მოაწერა კონტრაქტს თავდაცვის სამინისტროსთან, არმიაში უნდა იმსახურონ ან 65 ან 70 წლამდე, მათი წოდებიდან გამომდინარე. ამის შესახებ სასამართლოს განჩინებაშია ნათქვამი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც „კონტრაქტნიკმა“ სარჩელით სასამართლოს მიმართა. […]

სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარავი დადგეს

წინააღმდეგობის მოძრაობის, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა თსუ-ს ეზოში კარავი გაშალეს. ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ. „ერთად შევთანხმდით, გაგვეკეთებინა პროტესტის ახალი კერა. ეს ადგილი იმიტომ შევარჩიეთ, რომ ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი არის ახალგაზრდული განათლების კერა და აქ არ შემოუშვეს სტუდენტები და ამავდროულად ვნახეთ, გდდ-ს (შინაგან საქმეთა სამინისტროს […]

აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე აცხადებს, რომ იზოლატორში მშრალ შიმშილობას იწყებს

საპროტესტო მოძრაობისას დაკავებული და დევნილი ყველა ადამიანის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვაცხადებ მშრალ შიმშილობას, – ამის შესახებ განცხადებას 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე, რომელსაც საქალაქო სასამართლომ 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, სოციალურ ქსელში ავრცელებს. როგორც დევიძე “ფეისბუკის” პირად გვერდზე წერს, ყველამ შესაძლებლობის ფარგლებში უნდა იბრძოლოს „რეჟიმის წინააღმდეგ“. “რუსული რეჟიმის მიერ, […]

კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომელიც საგარეჯოში ყოფილმა ქმარმა ქვით სცემა

კლინიკაში გარდაიცვალა 40 წლამდე ქალი, რომელიც საგარეჯოში ყოფილმა ქმარმა ქვით სცემა. როგორც მოკლული ქალის, ციკო სულიკაშვილის ახლობლები აცხადებენ, მამაკაცმა ყოფილი მეუღლე 8 დღის წინ სასტიკად სცემა. ის რამდენიმე დღე მკურნალობას კლინიკაში გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და დღეს გარდაიცვალა. “საშინელი ამბავი მოხდა. ის არაადამიანი ამნისტიით გამოვიდა ციხიდან, მუდმივად ძალადობდა ციკოზე [ყოფილ ცოლზე]. 2 შვილი […]

პრეზიდენტი – ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს

სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ის პირად გვერდზე წერს. “სადამსჯელო ღონისძიებები [მიმდინარეობს] ახალგაზრდა ქართველი აქტივისტების წინააღმდეგ: საპოლიციო ძალების მიერ ცემები, დაკავებები და 7 წლამდე პატიმრობის მუქარები. ამ გოგოს ხუთ პოლიციელზე თავდასხმას აბრალებენ!!!” , – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში და აზიარებს გოგონას, ლიზი თირქიას ფოტოს, რომელმაც “ფეისბუქში“ დაწერა: […]