შალვა პაპუაშვილი – ახალ პრეზიდენტს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდება – სალომე ზურაბიშვილმა ისეთი ზიანი მიაყენა პრეზიდენტის ინსტიტუტს, როგორიც არცერთს არ მიუყენებია თავზეხელაღებული ქცევით

ახალ პრეზიდენტს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დახვდება -სალომე ზურაბიშვილი ყველაფერზე წავიდა, რაზეც შეიძლება წავიდეს ადამიანი, როდესაც ხელს იღებს კონსტიტუციაზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა ისეთი ზიანი მიაყენა პრეზიდენტის ინსტიტუტს, „როგორიც არცერთს არ მიუყენებია თავზეხელაღებული ქცევით“. „პირდაპირ გამოვიდა ტელევიზიით უცხოურ მედიაში და თქვა, რომ […]

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან

მათ არაფერი აკავშირებთ ამ ქვეყანასთან და არაფერი რომ არ აკავშირებთ, იმიტომაც იღებენ იმ პასუხს ქუჩაში მათივე მხარდამჭერებისგან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა. შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ოპოზიცია ხალხის დაზიანებას და ვიზალიბერალიზაციისთვის საფრთხის შექმნას ცდილობს. „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ საქმე გვაქვს გიორგი კანდელაკის მორალის მქონე ადამიანებთან. გახსოვთ, როდესაც ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებაზე […]

ორშაბათს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება

25 ნოემბერს, XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. საქართველოს კანონმდებლობით, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ნიშნავს და ხსნის პრეზიდენტი, თუმცა საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტმა სხდომა არ დანიშნა. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველ სხდომაზე პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას პარლამენტის უხუცესი წევრი გახსნის. ასეთი “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლადო კახაძეა, რომელიც სხდომას პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე […]

აქციაზე დაკავებულ 20 წლის მათე დევიძეს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა

19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დაკავებულ 20 წლის მათე დევიძეს პროკურატურამ პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. ბრალის დადგენილება მას გამომძიებელმა 22 ნოემბერს, დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში გააცნო. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია: „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს დილის საათებში, თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის […]

პაპუაშვილი განმარტავს, როგორი იქნება ახალ პარლამენტში პირველი სასესიო კვირა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ახალი პარლამენტის პირველი სხდომა ორშაბათს, 25 ნოემბერს, გაიმართება და 12:00 საათზე დაიწყება. მან 22 ნოემბერს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რა პროცედურები ჩატარდება პირველ დღეს: „ცესკოს უკვე გამზადებული აქვს პარლამენტის არჩეულ წევრთა დროებითი მანდატები. ყველა წევრმა უნდა აიღოს ეს ცესკოსგან“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმითვე, 25 ნოემბერს, დილის […]

ჰოლანმა თავისი აზრით მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

მანჩესტერ “სიტის” ფორვარდმა ერლინგ ჰოლანმა თავისი აზრით მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა. ნორვეგიელმა Sky Sports-ს უთხრა, რომ ასეთად ახლა მის ამჟამინდელ დამრიგებელ ხოსეპ გვარდიოლას თვლის და შესაძლოა, ესპანელი ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელიცაა. შეგახსენებთ, რომ პეპი “სიტის” 2016 წლიდან მოყოლებული წვრთNის და ამ დროის განმავლობაში 18 ტიტული მოაგებინა. მათ შორის, ჩემპიონთა ლიგა და 6-ჯერ პრემიერ ლიგის თასი.

გაირკვა კაცის ვინაობა, რომელმაც ყოფილი ცოლი ქვით მოკლა – “ციხიდან 1 თვის წინ გამოვიდა… ისეთი რა ჩაარტყა, თავი იმხელაზე ჰქონდა შეშუპებული, რომ სახე არ უჩანდა საწყალს გოგოსო”

გაირკვა კაცის ვინაობა, რომელმაც ყოფილი ცოლი ქვით მოკლა – “ციხიდან 1 თვის წინ გამოვიდა… ისეთი რა ჩაარტყა, თავი იმხელაზე ჰქონდა შეშუპებული, რომ სახე არ უჩანდა საწყალს გოგოსო” მორიგი სასტიკი ფაქტი საგარეჯოში 11 ნოემბერს მოხდა. მოძალადე მამაკაცმა ყოფილ ცოლს სახლში მიაკითხა და ქვით თავი გაუტეხა, რის შემდეგ თავად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. უმძიმესი დაზიანებებით ახალგაზრდა ქალი იმავე […]

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება „შავ პარასკევს”

თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის „შავი პარასკევის” კამპანიის ფარგლებში განსაკუთრებულ შეთავაზებას უმზადებს. „შავ პარასკევს”, 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მთელი საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ ობიექტში, არსებულ ფასდაკლებებთან ერთად, დამატებით დაიბრუნოს გადახდილი თანხის 30%. მომხმარებელს ქეშბექი მრავალფეროვან კატეგორიებში დახვდება, როგორიცაა ტექნიკა, სახლის ნივთები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და თავის მოვლის საშუალებები. […]

ბრაკონიერმა თეთრიწყაროში შველი მოკლა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ ბრაკონიერმა შველი მოკლა. „სამართალდამრღვევს თან ჰქონდა ორი გლუვლულიანი სანადირო იარაღი. სამართალდარღვევის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 5 ათასი ლარია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გამოვლენილ ბრაკონიერობის ფაქტზე, შინაგან […]

შალვა პაპუაშვილი – მომავალ კვირას, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობასთან ერთად, ნდობას გამოვუცხადებთ მთავრობას

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პირველ სხდომას არჩეული უხუცესი დეპუტატი, ლადო კახაძე წარუძღვება. „როგორც მოგეხსენებათ, ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღისა. ასევე, მოგეხსენებათ და ჩანს საჯაროდ, რომ სალომე ზურაბიშვილი კვლავ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და არ ნიშნავს პირველ სხდომას. […]