“მნიშვნელოვანია, შეიქმნას პირობები აფხაზეთში არჩევნების ჩასატარებლად” – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოსკოვი ყურადღებით ადევნებს თვალს აფხაზეთში განვითარებულ ვითარებას და მხედველობაში იღებს შეთანხმებებს დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას “აუცილებელი პირობები” აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად. “ჩვენ ვადევნებთ თვალყურს აფხაზეთის რესპუბლიკაში ვითარების განვითარებას. ის ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე და პარტნიორია. 15 […]
პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყება – მას ლადო კახაძე წარუძღვება

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 25 ნოემბერს, 12:00 საათზე პარლამენტის სხდომა დაიწყება. სხდომას უხუცესი წევრი, ლადო კახა წარუძღვება. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, დღის წესრიგის პირველი საკითხი უფლებამოსილების ცნობა იქნება – მოხდება პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და კომიტეტების ხელმძღვანელების არჩევა. რაც შეეხება სასესიო მიმდინარე კვირას, დღის წესრიგით გათვალისწინებული იქნება პრეზიდენტის არჩევის თარიღის ჩანიშვნა და ახალი მთავრობისთვის ნდობის […]
ქართულმა ოცნებამ პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ მიიწვია

ქართულმა ოცნებამ პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ მიიწვია. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვლმა ერთ-ერთ მიზეზად “უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზება” დაასახელა. “მე მოწვევები უკვე დავაგზავნე გუშინ წინ. პარლამენტის პირველ სხდომაზე მოწვეულნი არიან მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები, რაც შეეხება ელჩებს, ისინი მოწვეული არ არიან პირველ სხდომაზე, ვინაიდან ეს არის ჩვენი შიდა სახელმწიფოებრივი საკითხი, რაც შეეხება არჩევნებს […]
ელჩები მოწვეულები არ არიან პარლამენტის პირველ სხდომაზე, ჩვენი შიდა სახელმწიფოებრივი საკითხია. უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით, ელჩების თუ სხვა ქვეყნების ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელი არაა
ელჩები მოწვეულები არ არიან პარლამენტის პირველ სხდომაზე, ჩვენი შიდა სახელმწიფოებრივი საკითხია. უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით, ელჩების თუ სხვა ქვეყნების ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელი არაა ჩვენ, ქართველებმა უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან ახლად არჩეული პარლამენტის წევრებთან ერთად, მთავრობა და კონსტიტუციური ორგანოები, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის მიერ […]
„ეს რადიკალიზმი წაქეზებულია ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხრიდან – შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

როდესაც რადიკალიზმი წახალისებულია უცხოეთიდან დაფინანსებით მათ შორის, და ვნახეთ ამ [უცხოელი პარლამენტარების] რვაკაციანი ვიზიტის შემდეგ მაიდნისკენ რომ მოუწოდეს, ეს რადიკალიზმი ექსტრემიზმში რომ გადაიზარდა, აქ დგას პასუხისმგებლობა იმ უცხოელი აქტორების, რომელიც უპასუხისმგებლოდ ერევიან ქვეყნის საშინაო ცხოვრებაში, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ არავის დაუგმია დიპლომატიური უწყებებიდან „იმედზე“ თავდასხმის ფაქტები. […]
პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ არიან მოწვეული – პაპუაშვილი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში უცხო ქვეყნების ელჩები პარლამენტის პირველ სხდომაზე არ მიუწვევიათ. „გუშინწინ დავაგზავნე მოწვევები. პირველ სხდომაზე მოწვეულნი არიან მთავრობის წევრები და კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები. ელჩები პირველ სხდომაზე არ არიან მოწვეულნი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში 22 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ეს არის „შიდასახელმწიფოებრივი საკითხი“ და „უცხოეთის გავლენის […]
ვიქტორ ორბანი – ჰააგის სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის გაცემით თავხედური და ცინიკური გადაწყვეტილება მიიღო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით თავხედური და ცინიკურია, – ინფორმაციას უნგრეთის პრემიერის პრესსპიკერი, ზოლტან კოვაქსი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. „ეს არის კანონის საფარქვეშ კონფლიქტში ჩარევა, რომელიც განპირობებულია პოლიტიკური მოტივებით. სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ შევეწინააღმდეგოთ ამ გადაწყვეტილებას“, – […]
ლევან კოჭლოშვილი – მდიდარი „ენჯეოშნიკის“ წინამძღოლობით ოპოზიციის მარში თავიდანვე განწირულია

უსამშობლო აგენტები იქამდე მივიდნენ, რომ ქართველი ხალხისთვის კიდევ უფრო ნეგატიური პიროვნება ბაია პატარაია იყოს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი. ყველამ კარგად ვიცით, რომ პატარაია გამოირჩევა საქართველოს ეკლესიისა და ჩვენი ტრადიციების მიმართ განსაკუთრებული სიძულვილით, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ლევან კოჭლოშვილი, რომელიც 24 ნოემბერს გასამართ ქალების მარშს ეხმიანება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ხალხის ძალიდან“ აცნობეს, კოჭლოშვილი აღნიშნავს, რომ პატარაიას ლიდერობით […]
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებმა სპეციალური ტრენინგ-კურსი გაიარეს

რუსთავის მერია, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით, თანამშრომელთა ტრენინგების კურსს აგრძელებს. „შშმ პირებთან ქცევის და სტანდარტების ეთიკის” ტრენინგი, დღეისათვის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის უკვე 120-მა მძღოლმა გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ტრენინგ-კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები მათ რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლელა ლუარსაბიშვილმა და მუნიციპალური ტრანსპორტის საწარმოს დირექტორმა ჯურხა […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია – „დემოკრატიის ორი კრიტიკა: პლატონი და ფრიდრიხ ნიცშე”, გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით, ფილოლოგის, პროფესორ ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექცია – „დემოკრატიის ორი კრიტიკა: პლატონი და ფრიდრიხ ნიცშე”, გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, საჯარო ლექცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა გახსნა. პროფესორმა თამარ ლომინაძემ მადლობა გადაუხადა ლევან გიგინეიშვილს და ასევე, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისს […]