ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვსაუბრობთ პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რომლებიც რუსეთიდან ახალ რისკებს შეაჩერებენ

უკვე ვსაუბრობთ პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, რომლებიც რუსეთიდან ახალ რისკებს შეაჩერებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „ჩემი დავალებით, უკრაინის თავდაცვის მინისტრი უკვე მართავს ჩვენს პარტნიორებთან შეხვედრებს საჰაერო თავდაცვის ახალ სისტემებზე – სწორედ ისეთ სისტემებზე, რომლებსაც შეუძლია ახალი რისკებისგან სიცოცხლის დაცვა. დღეს უკვე მეტი დეტალია დადგენილი ახალ რაკეტასთან დაკავშირებით, რომლითაც რუსეთმა დნიპროს […]
მოლოდინია, რომ ავტომფლობელთა სავალდებულო დაზღვევა სრულად 2026 წლიდან ამოქმედდება – კოტე სულამანიძე

სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს მოლოდინი აქვთ, რომ ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა სრულად 2026 წლიდან ამოქმედდება. როგორც “ბბ დაზღვევაში” აცხადებენ, მათი ინფორმაციით, ბოლო გადამუშავებული კანონპროექტის მიხედვით, 2025 წლის ბოლოსკენ სავალდებულო დაზღვევა სატესტო რეჟიმში უნდა ამოქმედდეს, 2026 წლიდან კი უკვე სრულად გაეშვას. როგორც ბბ დაზღვევის გენერალურმა დირექტორმა, კოტე სულამანიძემ BMG-ის განუცხადა, არსებული პროექტის მიხედვით, პირველი სამი […]
ლევან ცუცქირიძე – მე ვთვლი, რომ არანაირი ფორმით ამ პარლამენტში შესვლა, თან შესვლა და თან არ შესვლა, ვითომ ბოიკოტში ყოფნა და თან არ ყოფნა, არ შეიძლება – ეს არ არის 2020 წელი, ეს არის სხვა საქართველო

თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არჩევნები გაყალბდა, მაშინ ასეთ პარლამენტში არაფერი მესაქმება – სხვა პარტიებმა საკუთარ მანდატებს თვითონ მიხედონ, მე უბრალოდ ჩემს პოზიციას ვხსნი, რომ ამომრჩევლისთვის თანმიმდევრულობა არის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. როგორც ლევან ცუცქირიძემ აღნიშნა, მანდატების ანულირების თაობაზე „ყველა პარტიამ უნდა გააკეთოს ცხადი […]
“ევროინტეგრაციის გზაზე დაუბრუნებლობა ადრე თუ გვიან ბიზნესსაც მიაკითხავს“ – ინტერვიუ

იურიდიული ფირმა „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მმართველი პარტნიორის ზვიად კორძაძის შეფასებით, „ბიზნესში მოლოდინის რეჟიმი“ შენარჩუნებულია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში წამყვანის იმ კითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომელიც შეჩერებული ევროინტეგრაციის და არჩევნების შედეგების შედეგად ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, კერძო სექტორში არსებულ განწყობებს შეეხებოდა. – ბიზნესში მოლოდინის რეჟიმი შენარჩუნებულია. რატომ? – ამ წუთში ქვეყანას არ ჰყავს […]
ფრანგები ბიუჯეტის შესავსებად წელიწადში 7 საათს ანაზღაურების გარეშე იმუშავებენ

ფრანგები ბიუჯეტის შესავსებად წელიწადში 7 საათს ანაზღაურების გარეშე იმუშავებენ სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების მიზნით, საფრანგეთის სენატმა წელიწადში დამატებითი სამუშაო საათები გამოყო. Reuters-ი წერს, რომ მომდევნო წლიდან საფრანგეთში დასაქმებული ადამიანები წელიწადში 7 საათს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე იმუშავებენ. პროექტის ინიციატორი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის სენატორი ელისაბედ დუანოა. სენატორის განმარტებით, დასაქმებულები წელიწადში ერთ დღეს უხელფასოდ იმუშავებენ, დამსაქმებელი კი კონტრიბუციას შრომის ფონდში […]
ზვიად ძიძიგური – როცა ოპოზიციას მანდატი გაქვს, ეს შენი ბერკეტია და მისი დათმობაც არის პოლიტიკური მექანიზმი – ეს მექანიზმი შეიძლება გაცილებით ჭკვიანურად და ეფექტურად გამოიყენო, ვიდრე ის, რომ ცხელ გულზე მოისროლო

როდესაც ოპოზიციურ პარტიას მანდატი გაქვს, ეს არის შენი ბერკეტი და ბერკეტის დათმობაც არის პოლიტიკური მექანიზმი. ამიტომ, ეს პოლიტიკური მექანიზმი შეიძლება გაცილებით უფრო ჭკვიანურად და ეფექტურად გამოიყენო, ვიდრე ის, რომ ცხელ გულზე მოისროლო და დარჩე ცარიელ-ტარიელი ყოველგვარი ბერკეტის გარეშე, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. ძიძიგურის თქმით, […]
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ

“კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს ვულოცავ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას, ფინეთის წინააღმდეგ. მჯერა, რომ ბრძოლისუნარიანობა და თავდადება, რომელიც ამ მატჩში ვნახეთ, სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს. განსაკუთრებით უნდა გამოვყო თორნიკე შენგელიას თამაში, რომელმაც ლიდერის თვისებები კიდევ ერთხელ გამოავლინა. ევროლიგაზე თამაშის შემდეგ, არასრულ 24 საათში, ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, ეროვნულ ნაკრებშიც უმაღლეს დონეზე ითამაშა და ამ გამარჯვებაში დიდი წლვილი შეიტანა. მსგავსად მოქცევა მხოლოდ […]
კავკასიონის ქედზე, ალპურ ზონაში, ხანძარია – იწვის ბალახი

კახეთში, კავკასიონის ქედზე ალპურ ზონაში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, იწვის ბალახი. უწყებაში ამბობენ, რომ ახლოს არ არის არც ტყე და არც დასახლებული პუნქტი და ადგილზე მობილიზებულია სახანძრო. გარეკანის ფოტო: მაია წიგნაძე
ესპანეთმა, ბანკების ჭარბ მოგებაზე გადასახადი გაახანგრძლივა და განაკვეთი 7%-მდე გაზარდა

ესპანეთის მთავრობამ გაახანგრძლივა გადასახადი ბანკების ჭარბ მოგებაზე და ამავდროულად გაზარდა გადასახადის განაკვეთი. თავდაპირველად გათვალისწინებული იყო, რომ ასეთი გადასახადის შემოღება იქნებოდა ერთჯერადი ღონისძიება, რომელსაც ვადა 2024 წლის 31 დეკემბერს ეწურებოდა. ახლა მთავრობამ ის კიდევ სამი წლით გაახანგრძლივა და უმსხვილესი ბანკებისთვის განაკვეთი 4,8%-დან 7%-მდე გაზარდა. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ბანკებმა ბოლო წლებში, ჭარბი შემოსავალი მიიღეს მაღალი საპროცენტო განაკვეთების […]
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო ქეთევან დედოფლის გამზირისა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე 23 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „კერძოდ, შეზღუდვა კოსტავას ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთზე იმოქმედებს. რაც შეეხება ქეთევან დედოფლის გამზირს, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა თელავის ქუჩის კვეთიდან ლეხ კაჩინსკის […]