“საზოგადოების ყურადღება პროდასავლური ოპოზიციის მეტ კოორდინაციაზე მახვილდება” – ხაზარაძე ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ძლიერი საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ლევან ცუცქირიძე დღეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების, გაერთიანებებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებიც გაერთიანებულები არიან საერთო პლატფორმაზე, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს პოლიტიკურ ხედვებზე რომელიც ძლიერ საქართველოს აქვს, მამუკა ხაზარაძემ შეკრებილებს გააცნო ახალი ინიციატივა ” ალტერნატიული სახალხო პარლამენტის” შესახებ. შეხვედრა კითხვა- […]

ბათუმში უნებართვო მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებას ოფიციალურად 74 ობიექტი ითხოვს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებული ამნისტიის ფარგლებში 74 განაცხადი დარეგისტრირდა. “ინსპექციამ ექსპლუატაციაში მიღების ბრძანება მათგან მხოლოდ 5 ობიექტზე გამოსცა; 13 განაცხადი ამ დრომდე განხილვის პროცესშია; 9-ზე გამოიცა უარის ბრძანება; 47 ობიექტის საქმე კი არასაკმარისი დოკუმენტაციის გამო განუხილველი დარჩა. მიმდინარე წელს კი ექსპლუატაციის განყოფილებაში შენობა-ნაგებობის მიღების მოთხოვნით 47 განაცხადი […]

ჩირებისა და ჩურჩხელების მწარმოებელ კომპანია “ჩირჩხელაზე“ კიბერთავდასხმა განხორციელდა – კომპანიის განცხადება

ქართულ ჩირებისა და ჩურჩხელების მწარმოებელ კომპანიაზე ,,ჩირჩხელა“ კიბერთავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა, ირმა კვაჭანტირაძემ BM.GE-სთან განაცხადა. “კომპანია შავი პარასკევის დღეებში ტრადიციულად პარტიზანულ აქციას ამზადებდა, მაგრამ პარტიზანული თავდასხმა თავად კომპანიაზე განხორციელდა. საკმაოდ თამამი მარკეტინგული აქტივობა, რომელიც პროფესიონალთა წრეში მაღალ შეფასებებს იმსახურებს, სწორი იუმორით უკვე ორი წელია სრულიად სოციალური სივრცის და მედიის დიდ ყურადღებას, საზოგადოების მაღალ […]

“რა განსხვავებაა სიმეონესა და გვარდიოლას შორის?” – როდრიმ განმარტა

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველმა როდრი ერნანდესმა, Cadena Ser-თან ინტერვიუში ერთმანეთს მისი ყოფილი და ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელები – დიეგო სიმეონე და პეპ გვარდიოლა შეადარა. “ოქროს ბურთის” მოქმედი გამარჯვებულის თქმით, არგენტინელი სპეციალისტი უფრო ემოციურია, ესპანელი კი მეთოდური. “მათ ორივეს საკუთარი, განსხვავებული სამწვრთნელო სტილი აქვთ. “ჩოლო” ჯიუტი იყო, მას მუდამ ინტენსიურად თამაში უნდა და მახსოვს, ვარჯიშებიდან თავის ტკივილით მოვდიოდი. […]

“ATACMS-ის ეფექტი” – ომის ახალი ეტაპი

მუქარისა და ბირთვული შანტაჟის შემდეგ, რუსეთმა უკვე დასავლეთთან პაექრობა რაკეტების სპეციფიკაციებით დაიწყო… მოსკოვი ცდილობს, მისი რაკეტები მეტად საშიში გამოჩნდეს, ვიდრე უკრაინისთვის მიწოდებული დასავლური შეიარაღებაა. გარდა იმისა, რომ რუსული პროპაგანდა აქტიურად ცდილობს ამერიკული წარმოების ATACMS-ს რეპუტაცია შეულახოს, ახლა უკვე მოსკოვი თავის ფსონებსაც ჩამოდის და მსოფლიო ანახებს, რომ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის გამოყენებაც შეუძლია. კიევის ცნობით, რუსეთმა უკრაინულ […]

„ძლიერი საქართველოს”ლიდერები სამოქალაქო საზოგადოების, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების, გაერთიანებებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ

“ძლიერი საქართველოს”ლიდერები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების, გაერთიანებებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. „ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს პოლიტიკურ ხედვებზე, რომელიც კოალიციას აქვს. „მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას გააცნო ახალი ინიციატივა “ალტერნატიული, სახალხო პარლამენტის” შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა “ძლიერი საქართველოს” ინიციატივა – “ალტერნატიული სახალხო პარლამენტის” […]

მექსიკის პრეზიდენტი – მოსაზრება, რომ ჩინური პროდუქცია ჩვენს ქვეყანაში შემოდის და შემდეგ მისი აშშ-ში გადატანა ხდება, არასწორია

მოსაზრება, რომ ჩინური პროდუქცია ჩვენს ქვეყანაში შემოდის და შემდეგ მისი აშშ-ში გადატანა ხდება, არასწორია, – ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა. „აშშ-ის ჩინეთიდან ძალიან ბევრი შეაქვს. ეს დიდი ხნის განმავლობაში თავად აშშ-ის, ისევე როგორც კანადის, ეკონომიკური პროექტის ნაწილი იყო. მოსაზრება, რომ ჩინური პროდუქცია ჩვენს ქვეყანაში შემოდის და შემდეგ მისი აშშ-ში გადატანა ხდება, არასწორია“, – […]

უკრაინის ომში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი შესაძლოა რიჩარდ გრენელი გახდეს-Reuters

უკრაინის ომში სპეციალურ წარმომადგენლად აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლოა დაზვერვის ყოფილი უფროსი რიჩარდ გრენელი დანიშნოს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში გრენელი ასევე იყო აშშ-ის ელჩი გერმანიაში და პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სერბეთსა და კოსოვოს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების საქმეში. 2024 წლის ზაფხულში გრენელი მხარს უჭერდა უკრაინაში “ავტონომიური ზონების” შექმნას […]

ირაკლი კუპრაძე – „ძლიერ საქართველოს“ მიღებული აქვს გადაწყვეტილება სიების ჩახსნაზე და მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით – მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს ერთობლივად, ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტის მიერ პრეზიდენტის პლატფორმაზე

კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ მიღებული აქვს გადაწყვეტილება სიების ჩახსნასთან და ინდივიდუალურად, მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია და ჩვენი შეთავაზება მდგომარეობს იმაში, რომ ეს შედგეს ერთობლივად ოთხივე ოპოზიციური პოლიტიკური სუბიექტის მიერ საქართველოს პრეზიდენტის პლატფორმაზე, რომელიც არის ნეიტრალური და ერთადერთი გადარჩენილი, ბიძინა ივანიშვილის ტყვეობაში არმყოფი ინსტიტუტი, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. მისი […]

ბთუმში, მოწოდებით – „გააუქმე გაყალბებული არჩევნები“ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

„გააუქმე გაყალბებული არჩევნები“, – ამ მოწოდებით ბათუმში სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე, მათი მხარდამჭერები აქციას აწყობენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მსვლელობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გადაინაცვლებენ. მათი განცხადებით, თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები რეგიონშიც მიმდინარეობს, რაც ხალხისთვის სასურველ შედეგს აუცილებლად გამოიღებს. სტუდენტების თქმით, ბათუმის უნივერსიტეტში, სადაც მე-10 დღეა პროტესტის ნიშნად ღამეს ათენებენ, მოგვიანებით […]