ბთუმში, მოწოდებით – „გააუქმე გაყალბებული არჩევნები“ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ

„გააუქმე გაყალბებული არჩევნები“, – ამ მოწოდებით ბათუმში სახელმწიფო უნივერსიტეტთან სტუდენტები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ასევე, მათი მხარდამჭერები აქციას აწყობენ. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მსვლელობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გადაინაცვლებენ. მათი განცხადებით, თბილისის პარალელურად საპროტესტო აქციები რეგიონშიც მიმდინარეობს, რაც ხალხისთვის სასურველ შედეგს აუცილებლად გამოიღებს. სტუდენტების თქმით, ბათუმის უნივერსიტეტში, სადაც მე-10 დღეა პროტესტის ნიშნად ღამეს ათენებენ, მოგვიანებით […]
ტრამპი ილონ მასკთან ერთად Starship SpaceX-ის სატესტო გაფრენას დაესწრო

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ილონ მასკთან ერთად ბრაუნსვილში (ტეხასი) Starship SpaceX-ის მრავალჯერადი გამოყენებადი სუპერ მძიმე რაკეტა-მატარებელის სატესტო გაშვებას დაესწრო, – წერს BBC. ეს Starship SpaceX-ის მეექვსე სატესტო გაფრენაა, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა. 13 ოქტომბერს SpaceX-მა ისტორიაში ყველაზე მძლავრი სარაკეტო სისტემის, რიგით მეხუთე სატესტო გაფრენა წარმატებით შეასრულა. ამ ფრენის დროს პირველივე მცდელობაზე წარმატებით დაიჭირეს რაკეტის Super […]
დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია – ლიბერალური ფაშიზმის გადატრიალებიდან 21 წლისთავია. ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია – ლიბერალური ფაშიზმის გადატრიალებიდან 21 წლისთავია. ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ვარდების რევოლუციის თარიღს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „ნაცსექტას ახასიათებს “თავმდაბლობა” და დემენცია, შესაძლოა ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი ვერც კი მიაწერონ საკუთარ “საგმირო” ქმედებებს“- წერს ანალიტიკოსი და ქრონოლოგიურად იხსენებს ვარდების რევოლუციიდან […]
მოშიმშილე დემონსტრანტი ისაკო დევიძე იზოლატორიდან კლინიკაში გადაჰყავთ – ადვოკატი

მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციისას დაკავებული დემონსტრანტი, ისაკო დევიძე, რომელსაც შიმშილობა აქვს გამოცხადებული, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაჰყავთ, – ეუბნება რადიო თავისუფლებას მისი ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე. ადვოკატის თქმით, ეს ინფორმაცია ზაჰესის იზოლატორის წარმომადგენლებისაგან 14:30 საათისთვის მიიღო და ამ წუთებში, 15:10 საათისთვის, „ვივამედისკენ“ მიდის. დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით დაზუსტდება. ისაკო დევიძე პოლიციამ 19 ნოემბერს […]
24 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი, მაღალ მთაში თოვლი. მათივე ცნობით, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. „მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების […]
2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელმა საუდის არაბეთმა, სტადიონის ახალი დიზაინი წარადგინა

2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელმა საუდის არაბეთმა, სტადიონის ახალი დიზაინი წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთის 2034 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა საუდის არაბეთი იქნება. სტადიონი 90 000-ზე მეტ ადამიანს დაიტევს. წყარო CNN.
ვერის პარკში ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაციაზე 34 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

თბილისის მერია ვერის პარკში მდებარე ჭადრაკის სასახლისა და ალპური კლუბის შენობა-ნაგებობის რეაბილიტაციისთვის 34 მილიონზე მეტს დახარჯავს. ტენდერი ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდმა გამოაცხადა. წინადადებების მიღება 7 დეკემბერს დაიწყება და 12 დეკემბერს დასრულდება, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 34 421 414 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 წელში უნდა დასრულდეს. 2024 წელს 100 000 ლარი დაიხარჯება, 2025 წელს – 17 160 […]
რუსეთში მამაკაცს ვეფხვი დაესხა თავს

რუსეთში, ხაბაროვსკის ოლქში, ვეფხვი მამაკაცს თავს დაესხა. ინფორმაციას რუსული მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. პოლიციის ინფორმაციით, შეტყობინება მიიღეს, რომ მამაკაცს თავს ვეფხვი დაესხა და ტყეში წაათრია. ინციდენტი სოლონცოვოს დასახლებიდან 20 კილომეტრში მოხდა. ადგილობრივების ცნობით, მსხვერპლი მუშა იყო და ხე-ტყის დამამზადებელ ქარხანაში მუშაობდა. სამართალდამცავების ინფორმაციით, ხაბაროვსკის ოლქში მდებარე სოფლებში ვეფხვების გამოჩენა ხშირია, ძირითადად ისინი შინაურ ცხოველებს, […]
ისაკო დევიძე, რომელიც მშრალ შიმშილობაზეა, იზოლატორიდან ვივამედში გადაჰყავთ

აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე, რომელმა წინასწარი დაკავების იზოლატორში მშრალი შიმშილობა გამოაცხადა, ვივამედის კლინიკაში გადაჰყავთ. როგორც მისმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ ფორმულასთან აღნიშნა, თვითონაც კლინიკაში მიდის და ამ ეტაპისთვის გადაყვანის მიზეზები ან დაკავებულის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ აქვს. ისაკო დევიძე 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლისას დააკავეს. მას სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. ამის შემდეგ დევიძემ იზოლატორში […]
“ამის შიში ნამდვილად გვაქვს” – რა თქვა კონტემ “რომასთან” მატჩის წინ?

ხვალ, 24 ნოემბერს, სერია A-ს მე-13 ტურში, “ნაპოლი” “რომას” უმასპინძლებს. “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ, მატჩისწინა ინტერვიუში სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. “არ ვფიქრობ, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას რომელიმე გრანდი გამოეთიშა, მხოლოდ 12 ტურია გასული და სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა, ჩვენ კარგად ვთამაშობთ, მაგრამ სხვებიც მშვენივრად გამოიყურებიან. კვირას ორივე გუნდისთვის, როგორც ჩვენთვის, ასევე “რომასთვის”, მძიმე მატჩი იქნება. მათ გასულ […]