პენტაგონის თანახმად, ჩრდილოკორეელი სამხედროები მალე ჩაებმებიან ბრძოლაში უკრაინის არმიის წინააღმდეგ

შეერთებული შტატები მოელის, რომ რუსეთში მყოფი ჩრდილოეთ კორეის ათასობით ჯარისკაცი მალე უკრაინის არმიის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში ჩაებმება. რადიოსადგურ “ამერიკის ხმის” თანახმად, ამის შესახებ პენტაგონის თავკაცმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. ოსტინის თქმით, ჩრდილოკორეელი სამხედროები უკვე ინტეგრირებულნი არიან რუსულ დანაყოფებში და მზად არიან საბრძოლო ოპერაციებისთვის. თავის მხრივ, CNN-ს უკრაინის სპეცსამსახურების წყარომ აცნობა, რომ ჩრდილოკორეელი სამხედროები ასევე იმყოფებიან რუსეთის […]
კონგრესმენის თქმით, საქართველოში ჩატარებული არჩევნების თემები ტრამპისთვისაც საყურადღებო იქნება

რესპუბლიკელი კონგრესმენი რობერტ ადერჰოლტი, რომელიც დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერია, ამბობს, რომ საქართველო შეერთებული შტატების კარგი მეგობარია და დასავლეთისკენ მისი სვლა საერთო ინტერესია. საქართველოს არჩევნებზე კონგრესმენმა “ამერიკის ხმასთან” ისაუბრა. „მე კარგად ვიცი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ, იქ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი აკვირდებოდა არჩევნების პროცესს, იმედი გვაქვს, რომ ეს [საკითხი] გადაწყდება. საქართველო ჩვენი კარგი მეგობარია და მისთვის […]
დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ბანკი (HSBC) რუსეთიდან და ბელარუსიდან გადახდების მიღებას წყვეტს

გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესი ბანკი, HSBC-ი, გადახდებს რუსეთიდან და ბელარუსიდან აღარ მიღებს, – ამის შესახებ ბანკის მენეჯმენტმა საკუთარ ვებგვერდზე განცხადება გამოაქვეყნა და კლიენტებს, რომლებიც გეგმავენ გადახდების განხორციელებას ან მიღებას რუსეთში ან ბელარუსში, ალტერნატიული ვარიანტების გამოყენება ურჩია. „ჩვენ გადავწყვიტეთ შევწყვიტოთ გადახდების დამუშავება რუსეთიდან ან ბელარუსიდან“,- წერია ფინანსური ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. პერსონალური საბანკო გადახდების შეწყვეტაზე გადაწყვეტილება მოჰყვა […]
მოსაზრება, რომ ჩინური პროდუქცია ჩვენს ქვეყანაში შემოდის და შემდეგ მისი აშშ-ში გადატანა ხდება, არასწორია – მექსიკის პრეზიდენტი

მოსაზრება, რომ ჩინური პროდუქცია ჩვენს ქვეყანაში შემოდის და შემდეგ მისი აშშ-ში გადატანა ხდება, არასწორია, – ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა. „აშშ-ის ჩინეთიდან ძალიან ბევრი შეაქვს. ეს დიდი ხნის განმავლობაში თავად აშშ-ის, ისევე როგორც კანადის, ეკონომიკური პროექტის ნაწილი იყო. მოსაზრება, რომ ჩინური პროდუქცია ჩვენს ქვეყანაში შემოდის და შემდეგ მისი აშშ-ში გადატანა ხდება, არასწორია“, – […]
აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე მსვლელობით მივიდნენ, სადაც კარვების გაშლას და 22:00 საათამდე დარჩენას აანონსებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე, მემორიალთან მსვლელობით მივიდნენ. როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებენ, ისინი მოძრაობას 22:00 საათამდე გადაკეტავენ. სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში, პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლები დაიწყება. აქციის მონაწილეები „გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ“, ამასთან მათ სოლიდარობა გამოუცხადეს სტუდენტებს, რომელთა ნაწილიც თსუ-ს ერთ-ერთ აუდიტორიაში მე-4 დღეა, ღამეს ათენებენ. ისინი უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომას […]
ოთარ ზურაბიშვილი – არჩევნების შედეგებს ვგმობ, პატივს ვცემ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს და მომავალ არჩევნებს იცავენ – მიგვაჩნია, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, მთავრობა არალეგიტიმურია

არჩევნების შედეგებს ვგმობ, პატივს ვცემ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს და მომავალ არჩევნებს იცავენ, რომელიც ჩვენი საერთო მიზანია,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა. ის თსუ-სთან მიმდინარე აქციას, საიდანაც მსვლელობით გმირთა მოედნისკენ მიემართებიან, შეუერთდა. „ყველამ იცის, რომ მთელი მსოფლიო ოპოზიციას უჭერს მხარს, ასევე გაყალბებული არჩევნების გაპროტესტებას. გუშინ ერთი მხარდამჭერი გამოჩნდა, პრორუსული ევროპარლამენტარი, რომელიც […]
ოპოზიციის ლიდერები ღამის 10 საათამდე გმირთა მოედნის გადაკეტვას აანონსებენ

თბილისში შაბათს, 23 ნოემბერს, 15:00 საათზე დაიწყო ოპოზიციური პარტიების დაანონსებული საპროტესტო დემონსტრაცია ხელახალი არჩევნების მოთხოვნით. ოპოზიციის ლიდერებმა, ნიკა გვარამიამ და გიორგი ვაშაძემ 16:00 საათისთვის მოუწოდეს აქციაზე შეკრებილებს, გადაინაცვლონ გმირთა მოედანზე, ვარაზისხევის გავლით, და ღამის 10 საათამდე გადაკეტონ საავტომობილო მოძრაობა. მოგვიანებით ნიკა გვარამიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ მოძრაობა 11 საათამდე იქნება გადაკეტილი. გმირთა მოედანი ერთ-ერთი ძირითადი კვანძია […]
ნიკა გვარამია – ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია აბსოლუტურად გამორიცხულია – იმედი მაქვს, რომ არც ერთი ოპოზიციური პარლამენტის წევრი პირველ სხდომაზე და არც არანაირ სხდომაზე პარლამენტში არ იქნება

ეს არჩევნები არც ერთ ფუნდამენტურად ჩამოყალიბებულ დემოკრატიას არ უცნია ლეგიტიმურ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად. შესაბამისად, ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია აბსოლუტურად გამორიცხულია. იმედი მაქვს, რომ არც ერთი ოპოზიციური პარლამენტის წევრი პირველ სხდომაზე და არც არანაირ სხდომაზე ამ პარლამენტში არ იქნება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა. თავად […]
ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან სტუდენტები აქციას მართავენ

საკონსტიტუციო სასამართლოს ვახსენებთ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს და არა რუს ოლიგარქს, – ეს განცხადება სტუდენტებმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან გააკეთეს, სადაც მსვლელობით ბათუმის უნივერსიტეტიდან მივიდნენ. „ისტორიულ გზაჯვარედინზე ვდგავართ, ახლა როგორც არასდროს უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, საქართველო ოლიგარქს გამოვტაცოთ და თავის ისტორიულ კალაპოტს დავუბრუნოთ. ჩვენი ადგილი არის ევროპაში, როგორც დამოუკიდებელ სუვერენული სახელმწიფოსი და არა რუსეთის გვერდით, რომელსაც ჩვენი […]
აქციის მონაწილეები გმირთა მოედნის გადაკეტვას გეგმავენ

თუს-ს პირველ კორპუსთან, სადაც სოლიდარობის აქცია დაიწყო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ საზოგადოებას მსვლელობით გმირთა მოედანთან წასვლისკენ მოუწოდა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, ისინი თსუ-დან ვარაზისხევის გავლით გაემართებიან გმირთა მოედნისკენ, რომელიც 22:00 საათამდე გადაკეტილი იქნება. „თსუ-ს სტუდენტები არ არიან ღირსნი, რომ ასეთი რექტორი ჰყავდეთ და რაც მთავარია, ეს უნივერსიტეტი არ არის ღირსი, რომ ასეთი რექტორი მართავდეს, რომელიც […]