„ოპოზიცია რუსულ საქმეს აკეთებს, თუ უნდათ პირდაპირ გვარებით ვეტყვი ვინ მუშაობს რუსეთზე… ოკუპაცია რუსმა იქით გამიკეთა და თბილისში მიკეთებ?!“ – მეუფე იაკობი

„ოპოზიცია რუსულ საქმეს აკეთებს, თუ უნდათ პირდაპირ გვარებით ვეტყვი ვინ მუშაობს რუსეთზე… ოკუპაცია რუსმა იქით გამიკეთა და თბილისში მიკეთებ?!“ – მეუფე იაკობი მეუფე იაკობი პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს. ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა გიორგის დღესასწაულზე, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერში იქადაგა. ისაუბრა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც. მთავარეპისკოპოსმა შეაფასა ევროპის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ოპოზიციის აქციებზეც ისაუბრა. “სტუდენტებს რომ გამოიყვან და […]
4 400-მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა – რა ინფორმაციას ავრცელებს „თბილისი ენერჯი“

4 400-მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა – რა ინფორმაციას ავრცელებს „თბილისი ენერჯი“ “თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო 4400-მდე აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. “კრწანისის რაიონში გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, დღეს 22 ნოემბრის 22:30სთ-დან, გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა ქვემო ფონიჭალა – რუსთავის გზატკეცილი 3, 8, 10, 12ვგ, 12ა, 14, 15, 16აბ, 28, 30, […]
გმირთა მოედანზე მოძრაობა გადაიკეტა

გმირთა მოედანზე, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით მივიდნენ, მოძრაობა გადაიკეტა. ამასთან, აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს გმირთა მოედნის ის გზა, რომელიც თამარ მეფის ხიდიდან კოსტავას მიმართულებით ადიოდა. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. აქციის მონაწილეებმა ესტაკადის ქვეშ, ორ ადგილას კარვები გაშალეს. პოლიტიკოსების თქმით, მოძრაობას 22:00 საათამდე გადაკეტავენ და ამ პერიოდის განმავლობაში […]
ნიკა გვარამია – ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია აბსოლუტურად გამორიცხულია – იმედი მაქვს, რომ პარლამენტის არც ერთი ოპოზიციური წევრი პირველ სხდომაზე და არც არანაირ სხდომაზე პარლამენტში არ იქნება

ეს არჩევნები არც ერთ ფუნდამენტურად ჩამოყალიბებულ დემოკრატიას არ უცნია ლეგიტიმურ, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად. შესაბამისად, ამ პარლამენტის ლეგიტიმაცია აბსოლუტურად გამორიცხულია. იმედი მაქვს, რომ არც ერთი ოპოზიციური პარლამენტის წევრი პირველ სხდომაზე და არც არანაირ სხდომაზე ამ პარლამენტში არ იქნება, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებთან განაცხადა. თავად […]
Jobs.ge-ზე ვაკანსიების რაოდენობა 6.2%-ით შემცირდა

PMCG-ის კვლევითი ცენტრის დასაქმების ტრეკერის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერში, ამავე წლის სექტემბერთან შედარებით, Jobs.ge-ზე გამოქვეყნებულმა ვაკანსიების ოდენობამ 6.2%-ით იკლო. მხოლოდ ოქტომბერში ვებგვერდზე მთლიანობაში 7,829 ვაკანსია გამოქვეყნდა. მიმდინარე წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით Jobs.ge-ზე საერთო ჯამში 47,685 ვაკანსიაა დადებული, რაც წლიურ ჭრილში 3.8%-ით მეტია. ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შენელებულია. მაისი-ოქტომბერში წლიური საშუალო ზრდის ტემპი 3.9%-ს გაუტოლდა, რაც […]
ტრამპის გაპრეზიდენტებით უკმაყოფილო ამერიკელებს იტალია სახლებს ერთ ევროდ სთავაზობს

ტრამპის გაპრეზიდენტებით უკმაყოფილო ამერიკელებს იტალია სახლებს ერთ ევროდ სთავაზობს. კერძოდ საუბარია, იტალიაში, სარდინიაში მდებარე სოფელი ოლოლაიზე, რომლის მერმა 5 ნოემბრის არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ამერიკელებს სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე უპრეცედენტო ფასდაკლება შესთავაზა: სახლი სულ რაღაც 1 ევროდ. „დაიღალე გლობალური პოლიტიკით? ეძებთ უფრო ჰარმონიულ ცხოვრების წესს, მაგრამ მზად ხართ ახალი ჰორიზონტების გასახსნელად? დროა ავაშენოთ ახალი ცხოვრება სარდინიის სამოთხეში“ […]
ბუნდესტაგში ძაღლებს დაუშვებენ

ბუნდესტაგის (გერმანიის პარლამენტის ქვედა პალატის) დეპუტატთა საინიციატივო ჯგუფი საკანონმდებლო ორგანოში ძაღლების დაშვების წინადადებით გამოვიდა. ამჟამად ბუნდესტაგის რეგულაციების თანახმად, შენობაში სკუტერების, ველოსიპედების და ცხოველების შეყვანა არ შეიძლება. გამონაკლისი მხოლოდ სამსახურის ძაღლებია. თუმცა, დეპუტატებმა უკვე მიიღეს ნებართვა შშმ-ის პირების დასახმარებლად მეგზური ძაღლების შეყვანაზე. ჯგუფი აგრძელებს სხვა პარლამენტარების დარწმუნებას, რომ ძაღლები დადებით გავლენას მოახდენენ პარლამენტის მუშაობაზე. ჯგუფის თავმჯდომარე, […]
ბავშვებში ხშირი ავადობა დიაბეტის განვითარებას უშლის ხელს – ფინელი მეცნიერები

ბავშვებში ბაქტერიული და ვირუსული წარმოშობის ხშირი დაავადებები არა მხოლოდ იმედგაცრუების, არამედ ოპტიმიზმის მიზეზიცაა. ამ დასკვნამდე მივიდნენ ჰელსინკის უნივერსიტეტის მეცნიერები 1989 წლიდან 2022 წლამდე 100 575 მონაწილის სამედიცინო ისტორიის შესწავლის შემდეგ. წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ სხვადასხვა მიკრობების ზემოქმედება ადრეულ ასაკში კარგად ვარჯიშდება იმუნური სისტემა ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლაში. იმის გამო, რომ იმუნური სისტემა “დატვირთულია”, აუტოიმუნური დაავადებების, […]
ევროპაში თოვლმა სირთულეები შექმნა

ევროპის კონტინენტზე ცივი ჰაერის მასების შემოდინების შედეგად ზოგიერთ ქვეყანაში თოვლი მოვიდა, რამაც გარკვეული სირთულეები წარმოქმნა. დანიაში გაიყინა ავტომაგისტრალები, გაიზარდა ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა. თოვლი მოვიდა ასევე ბელგიაში, ავსტრიაში, პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში. კონტინენტზე პოლარული ცივი ჰაერის მასების შემოდინების ფონზე ევროპის გარკვეულ რეგიონებში, მათ შორის ბელგიაში, მოთოვა. სინიალ-დე-ბოტრანჟთან მდებარე მთის მწვერვალები თოვლითაა დაფარული. ავსტრიაში არლბერგის უღელტეხილზე სატვირთოს […]
პენტაგონის თანახმად, ჩრდილოკორეელი სამხედროები მალე ჩაებმებიან ბრძოლაში უკრაინის არმიის წინააღმდეგ

შეერთებული შტატები მოელის, რომ რუსეთში მყოფი ჩრდილოეთ კორეის ათასობით ჯარისკაცი მალე უკრაინის არმიის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში ჩაებმება. რადიოსადგურ “ამერიკის ხმის” თანახმად, ამის შესახებ პენტაგონის თავკაცმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. ოსტინის თქმით, ჩრდილოკორეელი სამხედროები უკვე ინტეგრირებულნი არიან რუსულ დანაყოფებში და მზად არიან საბრძოლო ოპერაციებისთვის. თავის მხრივ, CNN-ს უკრაინის სპეცსამსახურების წყარომ აცნობა, რომ ჩრდილოკორეელი სამხედროები ასევე იმყოფებიან რუსეთის […]