ისაკო დევიძე, რომელიც მშრალ შიმშილობაზეა, იზოლატორიდან ვივამედში გადაჰყავთ

აქციაზე დაკავებული ისაკო დევიძე, რომელმა წინასწარი დაკავების იზოლატორში მშრალი შიმშილობა გამოაცხადა, ვივამედის კლინიკაში გადაჰყავთ. როგორც მისმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ ფორმულასთან აღნიშნა, თვითონაც კლინიკაში მიდის და ამ ეტაპისთვის გადაყვანის მიზეზები ან დაკავებულის მდგომარეობაზე ინფორმაცია არ აქვს. ისაკო დევიძე 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლისას დააკავეს. მას სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. ამის შემდეგ დევიძემ იზოლატორში […]
საკონსტიტუციო სასამართლოსთან სტუდენტებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია დასრულდა

“გააუქმე” – ამ შეძახილებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან სტუდენტებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს მიმართეს და ისტორიული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს. ამასთან, აღნიშნეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ქვეყნის ევროპული მომავლის ბედს წყვეტენ. “ეს ქვეყანა ჩვენია, ცალ მხარეს დგას ევროპა და ამერიკა, სადაც ადამიანის უფლებები არის დაცული, მეორე მხარეს არის რუსეთი. […]
აქციაზე დაკავებული ქალი: პოლიციის მანქანაში სექსუალურად მავიწროებდნენ, მუხლებზე დაყენებული მამგზავრეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქციის დაშლისას დაკავებული მოქალაქე ნათია ძიძიგური ამბობს, რომ პოლიციელებმა დაკავების მანქანაში სექსუალურად შეავიწროვეს. როგორც მოქალაქემ “ფორმულას” ეთერში, გადაცემაში (“მე-17 სართულზე”) გაიხსენა, ის დაკავების შემდეგ იზოლატორამდე მთელი გზა მუხლებზე დაყენებული ატარეს. ძიძიგური იხსენებს, რომ ის მელიქიშვილის გამზირზე ტროტუარზე იდგა, როდესაც დაინახა, რომ ერთ-ერთ დაკავებულს პოლიციელი თმებში ქაჩავდა, რაც მან გააპროტესტა, რის შემდეგაც პოლიციის […]
გმირთა მოედანზე კარვებს შლიან

საპროტესტო აქციის მონაწილეები გმირთა მოედანზე კარვებს შლიან. ისინი გმირთა მოედანზე ვარაზის ხევის გავლით ჩავიდნენ. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ნიკა მელიას თქმით, ასეთი საპროტესტო აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ ქართული ოცნება ახალ არჩევნებს არ ჩანიშნავს. “საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში ყოველდღიურად იქნება ასეთი წინააღმდეგობრივი ღონისძიება, სანამ არალეგიტიმური ხელისუფლება არ გახდება იძულებული ჩანიშნოს ამ ქვეყანაში ახალი არჩევნები. თავისი ფორმით, შინაარსით, სიყალბით […]
ბეზოსმა უსახლკაროთა დასახმარებლად დამატებით $110 მილიონი გაიღო

Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში უსახლკაროების დასახმარებლად დამატებით $110.5 მილიონი გაიღო. შემოწირულება ჯამში 40 არაკომერციულ ორგანიზაციას ბეზოსის ფონდის, Day 1 Families Fund-ის მეშვეობით გადაეცემა. ბეზოსის ქველმოქმედების ფარგლებში ორგანიზაციები $425,000-დან $5 მილიონამდე დაფინანსებას მიიღებენ. უმსხვილეს ბენეფიციარებს შორის არიან Welcome House-ი და Jenesse Center-ი. თითოეული მათგანი ბეზოსის მიერ გაღებული თანხიდან $2.5-2.5 მილიონს მიიღებს. ბეზოსის Day […]
ნატოს გენერალური მდივანი და დონალდ ტრამპი ფლორიდაში შეხვდნენ ერთმანეთს

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ ფლორიდაში აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა გამართა. ნატო-ს პრესსამსახურის ცნობით, მათ სამხედრო ალიანსის წინაშე მდგარი გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საუბრის დეტალები უცნობია. სააგენტო “ფრანს პრესის” თანახმად, ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რუტემ 5 ნოემბერს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოთქვა არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის სურვილი, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის დაახლოების […]
„უკვე მონათლულია 48 500 ბავშვი, კიდევ 700 ბავშვი ინათლება“ – დღეს პატრიარქის ნათლობის 70-ე ეტაპი ჩატარდება

„უკვე მონათლულია 48 500 ბავშვი, კიდევ 700 ბავშვი ინათლება“ – დღეს პატრიარქის ნათლობის 70-ე ეტაპი ჩატარდება ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია საზოგადოებას გიორგობას ულოცავს. დეკანოზის თქმით, დღეს გაიმართება პატრიარქის ნათლობის 70-ე ეტაპი, რა დროსაც 700 ბავშვი მოინათლება. “დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა ჩვენი ერისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენს ქვეყანას იფარავს და იცავს წმინდა გიორგი და […]
“ოკუპაციის გამოწვევას ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისიც ემატება, რაც ინვესტორებზე მოქმედებს” – EUGBC-ის გენმდივანი

ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე საქართველოში მიმდინარე პროცესების გავლენას BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში არსებულ გამოწვევას, ოკუპაციას, პოლიტიკური კრიზისიც ემატება, რაც ინვესტიციებს თრგუნავს. “როდესაც ინვესტორი გრძელვადიანად ფიქრობს, რომ დააბანდოს თავის კაპიტალი და ჩადოს ინვესტიცია ქვეყანაში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის ისედაც დათრგუნულია, იმიტომ რომ, შეიძლება, ჩვენი […]
ზივზივაძემ ანგარიში გაათანაბრა და ჩემპიონატის თანაბომბარდირი გახდა

მეორე ბუნდესლიგის მეცამეტე ტურში „კარლსრუე“ გასვლაზე „გროიტერ ფიურტს“ ეთამაშება. პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, შესვენების შემდეგ კი სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ ანგარიში გაათანაბრა. ქართველი ფორვარდი 9 გატანილი გოლით ისაკ ლიდბერგთან (დარმშტადტი) ერთად ჩემპიონატის ბომბარდირია.
მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს

წმინდა გიორგისთვის ჭეშმარიტი გზა და ცხოვრება იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მან სხვა გზა არც იცოდა, მას არც სურდა სხვა გზით სიარული და ამიტომ დიდი სიმტკიცითა და სიმამაცით შეუდგა ქრისტეს გზას. ამიტომაც გვიყვარს და ვეთაყვანებით მას“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. მიტროპოლიტის თქმით, „წმინდა მოწამეები ქრისტეს […]