18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა – კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ორი გუნდი გავიდა, რომლის ღირსებასაც ქართველი ფეხბურთელები იცავენ – “ნაპოლი” (ხვიჩა კვარაცხელია) და “კოპენჰაგენი” (დავით ხოჭოლავა). ის კლუბები, რომლებმაც ჯგუფებში პირველი ადგილი დაიკავეს, განთესილთა შორის იქნებიან, ხოლო მეორეადგილოსნები – განუთესავებში. განთესილები არსენალი რეალი სოსიედადი ატლეტიკო დორტმუნდი მანჩესტერ სიტი ბარსელონა ბაიერნი განუთესავები კოპენჰაგენი პსვ ნაპოლი ინტერი ლაციო პსჟ ლაიფციგი პორტუ კენჭისყრა 18 დეკემბერს […]
მედია – ფინეთი რუსეთთან ორ სასაზღვრო პუნქტს, რომელიც გახსნა, კვლავ დახურავს

ფინეთი რუსეთთან საზღვარს კვლავ დახურავს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. მათი ცნობით, ამის შესახებ ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარი რანტანენმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად, ფინეთის მთავრობა გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურ განცხადებას დღეს მოგვიანებით პრესკონფერენციაზე გაავრცელებს. აღნიშნულია, რომ საუბარია ორ სასაზღვრო პუნქტზე, რომლებიც ფინეთმა ხუთშაბათს, 14 დეკემბერს, ხელახლა გახსნა. ამავდროულად, მათი ხელახლა დახურვის […]
რაჟდენ კუპრაშვილი იტალიის კვლევითი ცენტრის Terrutoria house-ის ექსპერტებს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის წევრ სახელმწიფოთა მეათე კონფერენციის (UNCAC COSP) ფარგლებში, იტალიის კვლევითი ცენტრის Terrutoria house-ის ექსპერტებს პაოლო ბერტაჩინისა და საბრინა ვეტოზატოს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს. მათივე ცნობით, ექსპერტებმა ბიუროს წარმომადგენლებს თავიანთი საქმიანობა და ძირითადი მიმართულებები გააცნეს. მხარეებმა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. „მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე […]
მელია: სააკაშვილთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ

[…] არ ნიშნავს, რომ მასთან [მიხეილ სააკაშვილი] დაკავშირებით კითხვები არ მაქვს – მაქვს, ბუნებრივია და პირველ რიგში. ეს კითხვები დაისმება მას შემდეგ, როცა მექნება [შეხვედრის] შესაძლებლობა. მე მასთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ, ოდესმე ეს ვერ შედგება. ეს იქნება, უბრალოდ, ფანტასტიკის სფეროსთვისაც წარმოუდგენელი. ამას მე თქვენ გეუბნებით გულახდილად.
ქვეყნის შიგნით ღვინის პოპულარიზაციაზე მთავრობა ₾1,5 მილიონს დახარჯავს – ახალი პროგრამის დეტალები

2024 წლისთვის სამიზნე ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით იზრდება. ჯამში მარკეტინგულ აქტივობებზე ღვინის ეროვნული სააგენტო მომავალ წელს 16 მილიონ ლარს დახარჯავს. შემუშავდა ახალი სახელმწიფო პროგრამაც, რომელიც მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ღვინის პოპულარიზაციის წახალისებას ითვალისწინებს. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი bm.ge-სთან განმარტავს, საუბარია ქვეყნის შიგნით მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებაზე, რომლის ბიუჯეტი მომავალი წლისთვის 1,5 […]
ირანი სავიზო მოთხოვნებს აუქმებს 33 ქვეყანასთან, მათ შორის საუდის არაბეთთან

ირანი სავიზო მოთხოვნებს აუქმებს 33 ქვეყნისთვის, მათ შორის საუდის არაბეთთან, რომელთანაც მრავალწლიანი დაძაბულობის შემდეგ თეირანმა რამდენიმე თვის წინ დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა. „ტურიზმის სააგენტოს სჯერა, რომ ღია კარის პოლიტიკა აჩვენებს ირანის მზადყოფნას, იურთიერთოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან“, – აღნიშნავს ირანული სააგენტო ISNA. ამგვარად, 45-მდე გაიზარდა იმ ქვეყნების და ტერიტორიების რიცხვი, რომელთა მოქალაქეებს ირანში ჩასასვლელად ვიზა არ სჭირდებათ. […]
“ავტოსკოლების სავალდებულო ლიცენზირების შემოღება და კონტროლის მექანიზმის გამკაცრება აუცილებელია“

„ქვეყანაში ავტოსკოლის გახსნა დღეს ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გარეშე, რის გამოც, ქვეყანაში უამრავი თვითმარქვია ავტოსკოლა ფუნქციონირებს“ , – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „გრინლაით კონსალტინგის“ დამფუძნებელმა დავით მესხიშვილმა განუცხადა. მისივე განმარტებით, ამ ფაქტორიდან გამომდინარე, აუცილებელია ავტოსკოლების სავალდებულო ლიცენზირების შემოღება და კონტროლის მექანიზმის გამკაცრება. „ავტოსკოლას პროფესიული სასწავლებლის სახე უნდა ჰქონდეს და მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე შეეძლოს […]
მინისტრი: თავშესაფრის მაძიებელთა გამო, ფინეთი კვლავ დახურავს რუსეთთან საზღვარს

ფინეთი კვლავ დახურავს რუსეთთან მთელ საზღვარს, საიმისოდ, რომ შეაჩეროს თავშესაფრის მაძიებელთა შედინება – აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი, მარი რანტანენი 14 დეკემბერს, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ფინეთმა დაასრულა ორი კვირის განმავლობაში მოქმედი რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც ორ ქვეყანას შორის ყველა გზა დახურული იყო. ჰელსინკის განცხადებით, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ბოლოდროინდელი მატება მოსკოვის მიერ ორკესტრირებული ნაბიჯია, რომლითაც ის […]
ანაკლიის პორტით ევროპული კომპანიებიც არიან დაინტერესებული — ევროკომისარი

ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ადინა ვალეანი ამბობს, რომ ანაკლიის პორტით ევროპული კომპანიებიც არიან დაინტერესებული და გამორიცხული არ არის, საქართველოს მთავრობასთან დისკუსიებისას „ალტერნატიული გადაწყვეტილებები წარმოიშვას“. პორტში შესაძლო ჩინურ ინვესტიციასთან დაკავშირებით, ევროკომისარმა თქვა, რომ ეს საქართველოს გადასაწყვეტია. „ჩინური ინვესტიციები ევროპაშიც გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ კონკურენტები ვართ გლობალურ ბაზარზე, მაგრამ საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, ვისგან და რა სახის ინვესტიციებს […]
დანიის პოლიციის თქმით, კოპენჰაგენში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს | არიან დაკავებულები

დანიის ხელისუფლების განცხადებით, დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმა აღკვეთეს. პრესკონფერენციაზე პოლიციამ თქვა, რომ რეიდების შედეგად სამი ადამიანი დანიაში, ერთი კი ნიდერლანდებში დააკავეს. “დანიაში დაკავებულ სამ ადამიანს ტერორისტულ დანაშაულებში წაუყენებენ ბრალს, ჩვენ აღმოვაჩინეთ ტერორისტული თავდასხმის დამგეგმავი ტრანსნაციონალური ქსელი, რომლიც დაკავშირებულია კრიმინალურ დაჯგუფებებთან. ებრაული ადგილების გარშემო უსაფრთხოება გაძლიერდება და კოპენჰაგენში პოლიციის პატრულირება გახშირდება.” – განუცხადა ჟურნალისტებს პოლიციამ ფლემინგ დრეჯერმა. […]