“უსაფრთხოების სამსახურის ქმედითუნარიანობა და წარმატებული საქმიანობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებითაც დასტურდება” – პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სუს-ის უფროსის პირველ მოადგილეს მოუსმინეს

ნდობის ჯგუფის სხდომაზე, ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს, ალექსი ბატიაშვილს მოუსმინეს. „შეხვედრაზე, ნდობის ჯგუფის წევრებმა, დეტალურად განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს ეხება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ინფორმაცია, რასაც უწყება ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების საპასუხოდ ახორციელებს. ასევე, […]
ევროპული თუ ისევ რუსული – რას დაარქმევს ამჯერად და დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიციური სპექტრი უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის შეთავაზების ადრესატები ოპოზიციის წევრები არიან – მამუკა მდინარაძეს ოპონენტებისგან აინტერესებს, მზად არიან თუ არა პარტიები, მხარი დაუჭირონ იმ კანონის ზუსტ ანალოგს, რომლის მიღებასაც ევროპარლამენტი გეგმავს. “დემოკრატიის დაცვის პროექტი”, რომლის ინიციატორიც ევროკომისიაა, უცხოურ გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის დამტკიცებას და, ამ გზით, უცხოური გავლენის საფრთხესთან გამკლავებას გულისხმობს. საფრთხე, რომლის წინააღმდეგაც ევროკავშირის ქვეყნები მსჯელობას […]
მიწის გაცვლის სანაცვლოდ, ცხინვალი თბილისს დელიმიტაციის ერთობლივი კომისიის შექმნას სთავაზობს

6 ნოემბრის კირბალის ინციდენტის და თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ ოსური და რუსული მხარეები განსაკუთრებით ააქტიურებენ ე.წ საზღვრის დელიმიტაციის თემას. ეს საკითხი მოსკოვმა და ცხინვალმა ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდზეც წამოჭრა. მათი აზრით, თუ საქართველო ვერ აკონტროლებს გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას, მაშინ ცხინვალთან ერთად უნდა ჩაერთოს დელიმიტაციის ერთობლივი კომისიის შექმნასა და მუშაობაში, რაც მომავალში მსგავს ინციდენტებს გამორიცხავს. […]
დაძაბული დებატები ბრიუსელში | 1 დღე ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებამდე

კრემლი მთავარი წინააღმდეგობაა – ევროკავშირში ფაქტობრივად ყველა თანხმდება, რომ უკრაინის სტატუსთან დაკავშირებული კრიზისი სწორედ მოსკოვიდან, პირადად ვლადიმერ პუტინის მიერ იმართება. სწორედ პუტინის დამარცხებისკენ მოუწოდებდა დღეს ვოლოდიმერ ზელენსკი ევროპელ ლიდერებს, რომლებმაც სულ რამდენიმე საათში უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინისთვის და მასთან ერთად საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. საქართველოს სტატუსის საკითხი ამ მოლაპარაკებებში პრობლემას არ ქმნის. […]
რეგიონებში ახალი წლის დადგომას სხვადასხვა დროს აღნიშნავენ

საქართველოს ყველა რეგიონში დღესასწაულის დადგომას სხვადასხვა დროს აღნიშნავენ. ასეთია ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება. ხელისუფლების ფავორიტი მომღერლები ცხადია ყველა რეგიონში ერთ დღეს ვერ იმღერებენ და ამიტომ პრემიერის განკარგულებით, ცენტრალური საახალწლო ღონისძიებები მუნიციპალიტეტებში განსხვავებულ დროს ჩატარდება. ჯამში 30 რაიონი თითქმის ხუთ მილიონს დახარჯავს ისე, რომ არცერთ რეგიონში, არცერთ მომსახურებაზე წინასწარ ტენდერი არ გამოცხადებულა. წყარო – ტვ პირველი
გადამწყვეტი საათების ათვლა დაწყებულია: ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერი იმ ისტორიულ გადაწყვეტილებაზე მსჯელობს, რომელსაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ელიან – რა გზავნილები ისმის ბრიუსელის სამიტის პარალელურად

“საქართველოსთან დაკავშირებით, ყველაფერი გადაწყვეტილია, თქვენ ყველას უყვარხართ” – ეს დამაიმედებელი სიტყვები უნგრეთის პრემიერს ეკუთვნის, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე. ვიქტორ ორბანი არ ყოფილა ერთადერთი, ვინც საქართველოს მხარდაჭერა ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან დღეს გამოხატა. “ისტორიული დღე და გადაწყვეტილება” – ყველაზე ხშირად, ევროკავშირის ლიდერებმა ეს ტერმინები ახსენეს. კითხვები ამ დრომდე არსებობს, თუმცა მთავარ გზავნილზე ყველა შეთანხმებულია – გაფართოება ევროკავშირის […]
სააკაშვილთან ერთ პარტიაში თანამშრომლობას მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ – ნიკა მელია

ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილთან ერთ პარტიაში თანამშრომლობას მომავალში გამორიცხავს. ამის შესახებ მელიამ “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში განაცხადა. “სააკაშვილს რაც შეეხება, გულწრფელად გპასუხობთ აქაც. არ ნიშნავს, რომ მასთან დაკავშირებით კითხვები არ მაქვს, ან არ მქონია და ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მისაუბრია წინა წლებშიც. უბრალოდ მორალურად კომფორტულად არ ვგრძნობ თავს, როდესაც ოთხ კედელშია ადამიანი. რა თქმა უნდა, კითხვები არსებობს, […]
უკრაინის საკითხზე, ორბანი ისევ უარზეა – მოუწევს თუ არა ლოდინი კიევს

“წინაპირობა წინაპირობაა” – ორბანი ისევ უარზეა. ევროპული დიპლომატიის კულისებში დღეს ერთი თავის ტკივილი ჰქონდათ და მას ვიქტორ ორბანი ერქვა. მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიამ გუშინ უნგრეთს მანამდე დაბლოკილი 10 მილიარდიც კი განუბლოკა, ორბანი გადაწყვეტილების შეცვლას არ ჩქარობს. ორბანის სტილი ევროპელების დიდი ნაწილისთვის გაუგებარია, თუმცა 2-დღიანი შეხვედრები სწორედ იმ პათოსით დაიწყეს, რომ ამ დროის განმავლობაში მის გადარწმუნებას […]
რა განწყობაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და რა გადაწყვეტილებას ელოდებიან თბილისში ბრიუსელისგან

ბრიუსელში მიმდინარე დისკუსიის პოზიტიურ დასასრულს თბილისში ყველა ელოდება. პოლიტიკური სპექტრი იმედოვნებს, რომ, ევროკავშირის სამიტის შემდეგ, საქართველო ოფიციალურად კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა გახდება. მმართველი გუნდის ოპტიმისტური მოლოდინი რამდენიმე ფაქტორს ეფუძნება – ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს, ევროკომისიის დადებით რეკომენდაციასა და პარტნიორების მკაფიო მხარდაჭერას. ოპტიმისტურია ოპოზიციის განწყობაც, თუმცა არგუმენტები განსხვავებული – პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი მოსალოდნელ დადებით გადაწყვეტილებას […]
იოზვიაკი: უკრაინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს მხარს დაუჭერენ, პროცესი 24-ში დაიწყება

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის თანახმად, ევროკავშირის ლიდერები უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს მხარს დაუჭერენ, თუმცა პროცესი ამ წელს არ დაიწყება. ფორმულას ეთერში მან თქვა, რომ ლიდერებმა, შესაძლოა, ვიქტორ ორბანი დაითანხმონ. “სიგნალები მივიღე, რომ პოზიტიური გარემოა, რაც ნიშნავს, რომ ორბანთან, შესაძლოა, შეთანხმება იქნას მიღწეული უკრაინასთან დაკავშირებით… ისინი დასკვნით ნაწილზე იტყვიან, რომ დიახ, ვხსნით […]