საქართველომ დააკმაყოფილა ყველა კრიტერიუმი, რათა კანდიდატის სტატუსი მიეღო – ხორვატიის პრემიერ-მინისტრი

ხორვატიიის პრემიერ-მინისტრი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. ხორვატიის პრემიერი ანდრეი პლენკოვიჩი ამბობს, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ყველა კრიტერიუმი იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიეღო. მისი თქმით, დღეს ძალიან ნათელი და ფართო კონსენსუსი ვიხილეთ. “პირველ რიგში, ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს, რომელიც ივლისში ხორვატიას სტუმრობდა, სადაც შევთანხმდით, რომ საქართველოს ძალისხმევას ძლიერად დავუჭერდით მხარს. საქართველომ დააკმაყოფილა ყველა კრიტერიუმი, რათა კანდიდატის სტატუსი […]
დღევანდელი დღე მონუმენტური ეტაპია საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის – ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა – სალომე ზურაბიშვილი

ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა, რამაც დამსახურებულ კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანა , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “დღევანდელი დღე მონუმენტური ეტაპია საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის! ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა, რამაც დამსახურებულ კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანა. საქართველოს ევროპულ ოჯახთან ხელახლა გაერთიანება შეუქცევადი პერსპექტივაა!” – წერს ზურაბიშვილი.
“გილოცავთ” | EU-ს წევრი ქვეყნების მილოცვა საქართველოს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ულოცავენ. მიმართვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ გამოქვეყნდა. “ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. და ევროკავშირი ასევე დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ, რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ ხარისხებს. ევროკავშირმა მოიწვია კომისია მარტამდე, რათა მოამზადოს […]
“საქართველო, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს!” | დარჩიაშვილი

“საქართველო, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს!” – წერს X-ზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე. “საქართველო, გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს! ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს! დღევანდელი გადაწყვეტილება არის საქართველოს მისწრაფებებისა და პროგრესის აღიარება! საქართველოს მთავრობის ნება, რომ საქართველოს ცივილიზებული არჩევანი რეალობაც აქციოს, არის უცვლელი. ჩვენ ვართ მზად და ვმუშაობთ ერთად ჩვენს ევროპელ მეგობრებთან […]
“ყველა უკრაინელს ვულოცავ ამ დღეს… ისტორიას წერს ის, ვინც არ იღლება თავისუფლებისთვის ბრძოლაში” | ზელენსკი

“ყველა უკრაინელს ვულოცავ ამ დღეს”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე და უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ ეხმაურება. “მიღებულია ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იმუშავა ამისთვის და ყველას ვინც დაეხმარა. ყველა უკრაინელს ვულოცავ ამ დღეს. მეც ვულოცავ მოლდოვას და პირადად […]
“ქართველმა ხალხმა დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი” | ზურაბიშვილი

“ქართველმა ხალხმა დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი”, – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეხმაურება. “დღეს აღვნიშნავთ მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოსთვის და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის! ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სათქმელი თქვა და დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი საქართველოს ევროპულ ოჯახთან გაერთიანება შეუქცევადი პერსპექტივაა”, – წერს ზურაბიშვილი X-ზე. 🇬🇪🇪🇺 Today signifies a monumental […]
უკრაინასთან მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება ორბანის გარეშე მიიღეს

ევროპულმა საბჭომ უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ გადაწყვეტილება უნგრეთის გარეშე მიიღო. ევროკავშირის მაღალჩინოსანი ანონიმურობის პრინციპით აცხადებს, რომ ორბანმა კენჭისყრის დროს სხდომა დატოვა. მას არც თავისი ხმის დელეგირება მოუხდენია ვინმეზე, რომ გადაწყვეტილება დაებლოკათ. შესაბამისად, დარჩენილმა 26-მა ქვეყანამ გადაწყვეტილება ეთხმად მიიღო. ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ევროპულმა საბჭომ ასევე მიანიჭა კანდიდატის სტატუსი […]
“გილოცავ საქართველო!” – ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოში

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოში ქართველ ხალხს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავენ. დიპლომატების ერთობლივი ვიდეო ევროკავშირის საელჩო ავრცელებს “საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამ ისტორიულ დღეს, ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს ერთი გზვანილი გვაქვს საქართველოს მოსახლეობისთვის – გილოცავ საქართველო!”, – ამბობს პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში რის შემდეგაც ყველა წევრი ქვეყნის ელჩი მშობლიურ ენაზე ულოცავს საქართველოს. დღეს, 14 […]
ზურაბიშვილი: საქართველომ მიიღო კანდიდატის დამსახურებული სტატუსი!

დღევანდელი დღე საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის მონუმენტური ეტაპია! ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა და მიიღო კანდიდატის დამსახურებული სტატუსი! საქართველოს გაერთიანება ევროპულ ოჯახთან შეუქცევადი პერსპექტივაა!
ლევან ბეჟაშვილი – საქართველო იმსახურებს არა მარტო კანდიდატის სტატუსს, არამედ გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას, რაზეც პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ექნება, მაგრამ არც ოპოზიცია გაურბის, ჩვენც გვექნება ჩვენი ხედვები

ყველზე მნიშვნელოვანი, არსებითი წვლილი ევროინტეგრაციის პროცესში შეიტანა მიხეილ სააკაშვილმა და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა. ლევან ბეჟაშვილის თქმით, ხვალინდელი დღე, როდესაც ევროპული საბჭო კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს, არ არის პროცესის დასასრული, არამედ ხვალიდან დაიწყება […]