პრეზიდენტი: მადლობა ქართველ ხალხს, მათ გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სრულიად საქართველოს მიულოცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. 14 დეკემბერს ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ ქართველი ხალხის გარეშე ეს მიღწევა არ იქნებოდა. “მინდა მივულოცო სრულიად საქართველოს იმიტომ, რომ დღეს ყველას უხარია. ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვენი მომავალი და ამისათვის გადავდგი ძალიან დიდი, სერიოზული ნაბიჯი. ამისთვის მინდა მადლობა ვუთხრა და პირადად […]

სალომე ზურაბიშვილი: შევუერთდები პრემიერის მიერ დაანონსებულ სახალხო ზეიმს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იგი გეგმავს, შეუერთდეს პრემიერის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებულ ღონისძიებას. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ამ ზეიმს საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა შუერთდეს, რადგან “ამით იწყება საქართველოს მომავალი.” “პრემიერმა გამოაცხადა, რომ იქნება სახალხო ზეიმი. მე ვუერთდები ამ ზეიმს და თქვენც, ყველანი უნდა შემოუერთდეთ […]

კალაძე: ესაა ხალხის დამსახურება და გუნდის დამსახურება, რომელსაც ქართული ოცნება ჰქვია

მინდა გულწრფელად მივულოცო სრულიად საქართველოს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება, უხარია წინგადადგმული ნაბიჯები და ევროპასთან დაახლოება. ძალიან რთული გზა გამოვიარეთ. იცით, პირველი გადაწყვეტილება როდესაც იყო მიღებული უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით, საქართველო და ქართული საზოგადოება დარჩა გულდაწყვეტილი, რადგან იყო არასამართლიანი გადაწყვეტილება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში მიღებული. თუმცა ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ჩვენ ჩვენს […]

“ვუერთდები ამ ზეიმს… თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ, კარგი, თუ არა, ხალხში ვიქნები” | ზურაბიშვილი ღარიბაშვილის დაანონსებულ ღონისძიებაზე

“ვუერთდები ამ ზეიმს… თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ, კარგი, თუ არა, ხალხში ვიქნები”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საუბრობს და ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებულ ღონისძიებას ეხმაურება, რომელიც 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე გაიმართება. “მე ვუერთდები ამ ზეიმს. თქვენც უნდა შეუერთდეთ. ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ ხვალ, იმიტომ რომ ეს იქნება საქართველოს ზეიმი. და მე მზად […]

“ვულოცავ ქართველ ხალხს, საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს ეკუთვნის” | ზელენსკი

“ვულოცავ ქართველ ხალხს, საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს ეკუთვნის”, – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. მან ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. “ტელეფონით ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს. ვულოცავ მას და ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მოხარული ვარ, რომ მივიღე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მილოცვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უკრაინის […]

“დღეს გადავწყვიტეთ, მივცეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, გილოცავთ!” | მაკრონი

“დღეს გადავწყვიტეთ, მივცეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი, გილოცავთ!”, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს და საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს. “დღეს გადავწყვიტეთ, დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანებაზე და მივცეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი. გილოცავთ!” – წერს X-ზე ემანუელ მაკრონი. Nous décidons ce soir d’ouvrir les négociations pour l’adhésion […]

“დღეს ყველამ უნდა ვიზეიმოთ, არავინ არ უნდა ვეცადოთ, გამოვყოთ ჩვენი წვლილი” | გახარია

“დღეს ყველამ უნდა ვიზეიმოთ, არავინ არ უნდა ვეცადოთ, გამოვყოთ ჩვენი წვლილი”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია საუბრობს და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. “გილოცავთ! ეს საქართველოს, ქართველი ხალხის გამარჯვებაა. განსაკუთრებით, ახალგაზრდების. ეს გამარჯვება, რა თქმა უნდა, ეძღვნება ჩვენს წინაპრებს, რომლებიც საუკუნეები იბრძოდნენ სიცოცხლის ფასად, იმისთვის, რომ ჩვენი სამშობლო გამხდარიყო ქრისტიანული ევროპის ნაწილი! დღეს […]

“ვუერთდები პრემიერის ინიციატივით გამოცხადებულ სახალხო ზეიმს, ხვალ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. “გილოცავთ, თქვენ პირველ რიგში. არ მინდოდა ამ მოლოცვის დროს მარტო ვყოფილიყავი, ადმინისტრაციის ნაწილი, ვინც აქ იყვნენ, ამ საღამოს ჩემთან არიან იმიტომ, რომ თქვენთან, ყველანი ერთად ვიყავით, ამ ძალიან დიდი მოლოდინში და მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს იმიტომ, რომ დღეს ყველას უხარია ვისაც სჯეროდა , არ სჯეროდა, […]

ემანუელ მაკრონი საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებას, უკრაინასა და მოლდოვას კი გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ულოცავს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოსთან, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს სამიტზე მიღებულ დღევანდელ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „ამ საღამოს გადავწყვიტეთ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. გილოცავთ“, – წერს ემანუელ მაკრონი.

მიიღეთ ეს, როგორც სიმბოლური ნაბიჯი წინ – ევროპისგან, ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, ყველაფერი თქვენს ხელშია – სლოვენიის პრემიერი

მიიღეთ ეს, როგორც სიმბოლური ნაბიჯი წინ – ევროპისგან, ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული, ყველაფერი თქვენს ხელშია, – გულმოდგინედ და მონდომებით უნდა იმუშაოთ, რათა ყველა საჭირო რეფორმა განახორციელოთ, – სლოვენიის პრემიერი რობერტ გოლობი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. “თუ თქვენს ნაწილს შეასრულებთ, დარწმუნებული ვარ, ევროკავშირი ამაში გამოგყვებათ. “დედლაინები” არ არსებობს, ზოგჯერ ამას დიდი დრო სჭირდება, […]