500 Global-მა, „საქართველოს ბანკმა“ და GITA-მ 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის Demo Day-ს უმასპინძლეს

500 Global-მა, „საქართველოს ბანკთან“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, 14 დეკემბერს 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადის შემაჯამებელ ღონისძიებას – Demo Day-ს უმასპინძლა. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, 5 ქვეყნის 10 სტარტაპს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი კომპანიები ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ, მათ შორის ადგილობრივი და საერთაშორისო სტეიკჰოლდერებისთვის, ვენჩურული კაპიტალის მქონე საზოგადოების, ბიზნეს და მედია […]

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის ანგარიშის მოსმენა და მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე მსჯელობა დაიწყო

თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის ანგარიშის მოსმენა და მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე მსჯელობა დაიწყო. სხდომის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომ 2024 წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალი და გაზრდილია. „დღეს ჩვენ მოვისმენთ მერის 2023 წლის ანგარიშს. 2023 წელი ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეული წელია თბილისის მუნიციპალიტეტისთვის, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტებით, ასევე სოციალური მიმართულებით. ჩვენ დღეს ასევე […]

ავსტრიის საელჩო – გილოცავ საქართველო, ავსტრია თქვენს გვერდით დგას და ზეიმობს!

საქართველოში ავსტრიის საელჩო საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „გილოცავ საქართველო! გუშინ ისტორიული დღე იყო, ევროპულმა საბჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ავსტრია თქვენს გვერდით დგას და ზეიმობს! შემდეგი ეტაპი ევროპული კომისიის 9 რეკომენდაციის შესრულებაა. წარმატებას და ძალას გისურვებთ! ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას“, – […]

სამგორის მეტროში ჭერიდან ბათქაში ჩამოიშალა

მეტროსადგურ სამგორში ჭერიდან ბათქაში ჩამოიშალა. ინფორმაცია ფორმულას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს და აღნიშნეს, რომ ჩამოშლილია ბათქაშის მცირე ნაწილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეტროს მოძრაობა არ შეფერხებულა. სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ ამჟამად ტერიტორია საფრთხეს არ წარმოადგენს, მოგვიანებით კი სპეციალისტები შეაკეთებენ და დაზიანებულ ნაწილს აღადგენენ.

გოლობი: მიიღეთ ეს როგორც სიმბოლური ნაბიჯი ევროპის მხრიდან, მაგრამ ახლა ყველაფერი თქვენზეა

· 58 · · მიიღეთ ეს როგორც სიმბოლური ნაბიჯი ევროპის მხრიდან, მაგრამ ახლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ყველაფერი თქვენ ხელშია – თქვენ უნდა იმუშაოთ გულმოდგინედ, ძალიან ბევრი, რათა განახორციელოთ ყველა აუცილებელი რეფორმა. თუ თქვენ შეასრულებთ შეთანხმების თქვენ ნაწილს, დარწმუნებული ვარ ევროკავშირი და წევრი ქვეყნები გამოგყვებიან. ვადები არ არის, ამიტომაც ვამბობ, რომ ხანდახან ამას დიდი დრო სჭირდება, […]

პლენკოვიჩი საქართველოზე: მთავარი რჩევაა გულმოდგინეთ იმუშაოთ და გააგრძელოთ ევროპული გზა

· 60 · · საქართველომ შეასრულა კრიტერიუმი, რომ მინიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. იყო მკაფიო და დიდი კონსენსუსი. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და გამამხნევებელი გადაწყვეტილებაა საქართველოს მოსახლეობისთვის. მთავარი რჩევაა გულმოდგინედ იმუშაოთ და გააგრძელოთ ევროპული გზა, რათა მიხვიდეთ ისეთ პოზიციამდე, როგორიც მიიღეს უკრაინისა და მოლდოვის შესახებ. განაცხადა ხორვატიის პრემიერმინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. 14 დეკემბერს, საქართველომ […]

უკრაინა: განადგურებულია 14 რუსული დრონი

15 დეკემბრის ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს. სულ ოკუპანტებმა 14 დრონი ააფრინეს. “მტრის 14-ივე უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო ძალების მობილურმა ჯგუფებმა ნიკოლაევის, ხერსონის, ხმელნიცკისა და პოლტავის ოლქებში ჩამოაგდეს”. – იუწყება უკრაინის საჰაერო ძალები. უპილოტო საფრენი აპარატები კრასნოდარის მხრიდან, პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან იყო გამოშვებული. რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად ავიაციითა და […]

ისრაელის სამხედროებმა ღაზაში ნოვას ფესტივალიდან აყვანილი ერთ-ერთი მძევლის ცხედარი იპოვეს

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) თქმით, ღაზაში კიბუც რეიმთან გამართული სუპერნოვას მუსიკალური ფესტივალიდან ჰამასის მიერ მძევლად აყვანილი 28 წლის ელია ტოლედანოს ცხედარი იპოვეს. ცხედარი მისი ისრაელში გადმოსვენების შემდეგ სამედიცინო და რაბინულმა ხელმძღვანელობამ ამოიცნო. უცნობია როდის და რა ვითარებაში დაიღუპა ტოლედანო. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა კაცი ბოლოს სუპერნოვას ფესტივალზე თავის მეგობართან, 21 წლის მია შემთან ერთად ნახეს. შემი […]

ისინი კვარაცხელიას გაიცნობენ… – “ნაპოლის” ოპტიმიზმის საფუძველი და დაპირისპირება ლეგენდარულ მწვრთნელთან…

ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში გასვლის შემდეგ “ნაპოლი” ტიტულის დაცვისთვის ბრძოლას საშინაო არენაზე გააგრძელებს. ვალტერ მაცარის გუნდი ლიდერ “ინტერს” 14 ქულით ჩამორჩება, ოთხეულს მიღმაა და საკუთარ არენაზე გამარჯვება უჭირს. ყველაფერი ამის გამოსწორებას ხვიჩა კვარაცხელია და მისი გუნდი “დიეგო მარადონაზე” შაბათს, 16 დეკემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე, “კალიარის” წინააღმდეგ ეცდებიან. ყოფილი მწვრთნელის დაბრუნებას “ატალანტასთან” (2:1) გამარჯვება და ოპტიმიზმი […]

რთული დებატები და ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება – საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადაინაცვლეს

ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება, პირველმა, პრეზიდენტმა მიშელმა ამცნო ყველას. სასიხარულო ამბით მალევე დაურეკა ტრიოს ლიდერებს უკრაინაში, მოლდოვაში და რა თქმა უნდა, საქართველოში. ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრის შინაარსზე, სოციალურ ქსელში დაწერა – “მივულოცე ის ისტორიული კურსი, რომელიც ქვეყნებმა დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ აიღეს”. ის, რომ გადაწყვეტილებას რთული დებატები უძღოდა წინ, ამაზე გუშინვე ღიად თქვა. რთულს ამ დებატებს ვიქტორ […]