აშშ მიესალმა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ევროკავშირის გაფართოების შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემდეგ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილებები ამ ქვეყნებს და მათ ხალხს აძლევს იმედს და სტიმულს რეფორმების გასაგრძელებლად. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ეს ისტორიული მომენტია ევროპისა და ტრანსატლანტიკური […]
მეტროსადგურ “სამგორის” ჩასასვლელში ბათქაში ჩამოიშალა

მეტროსადგურ “სამგორის” ჩასასვლელში, შესასვლელთან, ბათქაში ჩამოიშალა. ადგილზე მისულ პოლიციას ტერიტორია სპეციალური ლენტით აქვთ შემოსაზღვრული. თბილისის სატრანსპორტო სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ არავინ დაშავებულა. შემთხვევა დაახლოებით 08:30 საათზე მოხდა. “სამგორი” ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი სადგურია თბილისში. ის ემსახურება რამდენიმე გარეუბნის მგზავრებს, მათ შორის არის “აფრიკა” და ორხევი. მეტროსადგურის შიდა სივრცის რეაბილიტაცია 2017 წლის ბოლოს დაიწყო და 2018 […]
შარლ მიშელი ადასტურებს, რომ უნგრეთმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაბლოკა – ევროკავშირი საკითხს მომავალი წლის დასაწყისში სპეციალურ სამიტზე განიხილავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს არ მისცა საშუალება, მიეღო საბიუჯეტო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისთვის დახმარების საშუალოვადიან პროგრამას მოიცავს, – ინფორმაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჟურნალისტებთან საუბარში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ დაადასტურა. მისი განმარტებით, განხილვის თემა მხოლოდ უკრაინის დაფინანსება არ ყოფილა და ევროკავშირის ლიდერებს შესთავაზეს „მეგაპაკეტის“ მიღება, რომელიც მოიცავდა დაფინანსებას უკრაინის მხარდასაჭერად, მიგრაციის პროგრამების ხარჯებს და […]
თბილისის საკრებულოში დღეს დედაქალაქის მერის ანგარიშს მოისმენენ

თბილისის საკრებულოში დღეს დედაქალაქის მერის ანგარიშს მოისმენენ და მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ. სხდომის დაწყებამდე ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარემ, საბა ბუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე მთავარი კითხვები შეეხება დაპირებებს, „ურბანულ გენოციდსა” და სატრანსპორტო საკითხებს. „ბუნებრივია, რომ ჩვენი მთავარი კითხვები შეეხება იმ კორუფციას და იმ კორუფციიდან გამომდინარე ურბანულ გენოციდს, რომელიც კალაძე და მისი გუნდი […]
“შემშალა, მეუბნებოდა, წადი შენს ქვეყანაშიო, ამ დროს თანხა დაყადაღებული მქონდა… მძიმე დეპრესია და პანიკური შეტევები დამეწყო” – რას ჰყვება საქართველოში დაბრუნებული ნინა წკრიალაშვილი უმძიმეს წლებსა და მეუღლეზე

“შემშალა, მეუბნებოდა, წადი შენს ქვეყანაშიო, ამ დროს თანხა დაყადაღებული მქონდა… მძიმე დეპრესია და პანიკური შეტევები დამეწყო” – რას ჰყვება საქართველოში დაბრუნებული ნინა წკრიალაშვილი უმძიმეს წლებსა და მეუღლეზე · 1 მომღერალი ნინა წკრიალაშვილი ბოლო წლები საქართველოდან წასული იყო, ის აღარ ეკონტაქტებოდა მეგობრებს, არ სარგებლობდა სოციალური ქსელით. ცნობილია, რომ ის ბოლო პერიოდში საბერძნეთში ცხოვრობდა. ქვეყნიდან წასვლის შემდეგ […]
უკრაინისა და ისრაელის დახმარებაზე კენჭისყრისთვის სენატმა სადღესასწაულო შესვენება გადადო

დემოკრატების უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის თქმით, მომავალ კვირას აშშ-ს სენატი უკრაინისა და ისრაელის სამხედრო დახმარებას უყრის კენჭს, პარალელურად კი მოლაპარაკებები გრძელდება აშშ-ს საზღვრის უსაფრთხოების პოლიტიკაში ცვლილებების შესახებ, რომელიც დამატებით დაფინანსებას საჭიროებს. კენჭისყრის გასამართად სენატმა გადადო თავისი სადღესასწაულო შესვენება, რომელიც პარასკევს, 15 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო და ორშაბათს შეიკრიბება. “ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩვენს წარმატებაზე. ვიცით, რომ მსოფლიო […]
აშშ: მივესალმებით EU-ს გადაწყვეტილებას, მზად ვართ, დაგეხმაროთ საჭირო რეფორმების გატარებაში

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმაურება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ხოლო უკრაინისა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების დაწყების შესახებ ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებას. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აშშ მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და მოუწოდებს სახელმწიფოებს, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა ქვეყნის შიგნით დემოკრატიისა და ეკონომიკის პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის, ხოლ აშშ მზად არის, დაეხმაროს […]
ვარადკარი: გაწევრიანება 1 დღეში არ მოხდება, მაგრამ ყველა ქვეყანა მტკიცედ დგას ამ გზაზე

· 50 · · გზავნილი ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის არის შემდეგი: დარჩით რეფორმების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გზაზე. ევროპა ჩვენი საერთო სახლია. გაწევრიანება ერთ დღეში არ მოხდება, მაგრამ ყველა ქვეყანა, რომლის შესახებ დადებითი გადაწყვეტილება იყო მიღებული, მტკიცედ დგას ამ გზაზე. განაცხადა ირლანდიის პრემიერმინისტრმა, ლეო ვარადკარმა ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
მეტროსადგურ სამგორთან მისასვლელ გვირაბში ბათქაში ჩამოცვივდა – მეტროს მუშაობა არ შეფერხებულა

მეტროსადგურ სამგორთან მისასვლელ გვირაბში, ბათქაში ჩამოცვივდა. ინფორმაცია “რუსთავი 2-ს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს. როგორც კომპანიაში განმარტეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და მეტროს მუშაობისთვის ხელი არ შეუშლია.
„კანდიდატის სტატუსი შეცვლის განწყობებს და ეს არის უმთავრესი, რადგან დღეს მოქმედებს განწყობის ეკონომიკა“ – ლევან კობერიძე

„ვუერთდები მთელი საქართველოს საღი ნაწილის სიხარულს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ ბიზნესკონსულტანტმა ლევან კობერიძემ „კომერსანტთან“ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება პირველ რიგში ქვეყანაში შეცვლის, გააუმჯობესებს განწყობებს და ეს უმთავრესია, რადგან თანამედროვე მსოფლიოში განწყობის ეკონომიკა მოქმედებს. „თანამედროვე ეკონომიკა ვისაც ესმის და გარკვეულია ეკონომიკის პროგრესულ თეორიებში, ყველა ვხვდებით, რომ დღეს […]