TikTok-ზე მომხმარებლების დანახარჯმა $10 მილიარდს მიაღწია

სოციალური ქსელი TikTok-ი პირველი არასათამაშო აპლიკაცია გახდა, რომლის მომხმარებლების გლობალურმა დანახარჯმა $10 მილიარდს მიაღწია, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

რეაბილიტაციაზე 11 775 000 ლარის დახარჯვის შემდეგ, ფოთის თეატრის შენობის ბედი ისევ უცნობია

ფოთის თეატრის მშენებლობა/რეაბილიტაციაში მთავრობამ 11 775 000 ლარი დახარჯა, თუმცა ამ დრომდე თეატრის შენობა კვლავ ავარიულ მდგომარეობაშია და უფუნქციოა. თეატრის დასი რამდენიმე წელია თავს სახელოვნებო ცენტრის შენობას აფარებს. ფოთის თეატრი, 2014 წლის 31 მაისს საზეიმოდ ირაკლი ღარიბაშვილმა და ეკა ბესელიამ გახსნეს, გახსნიდან ერთ თვეში თეატრის შენობაში წვიმის წყალი ჩავიდა, მოგვიანებით ლიფტი ჩავარდა და თეატრის თანამშრომელი […]

აშშ მტკიცედ უჭერს მხარს გაფართოებას და მომავალ კანდიდატებს EU-სკენ მათ გზაზე – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

შეერთებული შტატები მიესალმება ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას ევროკავშირის გაფართოების შესახებ, ეს არის ისტორიული მომენტი ევროპისთვის და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაშია აღნიშნული. „გადაწყვეტილებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ, როგორც კი ის […]

ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის დამატებითი 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფის საკითხს ვეტო დაადო

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთმა დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება. „ღამის შეჯამება: ვეტო უკრაინას დამატებით ფულზე, ვეტო მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს მიმოხილვაზე. საკითხს მომავალ წელს ევროპის საბჭოში სათანადო მომზადების შემდეგ დავუბრუნდებით“, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში. ევროპულმა საბჭომ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნის შესახებ. როგორც გაირკვა, გადაწყვეტილების […]

მელია: მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომელმაც პარტია ერთი კვირის წინ დატოვა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ არ სურს მესამე პრეზიდენტზე საუბარი, სანამ ის პატიმრობაშია. მელია გამორიცხავს მომავალში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ყოფნას ერთ პარტიაში, ის 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად იმ პარტიით აპირებს, რომლის პრეზენტაციასაც მომავალი წლის დასაწყისში გამართავს. “რაც შეეხება სააკაშვილს, კიდევ ერთხელ ვამბობ, […]

მეტროსადგურ “სამგორის” გვირაბში ჭერიდან ბათქაში ჩამოიშალა

მეტროსადგურ “სამგორის” გვირაბში ჭერის ბათქაში ჩამოიშალა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადეს, რომ ჩამოშლილია ბათქაშის მცირე ნაწილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კომპანია ამბობს, რომ ტერიტორია უსაფრთხოების მიზნით შემოისაზღვრა და მოგვიანებით შესაკეთებლად შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება. ფოტო: ლაშა ფარულავა.

BTU-ში მასტერკლასი „AI და კიბერუსაფრთხოება“ გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიქსის ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ბერიძემ ჩაატარა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდა მასტერკლასი თემაზე „AI და კიბერუსაფრთხოება“, რომლის სპიკერიც გახლდათ გაეროს ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიქსის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე. ღონისძიება ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ტენდენციების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ისახავდა მიზნად. მომხსენებელმა განიხილა ხელოვნური ინტელექტი კიბერუსაფრთხოების კონტექსტში. ასევე, საუბარი იყო ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ ჩარჩოებზე, რომლის შემუშავებაზეც მუშაობა მიდის აშშ-სა და ევროკავშირში. ეს ნიშნავს, […]

კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის: ევროპის კარი ღიაა – ახლა ჩვენ უნდა მივიყვანოთ საქმე ბოლომდე!

საქართველო ევროკავშირის წევრობას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის განცხადებით, ევროკომისიის დადებითი პასუხი კანდიდატის სტატუსზე დასტურია იმისა, რომ ევროპა საქართველოს ადგილს მის ოჯახში ხედავს. კოალიციის წევრი ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, ევროკომისიამ ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა მზაობა, საჭირო რეფორმების გატარების შემთხვევაში მიიღოს საქართველო მისი დიდი ოჯახის ღირსეულ წევრად. ახლა საქართველოს ჯერია, ევროკავშირი […]

კახა კალაძე – ისტორიული გადაწყვეტილებით, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, რომელიც ღირსეულ ადგილს იმსახურებს დიდ ევროპულ ოჯახში

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საზოგადოებას ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ულოცავს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა. კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ის წლიურ ანგარიშს წარადგენს, განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ დაპირება შესრულებულია და „ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე ასე მტკიცედ არასდროს მდგარა“. „ვულოცავ სრულიად საქართველოს. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით, ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ საქართველო ევროპის ნაწილია, […]

შარლ მიშელი ადასტურებს, რომ უნგრეთმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაბლოკა – ევროკავშირი საკითხს მომავალი წლის დასაწყისში სპეციალურ სამიტზე განიხილავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს არ მისცა საშუალება, მიეღო საბიუჯეტო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისთვის დახმარების საშუალოვადიან პროგრამას მოიცავს, – ინფორმაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჟურნალისტებთან საუბარში, ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ დაადასტურა. მისი განმარტებით, განხილვის თემა მხოლოდ უკრაინის დაფინანსება არ ყოფილა და ევროკავშირის ლიდერებს შესთავაზეს „მეგაპაკეტის“ მიღება, რომელიც მოიცავდა დაფინანსებას უკრაინის მხარდასაჭერად, მიგრაციის პროგრამების ხარჯებს და […]