რეაბილიტაციაზე 11 775 000 ლარის დახარჯვის შემდეგ, ფოთის თეატრის შენობის ბედი ისევ უცნობია

ს თეატრის მშენებლობა/რეაბილიტაციაში მთავრობამ 11 775 000 ლარი დახარჯა, თუმცა ამ დრომდე თეატრის შენობა კვლავ ავარიულ მდგომარეობაშია და უფუნქციოა. თეატრის დასი რამდენიმე წელია თავს სახელოვნებო ცენტრის შენობას აფარებს.
ფოთის თეატრი, 2014 წლის 31 მაისს საზეიმოდ ირაკლი ღარიბაშვილმა და მ გახსნეს, გახსნიდან ერთ თვეში თეატრის შენობაში წვიმის წყალი ჩავიდა, მოგვიანებით ლიფტი ჩავარდა და თეატრის თანამშრომელი დააზიანა. ბოლოს კი, საპრემიერო ჩვენებამდე ცოტა ხნით ადრე, ფოიეში ჭერი ჩამოინგრა, საბოლოოდ თეატრის შენობა დაიხურა.
მას შემდეგ რამდენიმე ტენდერი გამოცხადდა, თუმცა მასში მონაწილეობა არავინ მიიღო და ტენდერი ჩაიშალა. მიზეზად კი, ბიუჯეტის სიმცირე სახელდებოდა – ადგილობრივი ბიუჯეტიდან თეატრის რეაბილიტაციისთვის მაშინ 30 ათასი ლარი გამოიყო.
ჩვენ ფოთის მერიასაც დავუკავშირდით, თუმცა კითხვაზე არავინ გვიპასუხა. როგორც კი დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი ჩვენ თემას დავუბრუნდებით.

ასევე დაგაინტერესებთ