კახა კალაძე საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს – მადლობას თქვენც იმსახურებთ, რადგან ცილისმწამებლური განცხადებებით, მოსახლეობას სწორი გადაწყვეტილებების გამოტანაში ეხმარებით

თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას უწყების თითოეულ თანამშრომელს გაწეული შრომისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. დედაქალაქის საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ქალაქში გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება, თუმცა, მათ მოსაგვარებლად მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. „არის თუ არა საკმარისი სამუშაო, რაც ამ ერთ წელიწადში გავწიეთ? რა თქმა უნდა, არა. ქალაქი ყოველწლიურად […]

საკრებულოს სხდომა, სადაც კახა კალაძე, წლიურ ანგარიშსა და 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს, საკრებულოს ფრაქცია „საქართველოსთვის“ ორმა წევრმა დატოვა

საკრებულოს სხდომა, სადაც თბილისის მერი, კახა კალაძე, წლიურ ანგარიშსა და 2024 წლის ბიუჯეტის პროექტს წარადგენს, საკრებულოს ფრაქცია „საქართველოსთვის“ ორმა წევრმა დატოვა. როგორც ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრმა გიორგი შარაშიძემ აღნიშნა, დღეს არის ისტორიული დღე, ზეიმის დღე და სხდომაზე მწვავე დისკუსიის გამართვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ამასთან, დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში საკუთარ ადგილებზე ევროკავშირის დროშაც გადაფინეს. „ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. […]

აშშ-ის ელჩი – შეერთებული შტატები თქვენთან ერთად ზეიმობს, რომ ხართ ქართველები და მაშასადამე – ევროპელები – ვამაყობთ, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ გზაზე და ასე გავაგრძელებთ

ვულოცავ ყველა ქართველს: გილოცავთ! დღეს მართლაც ისტორიული დღეა. შეერთებული შტატები ენთუზიაზმით ზეიმობს საქართველოს მიღწევას, მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში აცხადებს. მისი თქმით, შეერთებული შტატები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს. „ჩვენ ასევე მივესალმებით ევროპული ქვეყნების ოჯახის გაფართოებისადმი ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების ერთგულებას. […]

დავით გაბაიძე – ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში მიზანმიმართულად, შეუპოვრად მიისწრაფოდნენ ევროპისკენ და დღეს, ქართველმა ხალხმა დამსახურებულად გაიმარჯვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ჩვენმა ქვეყანამ, მშვიდობიანი, თანმიმდევრული პოლიტიკით მოიპოვა დამსახურებული გამარჯვება. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ, ქართველ ხალხთან ერთად, შეძლო აღებული ვალდებულებების შესრულება, რისი დასტურიცაა ევროსაბჭოს გადაწყვეტილება. „14 დეკემბერი, ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული დღეა – ევროპის საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ვულოცავ […]

საფრანგეთის საელჩო – ბრავო საქართველოს ამ დამსახურებული გამარჯვებისთვის – შემდეგი ეტაპი მოლაპარაკებებია, ბურთი თქვენს მოედანზეა, დროს ნუ დაკარგავთ

საქართველოში საფრანგეთის საელჩო საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ბრავო საქართველოს ამ დამსახურებული გამარჯვებისთვის, რაც ყველას ძალისხმევის შედეგია. შემდეგი ეტაპი მოლაპარაკებებია. ბურთი თქვენს მოედანზეა. დროს ნუ დაკარგავთ. 2024 წელი იქნება გადამწყვეტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები დღეს აინთება

„თბილისი-ევროპული ქალაქი“ – ამ სლოგანით დედაქალაქში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები დღეს, საღამოს 8 საათზე აინთება. დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟის პროცესი დასრულებულია, ჩატარდა ნაძვის ხის ანთების ღონისძიების გენერალური რეპეტიციაც. საღამოზე წარმოდგენილი იქნება შობის ვარსკვლავის დაბადების ისტორია და გაიმართება კონცერტი. თბილისის მერია რუსთაველის გამზირზე მისულ სტუმრებს საინტერესო და მრავალფეროვან სანახაობას ჰპირდება. რაც შეეხება საახალწლო […]

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

15 დეკემბერს ქუთაისში +19 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმშიც უნალექო დღე იქნება. დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღეა მოსალოდნელი […]

საზეიმო ღონისძიებების სამზადისის გამო, თავისუფლების მოედანი 21:00 საათამდე სრულად ჩაკეტილი იქნება

თბილისის მერიის ცნობით, საზეიმო ღონისძიებების სამზადისის გამო, 15 დეკემბერს, 00:00 საათიდან 21:00 საათამდე თავისუფლების მოედანი სრულად ჩაკეტილი იქნება. შეზღუდვის პერიოდში კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან ავტომობილები ვეღარ შეძლებენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით გადაადგილებას. შეზღუდვის პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩების გავლით. ივანე […]

ეს არის ისტორიული მომენტი ევროპისთვის და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ევროკავშირის გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “შეერთებული შტატები მიესალმება ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებას, ევროკავშირის გაფართოების შესახებ, ეს არის ისტორიული მომენტი ევროპისთვის და ტრანსატლანტიკური პარტნიორობისთვის”. “გადაწყვეტილებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და ბოსნია და ჰერცეგოვინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის […]

დედაქალაქის მერი თბილისის საკრებულოს წინაშე 2023 წლის ანგარიშს წარადგენს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოში 2023 წლის ანგარიშს წარადგენს. გარდა ამისა, დღესვე განიხილება თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა გაზრდილია და 1 763 354 000 ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით 130 000 000 ლარით მეტია. მათ შორისაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები სპეციალური ტრანსფერი, რომელიც 500 000 000 ლარია. აღნიშნულ პროექტში […]