იაპონია 43 რუსული ორგანიზაციის აქტივებს აყადაღებს და რუსეთის 35 მოქალაქეს სანქციებს უწესებს

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 43 რუსული კომპანიის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო. რუსული მედიის ინფორმაციით, სანქცირებულ კომპანიებს შორისაა: რუსული საბავშვო და ახალგაზრდული სამხედრო-პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობა „იუნარმია“, კომპანია „პატრიოტი“, სააქციო საზოგადოება „195 სარაკეტო და საარტილერიო იარაღის სარემონტო ქარხანა“, რუსეთის კვანტური ცენტრი, ელექტრონული ბრძოლის სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი და სხვა ორგანიზაციები. გარდა ამისა, იაპონიამ საექსპორტო შეზღუდვები დაუწესა 57 კომპანიას და […]
პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ ფარგლებში, მიმდინარე წელს, 2000-მდე მასწავლებელი გადამზადდა

პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ ფარგლებში, მიმდინარე წელს, 2000-მდე მასწავლებელი გადამზადდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სასწავლო პროცესში ინტეგრირების მიზნით, დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისა და კურიკულუმის ექსპერტების გადამზადება რეგულარულად ხორციელდება. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი გადამზადებულ მასწავლებლებს შეხვდა და სერტიფიკატები და დამხმარე […]
2022 წელს ელექტროენერგიის წარმოებამ 14 246.6 მლნ კილოვატ/საათი, გაზის მოპოვებამ კი 14.6 მილიონი მ3 შეადგინა

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 12.7 პროცენტით გაიზარდა და 14 246.6 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. ელექტროენერგიის წარმოების ზრდა ძირითადად განპირობებული იყო გაზრდილი წყალმოდინებით. „საქსტატის“ ინფორმაციით, 2022 წლის განმავლობაში მოპოვებულია 36.6 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2021 წელთან შედარებით 3.1 პროცენტით მეტი), 146.3 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 1.1 პროცენტით […]
კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის: ევროპის კარი ღიაა – ახლა ჩვენ უნდა მივიყვანოთ საქმე ბოლომდე!

საქართველო ევროკავშირის წევრობას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის განცხადებით, ევროკომისიის დადებითი პასუხი კანდიდატის სტატუსზე დასტურია იმისა, რომ ევროპა საქართველოს ადგილს მის ოჯახში ხედავს. კოალიციის წევრი ორგანიზაციის „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, ევროკომისიამ ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა მზაობა, საჭირო რეფორმების გატარების შემთხვევაში მიიღოს საქართველო მისი დიდი ოჯახის ღირსეულ წევრად. ახლა საქართველოს ჯერია, ევროკავშირი […]
გილოცავთ, ქართველი ხალხის ევროპულმა სულისკვეთებამ თავისი ქნა – ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. ევროპარლამენტარის სწორედ ქართველი ხალხის როლს უსვამს ხაზს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. „ვულოცავ ქართველ ხალხს. თქვენ ეს გააკეთეთ. თქვენმა ევროპულმა სულისკვეთებამ, ერთგულებამ დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი, თავისი ქნა. ჯერ კიდევ არის გასავლელი გზა. ვიმედოვნებ,მალე გიხილავთ ევროკავშირში, სადაც თქვენი ადგილია”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი […]
მივესალმებით საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროგრესს – ჯეიკ სალივანი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი, ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებებს მიესალმება. მისი თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. “მივესალმებით ევროკავშირის ისტორიულ გადაწყვეტილებას უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე, რაც გადამწყვეტი ნაბიჯია მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების შესრულებისკენ. ჩვენ ასევე მივესალმებით საქართველოსთვის მნიშვნელოვან პროგრესს და განვაგრძობთ დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირის მისწრაფებების მხარდაჭერას”, – წერს ჯეიკ სალივანი.
ევროპის მოქალაქეებს ძალიან მძლავრი სიგნალი გავუგზავნეთ, რადგან გადავწყვიტეთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება – შარლ მიშელი

საქართველოსთვის ევროკავშირის კარი გაიღო. ჩვენმა ქვეყანამ, კანდიდატის სტატუსი მიიღო. ისტორიული თარიღი ჩაწერილია, წევრი სახელმწიფოების საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი. დახურულ კარს მიღმა თითქმის 4 საათიანი მსჯელობის შემდეგ, ევროკავშირის 27 სახელმწიფოს გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის “ტვიტით” გახდა ცნობილი. საქართველო მეცხრე ქვეყანაა, რომელსაც სტატუსი მიანიჭეს. შემდეგი ეტაპი, 9 დათქმის შესრულება და გაწევრიანების მოლაპარაკებებისთვის მზადება იქნება. ოფიციალური ბრიფინგი ბრიუსელში ჯერ […]
საარსებო მინიმუმი 252.3 ლარი გახდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ნოემბერში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 0.2 ლარით გაიზარდა და 252.3 ლარი შეადგინა. რაც შეეხება საარსებო მინიმუმის წლიურ ცვლილებას, გასული წლის ნოემბერთან შედარებით წელს საარსებო მინიმუმი 2.8 ლარით არის შემცირებული. საქსტატის მონაცემებით, ნოემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი წინა თვესთან შედარებით 0.1 ლარით გაიზარდა და 223.4 ლარი შეადგინა. საარსებო მინიმუმი […]
თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი, წინა წელთან შედარებით, 130 მლნ ლარით არის გაზრდილი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოში 2023 წლის ანგარიშს წარადგენს. გარდა ამისა, დღესვე განიხილება თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი. მერის განცხადებით, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის მოცულობა გაზრდილია და 1 763 354 000 ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით 130 000 000 ლარით მეტია. მათ შორისაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები სპეციალური ტრანსფერი, რომელიც 500 000 000 ლარია. […]
1855 ლარი – საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი ისტორიულ მაქსიმუმზეა

2023 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.3 პროცენტით (260.4 ლარით) გაიზარდა და 1 855.4 ლარი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 958.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 18.8 პროცენტით); • მშენებლობა – 3 […]