საშუალო ხელფასი ₾1,855-მდე გაიზარდა – სექტორები, სადაც ყველაზე მაღალი და დაბალი ანაზღაურებაა

საქართველოში საშუალო ხელფასი 1,855 ლარამდე გაიზარდა – ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, წინა წელთან შედარებით საშუალო ხელფასი 260 ლარით, ანუ 16%-ით არის გაზრდილი. საშუალო ხელფასი ანაზღაურების მთლიან მოცულობას ასახავს, შესაბამისად მას საშემოსავლო გადასახადის სახით 20% აკლდება, ეს კი ნიშნავს, რომ დასაქმებულთა მიერ ხელზე აღებული რეალური საშუალო ხელფასი მესამე კვარტალში 1,484 […]

სამგორის მეტროს ჩასასვლელთან, გასასვლელ გვირაბში ბათქაში ჩამოიშალა

სამგორის მეტროს ჩასასვლელთან, გასასვლელ გვირაბში ბათქაში ჩამოიშალა. როგორც bm.ge-ის თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე საპატრულო პოლიციამ ტერიტორია შემოსაზღვრა და მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავება. „სამგორის მეტროში ჩასასვლელამდე, გადასასვლელ გვირაბში ბათქაშის ნაწილი ჩამოიშალა. ამჟამად ტერიტორია სუფთავდება, მოგვიანებით კი დაზიანებული ნაწილი შეკეთდება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არც რაიმე საფრთხეს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის“, – […]

(რ) 500 Global-მა, საქართველოს ბანკმა და GITA-მ 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის Demo Day-ს უმასპინძლეს

12 კვირიანი ინტენსიური აქსელერაციის პროგრამის დასრულების შემდეგ, 500 Georgia-ს მონაწილე სტარტაპებს ჰქონდათ შესაძლებლობა, Demo Day-ს ფარგლებში საკუთარი კომპანიები უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაეცნოთ. წელს, 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადის Demo Day 14 დეკემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრში გაიმართა. 500 Global-მა, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად, 14 დეკემბერს 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადის შემაჯამებელ […]

ორბანმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი 50 მლრდ ევროს ღირებულების დახმარება დაბლოკა

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა გუშინ ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტს ვეტო დაადო. ინფორმაცია ამის შესახებ მან X (Twitter)-ზე გაავრცელა. “ღამის ცვლის შეჯამება: ვეტო უკრაინისთვის დამატებითი თანხის გადაცემაზე”, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში. ევროკავშირის სახელმწიფოების 26 ლიდერი შეთანხმდა, რომ უკრაინის დახმარების საკითხზე დებატები 2024 წლის დასაწყისში განახლდებოდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო კიევისთვის […]

“მისი ზოგიერთი იდეის მეშინოდა” – სპალეტი დე ლაურენტისზე

“ნაპოლის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. ტოსკანელი სპეციალისტის თქმით, დე ლაურენტისის იდეებმა გუნდს სკუდეტო მოაგებინა, თუმცა ზოგ საკითხებზე მათ განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ. “ნეაპოლმა უამრავი მოგონება დამიტოვა, არასდროს დამავიწყდა სკუდეტოს მოგების შემდეგ გულშემატკივრების ემოციები. დე ლაურენტისი? მას თავისი შეხედულებები გააჩნია. სიმართლე გითხრათ, ზოგიერთი მისი დარიგება გამოვიყენე. მერწმუნეთ, […]

არგენტინის პრეზიდენტის მრჩეველს ხელზე რუსული, ციხის ტატუ აქვს

არგენტინის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ხავიერ მილეის მრჩეველს სანტიაგო კაპუტოს, ხელზე რუსული, ციხის ტატუ აქვს. ინფორმაციას გაზეტა.რუ არგენტინულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. პრეზიდენტის მრჩეველს მარჯვენა ხელზე აწერია: “ბაითი, აგარაკი, შემნახველი სალაროს წიგნაკი, კატერი, მანქანა და გარაჟი ჩემს ჟინს დაამშვიდებს”. El tatuaje con tintes anticomunista que tiene Santiago Caputo en su antebrazo DERECHO dice “Una cabaña, una casa de […]

შეერთებული შტატები თქვენთან ერთად აღნიშნავს, რომ ხართ ქართველები და მაშასადამე ევროპელები, გილოცავთ – რობინ დანიგენი

საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რობინ დანიგენი, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. ელჩის თქმით, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ამ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. “გილოცავთ ყველა ქართველს, დღეს მართლაც ისტორიული დღეა. შეერთებული შტატები დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავს საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. ჩვენ, ასევე მივესალმებით ევროპული ოჯახის გაფართოებისადმი ევროკავშირისა […]

სამგორის მეტროსადგურთან მიწისქვეშა გადასასვლელში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა

თბილისში, სამგორის მეტროსადგურთან დამაკავშირებელ მიწისქვეშა გადასასვლელში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს. როგორც კომპანიაში გვითხრეს, ამჟამად ადგილზე მათი თანამშრომლები გაწმენდით სამუშაოებს ატარებენ და მომხდარის მასშტაბები მცირეა.

დღეს ღირსი ისე, წილკნელი ეპისკოპოსის ხსენების დღეა

VI საუკუნეში საქართველოს სულიერი ცხოვრება გააბრწყინეს ასურეთიდან ჩამოსულმა მამებმა, წმიდა იოანე ზედაზნელმა და მისმა მოწაფეებმა. წმიდანთა ჩამოსვლა ზეგარდმო ძალით ეუწყა ქართლის კათოლიკოს ევლავიოსს. სიხარულმა დაივანა მორწმუნე ერში, რადგან ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას კიდევ ერთხელ მოჰხედა უფალმა და თავისი რჩეული შვილები გამოუგზავნა მოძღვრად და განმანათლებლად. ღირსმა მამებმა ბევრი ეკლესია-მონასტერი დააარსეს საქართველოში და საფუძველი დაუდვეს ბერ-მონაზვნურ ცხოვრებას. ევლავიოს […]

„კანდიდატის სტატუსი დაგვაახლოებს ევროპულ სტანდარტებთან, რაც ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებას ყველა მიმართულებით“ – გიორგი კაჭარავა

„ძალიან მნიშვნელოვანია ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმს ევროკავშირთან, არამედ, იმ სტანდარტებთან დაახლოებას, რომელიც მოქმედებს ევროპულ ქვეყნებში. ეს ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონის ამაღლებას ყველა მიმართულებით. გარდა ამისა, ევროკავშირის 500-მილიონიანი ბაზარი არის ძალიან სტაბილური და ამ ბაზარზე, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან განსხვავებით, არ უნდა ველოდოთ სიურპრიზებს ვაჭრობისა და ინვესტირების […]